გაიცანით ხაშურელი მამაოები…(ფოტო,ვიდეო)


ბოლო 2 წელია,რაც ქართველისასულიერო პირები განსაკუთრებით დიდ ინტერესს იჩენენ პოლიტიკის მიმართ.განსაკუთრებით კი ხაშურელი მამაოები.მათ დიდი წვლილი შეიტანეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლაში.გამართეს არაერთი აქცია,მიუხედავად იმისა,რომ ეს მათ კომპეტენციას ცდებოდა.იქადაგეს,მიიღეს  აქტიური მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციასა თუ პარტიულ ღონისძიებებში.და ბოლოს კი იმდენიც კი იკადრეს,რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას,შემოიარეს ხაშურის 52 საარჩევნო უბანი და კომისიის წევრებსა და კენჭისყრის ოთახში ყველა უფლების მქონე მყოფ პირს მოუწოდეს,არ მიეღოთ ამ დაწყევლილ არჩვნებში მონაწილეობა,რადგან ნებსით თუ უნებლიეთ გახდებოდნენ გამყალბებლები.და იქნებოდნენ დაწყევლილები შთამომავლობითურთ და ვერ მიიღებდნენ ვერც ერთი სასულიერო პირისგან შენდობას.არჩევნების შემდეგ კი, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ სერგო ქიტიაშვილს სასულიერო პირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის პროტესტანტებმა მიაკითხეს სახლში, არსებული სიტუაციის გასარჩევად და ითხოვდნენ დეპუტატისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას.მანამდე კი შეეცადნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეღწევას,არსებული სიტუაციის განმუხტვას პოლიცია ცდილობდა,თუმცა უშედეგოდ. აშკარად რთული სურათია,თუმცა ამ გადმოსახედიდან,ქართულ სამღვდელოებას აზრი შეეცვალა ხელისუფლებაზე,ასე რომ დიდი ალბათობაა იმისა,რომ სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ გამართონ არაერთი აქცია ფავორიტი პარტიის მხარდასაჭერად,ქართული საზოგადოება კი ამ ყველაფერს გაგებით უნდა მოეკიდოს. download (3)images (4)images (5)images (6)images (7) h

 

 

2 thoughts on “გაიცანით ხაშურელი მამაოები…(ფოტო,ვიდეო)

    • უკაცრავად,მაგრამ მემგონი უადგილოა ამ შემთხვევაში ხაშურლების ერთად მოხსენიება,რადგან მეც ხაშურელი ვარ და არც გამოშტერებული ვარ და არც უტვინო!!!

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.