საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა 1977 წლის 1 აპრილი


კონსტანტინე გამსახურდია გახლავთ ადამიანი,რომელიც ყველა თაობის ადმიანმა იცის და პატივს სცემს.ძნელია ასეთ ღირსეულ,პატრიოტსა და უნიჭიერეს ადამიანს არ დაუფასო ღვაწლი.ახლა კი მინდა ყურადღება სხვა კუთხით გავამახვილო და გამოვაქვეყნო მწერალთა კავშირის(რომლის წევრიც ბატონი კ.გამსახურდია გახლდათ) პრეზიდიუმის სხდომა სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ უპირისპირდება მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბ-ნი გრიგოლ აბაშიძე და ბრალს სდებს კონსტანტინეს ანტისაბჭოთა პროპაგანდაში.

თავმჯდომარე: – ამხანაგებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთი ისეთი საკითხის განსახილველად, რომელზედაც, ალბათ, ეს დღეები ყველა თქვენთაგანი ფიქრობს.

თქვენ ყველა გაეცანით თქვენს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ჩვენი კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას გარშემო.

ჩვენ, ყველანი, ბევრის მომსწრე ვართ, ბევრის შემთხვევა არა გვქონია. მას შემდეგ, რაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეეანაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხალხმა სამამულო ომში ასეთი ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა და ასეთი წარმატება აქვს საბჭოთა ქვეყანას, მთელი საბჭოთა მწერლობა დარაზმულია ჩვენი პარტიის ირგვლივ და არ ეოთილა რაიმე ფაქტი რომელიმე ქართველი მწერლის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. უფრო მეტი კიდევ, ისეთი დიდი მწერალი ჩვენი დროისა, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა, სრულიად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე, დაწერა ჩვენი დროისათვის სრულიად მოსაწონი ნაწარმოებები, დაწერა რომანი “მთვარის მოტაცება”, მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები, რომლებიც იდგა საბჭოთა პოზიციებზე და ის მთელი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს, მოგეხსენებათ, ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია ლენინური ორდენის კავალერიც გახლდათ და მრავალი ჯილდოსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი.

ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენი კავშირის წევრს თქვენ იცნობთ გაზეთის მასალას. დღესაც ბლომად არის გამოქვეყნებული მასალა. ეს დღეები პრესა უთმობდა ადგილს იმ მასალებს, რომელიც ეხებოდა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას. ჩვენ მოგვმართა რესპუბლიკის პროკურატურამ ,,სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ… (კითხულობს)” … ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრებმა გაიცნეს.

როგორც თქვენ ნახეთ და როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. თქვენ მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. თუ კაცი ეწევა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ანტისაბჭოთა მოდვაწეობას, ის თავის თავს აყენებს ამ ორგანიზაციის გარეშე თუ ჩვენ გვაერთიანებს კომუნიზმის მშენებლობა და მისი აქტიური მშენებლები ვართ, ეს არის ჩვენ სულის, ჩვენი მოწოდების ნაკარნახევი, და თუ კაცი იბრძვის მის წინააღმდეგ, ის თვითონ აყენებს თავის თავს ამ ორგანიზაციის გარეშე, ალბათ, ის თვითონ არ სთვლის თავს ჩვენი კავშირის წევრად. აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან, ერთი გახლავთ ,,საქართველოს მოამბეში” გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ “მოამბეში”. მეორე, რამაც გული ატკინა ჩვენ ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლაკელიძის გარდაცვალების გაძო გაძოქვეყნებული მასალა, სადაც ქება-დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა.

აი, მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ამხანაგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შემდეგ მოვუსმინოთ ზვიადს. როგორ გაიმართლებს თავს .

ძალიან სამწუხაროა ეს შემთხვევა, რადგან ჩვენ ასეთი შემთხვევა არასოდეს არ გვქონია. განსაკუთრებით ახლა, როცა რესპუბლიკას წარმატებები აქვს და როდესაც ედუარდი მოვიდა ხელმძდვანელობაში, კონსტანტინე ერთი პირველთაგანი მიესალმა მას, და კიდევ უფრო გასაკვირი და სამწუხაროა ეს შემთხვევა.

ზვიად გამსახურდია – რა იურიდიული საფუძველი აქვს ყველაფერ ამას, რით მტკიცდება?

თავმჯდომარე – პრესისა და პროკურატურის მასალით.

ზვიად გამსახურდია – იმ პროკურატურას რა იურიდიული საფუძველი აქვს? თქვენ საბუთებს არ გაცნობდნენ?

თავმჯდომარე – გამოიგზავნა ეს მასალა, პროკურატურა სთვლის, რომ მასალა არის საკმარისი. აი რას იწერება… „რომლებიც დაბეჭდილია და გავრცელებულია მწერალთა კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას მიერ არაოფიციალურ ჟურნალში „საქართველოს მოამბეში”.

ზვიად გამსახურდია – ის მთვლის მე რედაქტორად? მე ხომ ხელს არ ვაწერ. მე არა ვარ რედაქტორი.

თავმჯდომარე – მაგაზე თქვენ მიმართეთ პროკურატურას, ჩვენ უნდა დავეერდნოთ იმ მასალას, რომელიც გაზეთშია.

ზვიად გამსახურდია – გაზეთში ყველაფერი სიმართლეა?

თავმჯდომარე – ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმართლეა, ზვიად! – არავის არ აინტერესებდა თქვენი გალანძღვა. გთხოვთ ამხანაგებო, გამოთქვით აზრი.

თავმჯდომარე – ნოდარ, ხომ არ დაიწყებთ?!

ნოდარ დუმბაძე – ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ „ქართველოს მოამბეში”. კიდევ გავეცანით ჟურნალების წეებას, რომელსაც “ოქროს საწმისი“ ჰქვია პირადად მე, როდესაც წავიკითხე ,,ოქროს საწმისი”, ის არ მომეჩვენა სერიოზულ ჟურნალად, რადგან მასში ფრიად სუსტი და დაბალი გემოვნების ნაწარმოებები ქვეყნდება და როდესაც გავეცანი იმ მასალას, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ პროკურატურამ, სადაც გამოქვეყნებულია ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ხალხს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ, როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შთამომავალმა, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრათიაში სწერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც პირდება, რომ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს, – მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის მიუღებელია.

თავმჯდომარე – გიორგი!

გიორგი ციციშვილი – მე ჩემი მეგობრებისათვის არ მითქვამს, საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან მძიმე წლები გავიარე ომში და არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი და ბრმა, არამედ ვნახე საშინელებანი, რომლებიც ჩემს თვალწინ ტრიალებდა. ჩვენი პროპაგანდა თავის დროზე კი არ აჭარბებდა, არამედ სუსტი იყო, რომ არ აჩვენა მთელი ის საშინელება, რაც ფაშიზმს მოჰყვებოდა.

მე ვნახე ხალხი დახოცილი “დუშეგუბებში“ მანქანებით დატვირთული რომ გამოყავდათ, მე ვნახე ორი შერყეული კაცი ნარვასთან, რომელთაც ტვინში რაღაცას უშხაპუნებდნენ და რამდენი საშინელება. და მე ეს საშინელებანი რომ ვნახე და გავიცანი ფაშიზმის არსი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ფაშიზმის რეაბილიტირება.

მე საშინლად ამაღელვა იმან, მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად, მე არა ერთი პროკლამაცია ჩამვარდნია ხელში, მე შტაბში ვმუშაობდი და ბევრი მო^ქონდათ ასეთი პროკლამაციები, ის პროკლამაციები ბევრი მინახავს შტაბში, მაგრამ ამ პროკლამაციამ, რომელიც ამ არალეგალურ ჟურნალშია დაბეჭდილი, საშინლად ამაღელვა იმიტომ, რომ ქართველ ახალგაზრდობაში აღძრავს ეჭვს, ქართველ ახალგაზრდებს ეჭვს უღვივებს და ამ პროკლამაციამ შეიძლება მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა. ზვიადმა ბრძანა, რომ ამისი რედაქტორი არა ვარო და ჩვენ ყველამ ვიცით, და ისეთი ავტორიტეტული ორგანო წერს, როგორიც არის პროკურატურა.

ჩვენ წავიკითხეთ ეს მასალა, თმები ყალყზე დაგვიდგა, განსაკუთრებით ეს პროკლამაცია. წარმოუდგენელია 1977 წელს ასეთი პროკლამაცია ვინმემ შეთხზას ან გადმობეჭდოს.

მან ამრიგად შეურაცხყო ქართველი მწერლის სახელი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ დოკუმენტთან, ყველამ ვიცით, რომ, ეს ამასთან არის დაკავშირებული, მე მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ზვიადი არ შეიძლება იყოს კავშირის წევრი.

თავმჯდომარე – იოსებ!

იოსებ ნონეშვილი – მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ, იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი ძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია.

მე მიჭირს როცა ამას ვლაპარაკობ, როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ვამაყობ კონსტანტინე გამსახურდიათი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ფაქტია ეს პროკლამაცია, ამ ფაშისტი გენერლის ასე ეროვნულ გმირად გამოცხადება. მაგრამ, რაც მთავარია, ზვიადი ბრძანებს, რომ ჩემი დაწერილი არ არისო და ჩვენი პრეზიდიუმის წევრებს სხვა წყარო არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რასაც პროკურატურა გვწერს, რაც პრესაშია, ის, რაც დდეს “ლიტერატურულ საქართველოშია” დაბეჭდილი. მე ამაღელვა საქართველოს პატრიარქის წერილმა, რომელიც ,,ლიტერატურულ საქართველოშია“ დაბეჭდილი. ეკლესიასაც უნდა ვერწმუნოთ და პროკურატურასაც, რომ მათ შეისწავლეს და გვწერენ და თუ კი ის შემდეგ დაადასტურებს, დაარწმუნებს პროკურატურას, ჩვენ ყველანი გახარებული ვიქნებით და ამოვისუნთქავთ, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია – არც ფაშისტი გენერლის ქებასა და არც ამ პროკლამაციის შედგენაში.

მაგრამ ჯერჯერობით ეკლესია, პროკურატურა გვიმტკიცებს და როგორც წესდებაშია მწერალთა კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს, საბჭოთა პოზიციაზე.

ამიტომ, მე, როგორც სხვებმა ბრძანეს, მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს ის, ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს.

თავმჯდომარე – მორის!

მორის ფოცხიშვილი – შეიძლება გამეორება მომიხდეს იმისა, რაც უკვე ითქვა. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას. ამიტომ შეშფოთებული ვარ, და თუკი ეს დადასტურდება, რომ როგორმე ვინმე მხარს უჭერდა ამ წერილებს, – ასეთი კაცი არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი, თუ ეს მისი ხელიდან არის გამოსული, ის არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი.

თავმჯდომარე – კარლო!

კარლო კალაძე – მინდა განვაცხადო, რომ სხვებთან ერთად უახლოესი, უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემთვის კონსტანტინე გამსახურდია და არის.

ახლა, დღეს მე ძალიან ძნელ მდგომარეობაში ვარ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ზვიადმა. არა მარტო თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა თავისი თავი, მაგრამ უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში ჩამაყენა მე და ყველა მწერალი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 40 წლის განმავლობაში როგორც კონსტანტინესთან, ისე ამ ოჯახთან ახლოს ვიდექით.

რასაკვირველია, მე ვეკუთვნი იმ ამხანაგებს, რომლებმაც (ჩვენ) კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟიშვილი მივიდეთ მწერალთა კავშირში. მეც მივეცი ხმა.

ახლა, ვინაიდან მწერალთა კავშირში ყოფნა ეს ნიშნავს, რომ იზიარებდე შენ იმ შეხედულებას, იმ მდგომარეობას, იდეურად იდგე იმათ გვერდით, ვინც ამ მწერალთა კავშირშია გაერთიანებული, და როცა ადამიანი თავისი საქციელით უპირისპირდება მწერალთა კავშირს, მწერლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ, გარდა იმისა, რაც ჩვენ ამ დღეებში პრესაში წავიკითხეთ, მე მეტი არაფერი ვიცი. თუ კიდევ არის რამე, უნდა ვიცოდე ისიც. რაც პრეზიდიუმშია, ისიც უნდა ვიცოდე, მაგრამ რაც ოფიციალურად რაც ჩვენს თვალწინ არის, მე ამისიც მჯერა.

რასაკვირველია, ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით… ჩვენ იმიტომ, რომ მწერალთა კავშირის ხმა – ეს არის ისტორიული სიტყვა ადამიანზე და მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომელიც შვილია კონსტანტინე გამსახურდიასი. – და, რასაკვირველია, ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ ამ ამბავში დასაწეისშივე მიგვეღო მონაწილეობა. ეს მოხდა ჩვენს გარეშე. ჩვენ ახლა ვიხილავთ.

მე წავიკითხე, რაც ზვიადს უთქვამს, დაუწერია, თუ მანქანაზე დაუბეჭდია, ამისი წინააღმდეგი ვარ და არასოდეს არ გვქონია ამის შესახებ ჩვენ საუბარი. მე ათასჯერ შევხვედრივარ და ჩვენ არ გვქონია ამის შესახებ საუბარი, მაგრამ ეს მისი თვისებაა – აფეთქებული ხასიათის კაცია.

ამიტომ მწერალთა კავშირის უმრავლესობის აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ის სცილდება ყოველგვარ საკითხს, ეს არის სამშობლოს საკითხი, ეს არის პატრიოტული სინდისის საკითხი, ეს არის თვით კონსტანტინესთან დამოკიდებულების საკითხი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, პასუხი უნდა აგოს ზვიადმა თავისთავის მაგივრად, ზვიადმა პასუხი უნდა აგოს კონსტანტინეს მაგივრადაც. ის უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით და რადგან არ ისურვა, მან უნდა მკაცრი პასუხი აგოს, და ის ამას შეურიგდა. მე მგონია, ჩვენთან ერთად მისი ყოფნა ძნელია და წარმოუდგენელი.

თავმჯდომარე – კიდევ ვის სურს გამოთქვას აზრი?

ალექსი გომიაშვილი – ვიდრე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამდე, მინდა შევეკითხო ზვიადს. ზვიადმა რეპლიკა ისროლა, ის არის მწერალთა კავშირის წევრი.

თქვენ განაცხადეთ – ამისი არც რედაქტორი ვარ და არც ავტორიო. თუ თქვენ რედაქტორი არა
ხართ და არც ავტორი, როგორც მწერალთა კავშირის წევრი როგორ უყურებთ ამ ორგანოს პოზიციას? რა პოზიცია გაქვთ ამ ორგანოსთან? – და თუ თქვენ მონაწილე ხართ ამ ყველაფრისა, და იმის შესახებ, რაც გაზეთში იყო გამოქვეყნებული, იმ სიტყვების შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის პროცესში მოისმინეთ – რა აზრი დაგებადათ და რა მოსაზრება გაქვთ?

ზვიად გამსახურდია – მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისთვის, რაც ჩემი არ არის, უმთავრესად ანტიფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის. მე არ ვაწერ ხელს. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს მე არ ვიზიარებ, ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა. თუ არის იმ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. პოზიცია? ამაზე მე თავს ვიკავებ, ამას ბოლოს ვიტყვი.

ალექსი გომიაშვილი – მე მგონია ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი წესდება, რასაც გვეუბნება, ჩვენი ვალდებულებაა, მწერალთა კავშირის წევრები უნდა ვიყოთ საბჭოთა პოზიციაზე და ვამართლებდეთ წესდებას, ვინც ამ წესდებას არ იზიარებს, ვინც ამ პოზიციაზე არ არის ის მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს.

თავმჯდომარე – ვის სურს გამოთქვას აზრი?

ვანო თარბა – უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როგორც ყველა. მინდა დავიწყო კარლო კალაძის სიტყვით. კონსტანტინე გამსახურდია ჩემთვის იყო ღმერთი, უდიდესი ქართველი კაცი და ჩვენი ხალხის დიდი მეგობარი და ძმა. როცა მამაჩემი მოკვდა, სპეციალურად ჩამოვიდა ოჩამჩირეში, ჩემს სახლში იყო და ძალიან ახლობელი კაცი იყო ჩემთვის და დღეს ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მძიმეა, მძიმე მდგომარეობაში ვარ, ისე როგორც ყველა თქვენ, სადღაც მე უფრო მეტადაც.

არ ვიცი, თუ ზვიადი დაამტკიცებს, რომ არაფერ შუაშია… ხდება განა, რომ ჩვენს პრესაში ასეთი მასალა იყოს მოთავსებული და არ იყოს სწორი? იმ მასალების მიხედვით ზვიადს გაუჭირდება ჩვენს რიგებში, მწერალთა კავშირის რიგებში დარჩენა.

თავმჯდომარე – გიორგი!

გიორგი ნატროშვილი – ვანომ თქვა, რაც ყველა ჩვენგანის საწუხარია. გარდა ამისა, ჩვენი პრესა, ეს უცხოური გადმოცემები, ეს მასალა, ესენი ყველაფერი – როგორ შეიძლება?! ვუერთდები აქ გამოსულ ამხანაგებს.

თავმჯდომარე – ელგუჯა!

ელგუჯა მაღრაძე – ამხანაგებმა თქვეს უკვე გარკვევით, ჩემთვისაც ბატონი კონსტანტინე იყო ვაჟკაცობის, დიდი მწერლობის და ყველაფრის იდეალი, ყველა იმის, რომელმაც ქართველ ერს შეუქმნა სიტყვაკაზმული მწერლობა, შეაყვარა სამშობლო, თავისი ხალხი, – ვისაც მისი წიგნები წაკითხული აქვს და სხვა ერის შვილებსაც კი შეაყვარა საქართველო. ჩემთვის დღევანდელი გამოსვლაც, ეს ლაპარაკიც ძალიან ძნელია, ეს კაცი ჩვენს ხელში გაიზარდა.

მე მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია არის მსხვერპლი იმ განუკითხავობისა, რაც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენს რესპუბლიკაში, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერ ვებრძოდით და როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე არ მივუთითეთ და არ ვუთხარით, რომ ეს მცდარი გზაა. ამ ორგანიზაციას რომ უფრო მეტი ფხა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, მიეთითებინა მისთვის (თითქმის ყველას შვილეულ ასაკად გვეკუთვნის), ჩვენ შეგვეძლო მისი მობრუნება, აღზრდა, გვეთქვა, რომ ის არის მცდარი გზა, მაგრამ ჩვენს მწერალთა კავშირში იმ 20 წლის მანძილზე იყო დანერგილი ის, რომ ექსცესებითა და ჩხუბით ვინც გადიოდა, ჩვენ ამას ვუწყობდით ხელს, ვაქეზებდით ამანაც თავისი დაღი დაასვა. ჩვენ რომ თავის დროზე აგველაგმა ის, ვინც ექსცესებით იკაფავდა გზას, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

ახლა ის დაპირისპირებული აღმოჩნდა ჩვენთან, ყველა ჩვენთაგანთან და წესდებასთან. მისი საქციელი და მოქმედება დასაგმობია და ამდენად მწერალთა კავშირის რიგებში რომ დარჩეს, ძნელია.

თავმჯდომარე – ხუტა!

ხუტა ბერულავა – მწერალთა კავშირი – ეს არის თანამოაზრეთა კავშირი, როგორც ამას ჩვენი წესდება ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებაც შეუთავსებელია საბჭოთა მწერლების სახელთან.

მე მინდა დავეთანხმო ზოგიერთი ამხანაგის წინადადებას. რადგან ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის, რომ ეს მისი ხელმძღვანელობით, თუ მონაწილეობით არ გაკეთებულა (გვითხრას ვისია) და თუ ეს ასეა, ერთხელ კიდევ შევეცადოთ იქნებ აღმოვაჩინოთ…

თავმჯდომარე – ამაზე რომ არ იყოს ლაპარაკი, მოგახსენებთ: ის, რაც პრესაშია დაბეჭდილი და რაც აქ მოტანილია, ეს დადასტურებულია და არავის არ უნდოდა ამის გამოგონება და შეთხზვა. ეს არის დადასტურებული და დამტკიცებული და იმიტომ არის გამოტანილი. ვიდრე ბოლომდე არ იყო დამტკიცებული, არ გამოუტანიათ. ზვიადს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის, რაც არის – დამტკიცებულია და ამას არ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთი „კომუნისტი“ , „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“ ტყუილს სწერდეს?!

ხუტა ბერულავა – ყველაზეე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ უფლება სული აუმღვრიოს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენ, შემოქმედებითმა მუშაკებმა უნდა აღვზარდოთ კომუნისტურ იდეალებზე და კომუნისტური სულისკვეთებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ძალიან მაღალ და წმინდა საქმეებზე, აქ დათმობა არ შეიძლება.

მე ვუერთდები ამხანაგების აზრს – საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში არ შეიძლება, რომ ასეთი კაცი იყოს.

თავმჯდომარე – კიდევ?

ვახტანგ ჭელიძე – ჩემთვის ცოტა ძნელია ლაპარაკი იმიტომ, რომ თვითონ ზვიადთან არ მქონდა კეთილი ურთიერთობა, მაგრამ უნდა გამოვთქვა აზრი, იმის შემდეგ რა საბუთებსაც ჩვენ გავეცანით – იმ პროკლამაციას, ფაშიზმის რეაბილიტაციის ცდას, – წესდება არ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენს რიგებში იყოს და ვუერთდები საერთო აზრს – ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მწერალთა კავშირის რიგებში.

თავმჯდომარე – სერგი!

სერგი ჭილაძე – მე სხვა მასალას არ ვიცნობ, რაც გაზეთშია, იმას ვიცნობ და მე მიმაჩნია – საბჭოთა პრესაში მოყვანილი ფაქტები და მასალა ისეთ შეუვალ სურათს ქმნის, რომ აქ ორი აზრი არსებობდეს, შეუძლებელია.

ჩემთვის ყველაზე უფრო სამძიმოა ეს იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს – „თუ არა საბჭოთა ხელისუფლება, ჩემთვის დიდ მწერლობასთან წილნაყრობა არ შეიძლებოდა“. ესა აქვს ნათქვამი მას და ასე არის ნამდვილად დიდ ოსტატად ის ჩვენმა სინამდვილემ აქცია და ამიტომაც ჩვენი სინამდვილის გულწრფელი მომღერალი იყო.

მით უფრო სამწუხაროა ამ დიდი ქართველი კაცის, ამ დიდი ოსტატის, ჩვენი ამ დიდ ლიტერატურულ ბრძოლებში ჩვენი მეგობრის შვილის საკითხს რომ ვიხილავთ – იყოს თუ არა ის ჩვენს რიგებში. დიდად გული მტკივა მიმძიმს ამის წარმოდგენა იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც საოცრად რთული გზა გაიარა და ეს განაცხადა. ამის დამადასტურებელია მისი ნათელი შემოქმედება, რომელიც მისი ხელიდან არის გამოსული.

ამიტომ მე ვიმეორებ და ვეთანხმები ამხანაგების აზრს, მაგრამ აქ ჩვენმა პარტორგანიზაციის მდივანმა განაცხადა „,თუ ეს ასეა“ და როგორღაც ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, მე ვფიქრობ, საკითხი ისე უნდა გამოგეტანათ, რომ არ ყოფილიყო ეს „თუ ეს, ასეა“. ეს იმ ტკივილებს კიდევ ერთ ტკივილს უმატებს. მე მომეწონა ბატონმა ალექსიმ რომ პირდაპირ მიმართა კითხვით. ზვიადმა არ უპასუხა; უპასუხეთ ბოლომდე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ნათელი დამოკიდებულება გვქონდეს საკითხთან. ვიმეორებ, მე მხოლოდ იმ მასალას ვიცნობ, რაც პრესაშია და აქ ისეთი ფაქტებია, რომ ამიტომ ამხანაგების იმ წინადადებას ვუერთდები, მაგრამ მაინც მოვითხოვ „თუ ეს ასეა“ და სხვა – ამ კითხვებზე პასუხი იყოს.

მორის ფოცხიშვილი – ბატონო სერგი, ზვიადმა რომ სთქვა მე ხელს არ ვაწერ, მე არ ვარ ავტორი, ამან დაბადა ეს აზრი. ისე, თქვენ თუ არ წაგიკითხავთ მასალა, აქ არის და წაიკითხეთ.

თავმჯდომარე – კიდევ?

რევაზ მარგიანი – ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მწერლობა. მე გავეცანი ამ მასალებს. თავისთავად ზვიადის საქციელი მეტყველებს, რომ ის არ იზიარებს ქართული საბჭოთა მწერლობის პოზიციებს და თვითონ ლაპარაკობს – არ არის საჭირო იყოს წევრი ამ კავშირისა.

თავმჯდომარე – ირაკლი, ხომ არ იტყოდით რამეს?

ირაკლი აბაშიძე – რამდენი ხანია, რაც მივიღეთ ზვიადი მწერალთა კავშირში?

ზვიად გამსახურდია – 1966 წლიდან.

თავმჯდომარე – 1968 წლიდან. აქ არის მასალა, ზვიად!

ირაკლი აბაშიძე – 1968 წლიდან მე არ მახსოვს რომელიმე კაცის შესახებ გველაპარაკა და მათ შორის პირველ რიგში, რასაკვირველია, უმძიმესია ვილაპარაკო კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრების შესახებ.

თავმჯდომარე – უკაცრავად, 1965 წელს მიგვიღია წევრად.

ირაკლი აბაშიძე – რა მძიმეც არ უნდა იყოს ამის თქმა, ამხანაგებო, უნდა ვთქვათ – საბჭოთა მწერალს არ შეიძლება სხვა რაიმე აზრი ჰქონდეს. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი ჩვენს წესდებას იცნობს, მათ შორის რასაკვირველია, ზვიადიც იცნობს. რასაკვირველია, არ შეიძლება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რაც ვიცით ჩვენ… (მე ახლა ავად ვიყავი და ყველაფერი ვერ წავიკითხე). თქვენ აქ დაგიძახეს იმიტომ, რომ სთქვათ…

ზვიად გამსახურდია – ბოლოს ვიტყვი

ირაკლი აბაშიძე – სხვათა შორის, ბოლოს ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ რას ვლაპარაკობთ?

ზვიად გამსახურდია – სასამართლოზე ჯერ ეკითხებიან ბრალდებულს და შემდეგ გამოაქვთ განაჩენი.

ირაკლი აბაშიძე – თუ საჭიროა კენჭი ვუყაროთ, კენჭი იმიტომ, რომ თქვენთვის გადაწყვეტილია, საკითხი ნათელია და მე მომხრე ვარ საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდია გაირიცხოს, მაგრამ ჩვენ ალბათ, იმიტომ დავუძახეთ, რომ მას მოვუსმინოთ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და მერე მოვუსმენთ?

11 წელია მწერალთა კავშირში გვყავს კაცი, ჩვენი დიდებისა და სიამაყის შვილი, ჩვენი ყველა ოჯახის შვილი. რა ვქენით, რა გავაკეთეთ?! ჩვენს თავზეც უნდა ვთქვათ და პირადად ჩემს თავზედაც – ვუთხარით მას რაიმე, გავაფრთხილეთ, დავუძახეთ? აი, მე რომ ირაკლი აბაშიძე ვარ – რა გავაკეთე. 1966 წელს მიგვიღია წევრად. ეგ დაჭერილი იყო ერთხელ, მეც მოვეხმარე. ჩემს თვალწინ უთხრა კონსტანტინე გამსახურდიამ, მოგკლავო, თუ კი გაიმეორებო. მერე რა მოხდა, დავუძახეთ, ველაპარაკეთ, თუ რა ვქენით?! ასე არ არის სულ, ჩვენ ხომ გვთხოვენ პასუხს და მოგვკითხავენ და სავსებით მართალი იქნება. ასე კი არ არის – აუწევთ ხელს. იმხელა დიდი მოვლენაა, რომ არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა. თქვენ ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ეს კაცი ამბობს – მე არა ვარ რედაქტორი, ჩემი ხელმოწერა არ არის. ვკითხოთ რაშია საქმე რა არის, დაგვეძახებინა, ერთხელ გაგვეფრთხილებინა, მეორედაც, უნდა გვემუშავა. მე ცოტა მკაცრად გამოვდივარ, ავად ვარ – მე ჩემს შესახებაც ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ძმად მიმაჩნდა კონსტანტინე და მეგობრად მისი ოჯახი. ამ ბოლო ხანებში ხუთჯერ ვიყავით და დღე არ იყო, რომ არ დაერეკა ჩემთვის და გიორგი ნატროშვილისათვის. ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს.

ხმები – სთქვას.

ზვიად გამსახურდია – საერთოდ რა უნდა მოგახსენოთ. სასამართლო რომ სასამართლოა, მას თავისი წესი აქვს – საბჭოთა კავშირსა თუ უცხოეთში, არსებობს იურისპრუდენცია, არსებობს კანონი. თუ ყველაფერი მოთავებულია, უნდა გავჩუმდე და თქვენ რაც გინდათ ის გამოიტანეთ, ის დაადგინეთ. არ შეიძლება, სანამ სასამართლო არ დაადგენს დანაშაულს, კაცი დაისაჯოს და იმის თქმა, რომ ეს სიმართლეა იმიტომ რომ პრესაშია. პრესას შეიძლება შეეშალოს. ვერც პრესა გასწევს სასამართლოობას და ვერც პროკურატურა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ სასამართლო აღარ იქნებოდა. პროკურატურა გამოთქვამს თავის აზრს და მას რომ შეეძლოს გადაწყვეტა, მაშინ სასამართლოც არ იქნებოდა საჭირო. მარტო პროკურატურის აზრი რომ იყოს კომპეტენტური, სასამართლო აღარ იარსებებდა. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ დაადგინოს სიმართლე, ის სიმართლე, რომელსაც ვერ ადგენს პროკურატურა. რატომ არსებობს სასამართლო და შეიძლება თუ არა ასე სროლა ადამიანის მიმართ ინსინუაციების და ყველაფერი ის, რასაც პრესა აკეთებს? ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება „სოვეტსკაია კულტურის“ კორესპონდენტს, გადმოიგზავნება აქ და იბეჭდება ან თუნდაც ის, რომ მე რადიო „სვობოდას“ ვუგზანი მასალებს. როგორ შეიძლება ასე დაბრალება? და რამდენი უნდა ჩამოვთვალო?

აი, თვით აქ რაც წამძღვარებულია. მე არ ვიცი, სად გამოდის ეს ჟურნალი, ვის მიერ. მე ვწერ და ვაძლევ მეგობრებს. მე ვწერ და რასაც ხელს ვაწერ, სამწუხაროდ არ იბეჭდება, ცენზურა მკაცრია, ამიტომ გადავცემ ნაცნობ-მეგობრებს. მაგალითად, ძეგლთა დაცვის მდგომარეობაზე დავწერე, პრესის ყველა ორგანოს მივმართე. არ დამიბეჭდეს და შემდეგ გადავწყვიტე მიმეწოდებინა ხალხისათვის.

რაც შეეხება პროკლამაციას, არ მინახია, არც მითარგმნია და საერთოდ მე არ ვარ საბჭოთა წყობილების მტერი, არც მისი დამხობის მომხრე და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ, თუ მე რაიმეს ვწერ, ვაკრიტიკებ რომელიმე დაწესებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ მტერი. ნუ აიღებთ თქვენს თავზე სასამართლოს ფუნქციას. მე ვიცი თქვენ ეს დაგეგმილი გაქვთ და, რაც არ უნდა ვთქვა, თქვენ ვერაფერს შესცვლით. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ თქვენ სასამართლო არ ბრძანდებით, თქვენა ხართ მწერალთა წრე.

არავითარი მაღლაკელიძის შესახებ წერილის ავტორი მე არა ვარ. გადახედეთ და ნახავთ – არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის. და სხვათა შორის, მაღლაკელიძის შესახებ უნდა მოგახსენოთ, – ის თქვენი „მერნის“ კონსულტანტი იყო, თუ ის ფაშისტი გახლდათ, რატომ არ მოხვდა ნიურნბერგის პროცესში? იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ანტიჰიტლერელი, ანტიფაშისტი, უბრალო სამხედრო. ის გახლდათ შულენბერგის დაჯგუფების წევრი, ანტიფაშისტი და არც ვიცნობდი და არც ვმეგობრობდი მაღლაკელიძეს, ის თქვენი გამომცემლობა „მერნის“ თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და ყველა თქვენთაგანს მასთან პური უჭამია და კარგი სიტყვა უთქვამს.

გიორგი ჟორჟოლიანი – მე არ ვარ მაგ წერილის ავტორიო…

ზვიად გამხახურდია – თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ მე ვარ მაგ წერილის ავტორი, ან ეს პროკლამაციაც ჩემი თარგმნილია… მე არ ვაწერ ხელს ჟურნალს, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არა, მე არა ვარ მშიშარა. მე არ ვიცი სად გამოდის ეს ჟურნალი. ამ ჟურნალში ყველაფერი – რაც ფაქტიური მასალაა – სიმართლეა და მე ამაზე ვაწერ ხელს.

კანონიერი ქურდი ე.წ “ტიმოხა” მოკლულია


2722739d6a811a993e18942bddae4dfa

პოლიციასთან თანამშრომლობის გამო, მოსკოვთან ახლოს, ოდინცოვსკის რაიონში, ყოფილი ,,კანონიერი ქურდი” ,,ტიმოხა” მოკლეს. ინფორმაციას მოსკოვის შინაგან საქმეთა უწყების წარმოამდგენლობაზე დაყრდნობით, სააგენტო ,,Интерфакс” ავრცელებს: ,,შაბათ დილით, ადგილობრივი დროით 09.30 წთ. ოდინცოვსკის რაიონში ქრისტიანული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, ეროვნებით ბელორუსი, ყოფილი ,,კანონიერი ქურდი” ალექსანდრე ტიმოშენკო გულის არეში ორი გასროლით მოკლეს” – აცხადებენ უწყებაში. სამართალდამცავების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი, ზედმეტსახელად ,,ტიმოხა” პოლიციასთან ფარული თანამშრომლობის გამო ,,გააგორეს”.

“შეპყრობილი” სასულიერო პირები


რამდენიმე დღის წინ გავაშუქე, სასულიერო პირების ჩართულობა და მჭიდრო კავშირი პოლიტიკასა და უკანონობაში.სიმართლე გითხრათ მართლა არ მეგონა,თუკი ყველაფერს იკადრებდნენ,თურმე ვცდებოდი.დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე ვიდეო მასალა,რომელმაც შემძრა.კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე,თუ როგორი გაუკუღმართებული წარმოდგენა აქვთ სარწმუნოებასა და ღვთისმსახურებაზე.ვერ ხვდებიან რამხელა ფასი და ძალა აქვს მათ თითოეულ ნათქვამ სიტყვას საზოგადოებისთვის.ვერ ხვდებიან,რომ უფრო მეტი თმენა მოეთხოვებათ.

უშუალოდ ერთვებიან ნებისმიერი სახის დაპირისპირებასა თუ მაქინაციაში,ვერ ხვედიბიან რომ ამით საბოლოოდ კარგავენ მრევლსა და მათ ნდობას.მიკვირს ასე რამ გადარიათ,რატომ გახდა ასე სასიცოცხლოდ აუცილებელი ძვირადღირებული მანქანები,კომპიუტერები თუ მობილური ტელეფონები.და თუ თვითონ მთელი ამ ფუფუნებით ტკბებიან,მაშინ რატომ ქადაგებენ,რომ ფუფუნება ადამიანის რწმენას აუკუღმართებს…. ამ თემის გარშემო ძალიან ბევრი კითხვა შეიძლება დაისვას,პასუხგამცემი კი არავინაა სამწუხაროდ.. არც პასუხგამცემი და არც მათი დამრიგებელი,ქვეყანაში რწმენის მხრივ ისეთი სიტუაციაა,იფიქრებ ღმერთი შვებულებაში გავიდა და ყველამ აიშვაო!!!

საერო და სასულიერო პირები ერთმანეთს დაემსგავსნენ……

 

თანამდებობის პირთა შემოსავლების დინამიკა ყოველწლიურად იზრდება


Opendata Blog

მარიკა კეჭაყმაძე

12 ივლ 2012

საქართველოს თანამდებობის პირთა შემოსავლები, რომელთაც ისინი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან იღებენ, წლიდან წლამდე მატულობს. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს მათ მიერ შევსებული დეკლარაციების ანალიზი გვაძლევს. ინსტიტუტის ვებ-გვერდზე, ბლოკში –  თანამდებობის პირთა შემოსავლები, განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდიდან მოპოვებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები. დეკლარაციებში მითითებული მონაცემების მიხედვით, თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სისტემატიურად ახლდება. ვებ-გვერდზე განთავსებული ცხრილი საშუალებას იძლევა მიიღოთ ინფორმაცია მინისტრების, მათი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, გუბერნატორების და სხვა თანამდებობის პირთა წლიური ანაზღაურების, ყოველთვიური საშუალო შემოსავლის, დანამატებისა თუ პრემიის სახით მიღებული თანხების ოდენობების შესახებ. www.idfi.ge -ზე 2011 წლის დეკლარაციები ახალი 2012 წლის დეკლარაციებით შეიცვალა. ინსტიტუტმა ამავე დროს ჩაატარა 2010, 2011 და 2012 წლების ქონებრივი დეკლარაციების შედარებითი ანალიზი. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ 2012 წელს თანამდებობის პირთა მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებული ანაზღაურება გაცილებით მაღალია წინა წლებში მათ მიერ დეკლარირებულ შემოსავლებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების ზრდა არ მომხდარა ხელფასების მატების ხარჯზე და ეს თანხები მაღალჩინოსნებს სავარაუდოდ პრემიების…

View original post 887 more words

Im Schatten des mächtigen Nachbarn


Grenzzaun zwischen dem abtrünnigen Südossetien und der georgischen Seite (Bildquelle: AP)

Die Ereignisse in der Ukraine bereiten auch der Ex-Sowjetrepublik Georgien Sorgen. Dort ist der Krieg 2008 noch in Erinnerung. Außenminister Steinmeier versuchte damals zu vermitteln. Wenn er nun wieder vor Ort ist, dürfte er sich auch an das damalige Misstrauen erinnern.

Die Lage ist ruhig. Aber in unseren Herzen sind wir tief beunruhigt”, sagt Lado. Der Georgier blickt auf eine Stacheldrahtrolle, die drei Meter vor ihm den Weg zu den anderen Gehöften des Dorfes Churwaleti versperrt. Vor zwei Jahren wurde der Stacheldraht ausgerollt, erzählt Lado. Seitdem könnten die Bewohner nicht mehr zum Friedhof und zu einigen ihrer Felder gelangen. Kontakt zu den Nachbarn auf der anderen Seite gebe es kaum noch.

Außenminister Frank-Walter Steinmeier schaut auf dem Flug des Airbus A340-300 "Konrad Adenauer" von Addis Abeba in Äthiopien nach Daresalam in Tansania in seine Unterlagen. (Bildquelle: dpa)

Außenminister Frank-Walter Steinmeier (Archivbild) versuchte 2008 in Georgien zu vermitteln.

Der Zaun soll die Grenze zwischen Georgien und dem abtrünnigen Gebiet Südossetien markieren. Der Stacheldraht hat aber noch einen anderen Zweck: Er soll die Georgier davon abhalten, sich der Hügelkette oberhalb des Dorfes zu nähern. Dort sind zwei von insgesamt 19 Militärbasen auf südossetischem Gebiet, die Russland dort seit 2008  errichtete oder ausbaute.

Im August 2008 trugen Georgien und Russland einen kurzen Krieg um Südossetien aus. Seither kontrollieren Tausende russische Soldaten und Einheiten des Inlandsgeheimdienstes FSB Südossetien und das andere von Georgien abtrünnige Gebiet Abchasien. Beobachter der EU-Mission EUMM dürfen die beiden Gebiete nicht betreten. Russland verletzt damit ein Abkommen, dass die EU vor sechs Jahren ausgehandelt hatte.

Die Militärpräsenz in Südossetien ermöglicht es den Russen, innerhalb kürzester Zeit die Transitrouten zwischen Ost- und Westgeorgien und damit die Verbindung zwischen dem Kaspischen und dem Schwarzen Meer zu kappen. Betroffen wären die Autobahn, die Eisenbahnlinie und Pipelines. Zudem gibt es eine große russische Militärbasis nur 130 Kilometer südlich in der armenischen Stadt Gyumri, direkt an der Grenze zum NATO-Staat Türkei.

Die Entwicklungen in der Ukraine vor Augen und den Krieg 2008 in Erinnerung, wachsen die Sorgen vor ähnlichen Szenarien in Georgien, zumal es eine armenische Minderheit im Süden des Landes gibt, die Russisch spricht und von denen einige russische Pässe besitzen, um in Russland arbeiten zu können.

Unter den Armeniern gibt es keine separatistischen Bestrebungen. Aber die georgische Regierung versäumte es in den vergangenen Jahren, die armenische Minderheit politisch und gesellschaftlich einzubinden und ihr ein wirtschaftliches  Auskommen zu ermöglichen. Stattdessen zeigen Polizei und Geheimdienst dort starke Präsenz. So beteuert Innenminister Alexander Chikaidze: “Wir haben 99 Prozent Georgiens unter Kontrolle, abgesehen von den russisch okkupierten Gebieten.” Doch die Behandlung der Armenier als Sicherheitsrisiko sorgt für Unmut. Es komme hin und wieder zu Spannungen mit Sicherheitskräften, sagt der Experte Giorgi Sordia.

Auch wenn das Misstrauen gegenüber Russland groß ist, so sagen auch viele Georgier, dass Michail Saakaschwili als Präsident einen Anteil am Ausbruch des Krieges 2008 hatte. Es war ein Grund, warum dessen Partei abgewählt wurde. Auch die Nachfolgeregierung der Koalition “Georgischer Traum” setzt auf eine Westanbindung Georgiens, aber zugleich auf eine Verbesserung der Beziehungen zu Russland. Eine Mehrheit der Bevölkerung unterstützt diesen Kurs. Allerdings wird immer stärker Enttäuschung und Ernüchterung über den Westen spürbar, je mehr die Sorgen vor der Aggressivität Russlands wachsen.

Wenige Hoffnungen setzen die Georgier in Außenminister Frank-Walter Steinmeier. Vielen ist noch sein Besuch im Juli 2008 in Erinnerung. Damals schaltete er sich in die Bemühungen von Amerikanern, Schweden und anderen um eine Beruhigung der Konflikte um die abtrünnigen Gebiete ein. Doch schlug ihm wegen der guten deutsch-russischen Beziehungen viel Misstrauen entgegen. Der damalige Reintegrationsminister Temuri Jakobaschwili erinnert sich: Steinmeier habe ihm das Szenario beschrieben, das sich Wochen später in Südossetien abspielen würde. Was Steinmeier als Warnung gemeint hatte, interpretierte die georgische Führung als Hinweis auf verdächtig enge Beziehungen Steinmeiers zu Moskau.

Aktuell für Irritation sorgte ein Statement Steinmeiers mit seinen Amtskollegen aus Frankreich und Polen, Fabius und Sikorski. Darin hieß es, man wolle Russland in einen Dialog über die Konsequenzen der EU-Assoziierungsabkommen mit Georgien und Moldawien einbeziehen. Der georgische Minister für euro-atlantische Integration, Alex Petriaschwili, sagt dazu: “Wir sehen keinen Grund, jetzt über Details dieses Abkommens mit Russland zu diskutieren. Es ist unsere souveräne bilaterale Entscheidung mit der EU. Nach der Unterzeichnung können wir gern in einen Dialog treten.”

Petriaschwili spricht, wie die meisten offiziellen Vertreter in Georgien, nicht von der Hoffnung auf eine baldige Mitgliedschaft in EU und NATO, sondern von weiterer Annäherung an den euro-atlantischen Raum, auch wenn sich das Land um Reformen bemüht und sich sehr bei den Einsätzen in Afghanistan und Zentralafrika engagiert.

Petriaschwili äußert Hoffnung auf Unterstützung bei der Selbstverteidigung des Landes: “Wir haben bereits 2008 verstanden, dass wir in Fällen wie auf der Krim keine militärische Unterstützung erhalten. Wir wünschen uns von unseren westlichen Verbündeten Unterstützung bei der Verbesserung unserer militärischen Verteidigungsmöglichkeiten. Denn zumindest müssen wir unsere Bürger, unser Land und unsere souveräne Entscheidung für Europa schützen können.”

Noch eines nennt er und stimmt dabei mit Diplomaten und Experten überein: “Wir müssen über eine neue internationale Sicherheitsstruktur nachdenken, denn die alte ist ernsthaft beschädigt.”

Ukrainer setzen Zeichen gegen Separatisten


Friedensveranstaltung in Mariupol (Bildquelle: AFP)

Mit einem kurzen Warnstreik und ohrenbetäubendem Autohupen haben Zehntausende Bürger in der krisengeschüttelten Ostukraine ein Ende der Gewalt in der Region gefordert. Sie folgten damit einem überraschenden Aufruf des reichsten Ukrainers Rinat Achmetow zum friedlichen Widerstand gegen die pro-russischen Separatisten.

Achmetow hatte sich in der Nacht in einer dramatischen Videobotschaft gegen die Rebellen im Donezbecken gestellt. Er warf ihnen vor, dass in den Städten nun “Banditen und Marodeure” herrschten. Friedliche Bürger würden verschleppt. Die Menschen seien es leid, in Angst zu leben. Die Separatisten führten keinen Kampf zum Wohlergehen der Region, sagte Achmedow weiter: “Das ist ein Kampf gegen den Donbass. Das ist ein Völkermord am Donbass.” Donbass ist die russische Bezeichnung für das Kohle- und Industriegebiet im Donezbecken.

Achmetow, dessen Vermögen auf rund 15,4 Milliarden US-Dollar (11,2 Milliarden Euro) geschätzt wird, gab damit seine lange Zeit zurückhaltende Position in dem Konflikt auf. Bereits am Wochenende hatte er Stahlarbeiter und Kohlekumpel seines Unternehmen Metinvest in Marsch gesetzt. Sie räumten in Mariupol die Barrikaden aus Autoreifen und Paletten weg, die die Aufständischen nach der Vertreibung aus dem besetzten Rathaus zurückgelassen hatten. Außerdem begleiteten seine Angestellte die örtliche Polizei demonstrativ auf ihren Patrouillen.

Der Stahlmagnat dominiert die Wirtschaft in der rohstoffreichen Region. Sein Bekenntnis dürfte auch wirtschaftliche Gründe haben. Sollte der Donbass nicht von Russland annektiert werden, sich aber weiter der Zentralregierung in Kiew widersetzen, droht ihr die wirtschaftliche Isolation. Das dürfte den Export von Produkten aus Achmetows Unternehmen erheblich erschweren.

Auch der Bürgermeister von Donezk, Alexander Lukjantschenko, stellte sich gegen die Separatisten und rief die Bevölkerung auf, zeichen zu setzen. Er selbst weigerte sich, Forderungen der Rebellen nach einem Rücktritt nachzukommen.

Wenige Tage vor der Präsidentenwahl in der Ukraine an diesem Sonntag setzte die Führung in Kiew ihre “Anti-Terror-Operation” im Osten des Landes fort. Bei einem Schusswechsel nahe der Separatisten-Hochburg Slawjansk seien mindestens vier Soldaten leicht verletzt worden, teilte das Verteidigungsministerium in Kiew mit.

Die Separatisten ihrerseits klagen zunehmend über die mangelnde Kampfbereitschaft der Bevölkerung. Der “Verteidigungsminister” der pro-russischen Kräfte, Igor Strelkow, kritisierte öffentlich, die Bewohner von Brennpunkten wie Slawjansk und Kramatorsk seien kaum bereit, zu den Waffen zu greifen, um ihre russisch geprägten Regionen zu verteidigen.

Er appellierte in einer Videobotschaft an die Bevölkerung, sich dem Aufstand gegen die ukrainische Regierung in Kiew schnell anzuschließen und forderte insbesondere Frauen auf, sich den Reihen der schwer bewaffneten Uniformierten anzuschließen.

Russische Militäreinheiten in den westlichen Regionen an der Grenze zur Ukraine haben nach Angaben des Verteidigungsministeriums ihre geplanten Manöver abgeschlossen. Die Truppen würden nun, wie von Präsident Wladimir Putin angeordnet, ihre Lager in den Regionen Rostow, Belgorod und Brjansk abbauen. Der Rückzug erfolge in Etappen und per Zug, hieß es. Seitens der NATO hieß es dazu heute erneut, ein Rückzug sei nicht zu erkennen.

Oligarch ruft zum Widerstand gegen Separatisten auf


Rinan Achmetow (Bildquelle: dpa)

In einer aufsehenerregenden Videobotschaft hat der reichste Ukrainer, Rinat Achmetow, zum Widerstand gegen die pro-russischen Separatisten aufgerufen. “In den Städten herrschen Banditen und Marodeure. Die Menschen sind es leid, in Angst zu leben”, sagte der Oligarch in dem Clip, der in der Nacht veröffentlicht wurde.

“Mit Maschinenpistolen durch die Städte des Donbass zu laufen – sollen so die Rechte der Donezker vor der Zentralregierung gewahrt werden? In den Städten marodieren und friedliche Bürger verschleppen – ist das ein Kampf für das Wohlergehen unserer Region?”, sagte Achmetow. “Nein! Das ist ein Kampf gegen die Einwohner unserer Region. Das ist ein Kampf gegen den Donbass. Das ist ein Völkermord am Donbass.”

Die selbst ernannte “Volksrepublik” Donezk (DNR) stellte der 47-Jährige infrage. “Wer im Donbass kennt auch nur einen Vertreter dieser DNR? Was haben sie für unsere Region getan?”

Achmetow gilt als eine der einflussreichsten Persönlichkeiten im russisch geprägten Osten der Ex-Sowjetrepublik. Das Magazin “Forbes” schätzt sein Vermögen auf rund 15,4 Milliarden US-Dollar (11,2 Milliarden Euro). Früher zählte er zu den Unterstützern des inzwischen geflohenen Präsidenten Viktor Janukowitsch.

Achmetow hatte sich lange Zeit aus dem Konflikt herausgehalten. Am vergangenen Wochenende bezog er erstmals deutlich Position, als er Stahlarbeiter und Kohlekumpel losschickte, um in Mariupol die Barrikaden aus Autoreifen und Paletten wegzuräumen, die die Aufständischen nach der Vertreibung aus dem besetzten Rathaus zurückgelassen hatten. Außerdem begleiteten seine Angestellte die örtliche Polizei demonstrativ auf ihren Patrouillen.

Beobachter werteten das als Hinweis darauf, dass Achmetow bereit sein dürfte, seine Geschäftsinteressen gegen die Separatisten zu verteidigen und dazu auch seine rund 300.000 Beschäftigten einzusetzen. Da Russland bislang nicht auf die Bitte der selbsternannten “Volksrepublik” nach einer Annexion reagiert hat, könnte der Donbass zu einer international isolierten Region werden. Das dürfte den Export von Produkten aus Achmetows Unternehmen erheblich erschweren.

Zugleich klagen die Separatisten zunehmend über die mangelnde Kampfbereitschaft der Bevölkerung. Der “Verteidigungsminister” der pro-russischen Kräfte, Igor Strelkow, kritisierte öffentlich, die Bewohner von Brennpunkten wie Slawjansk und Kramatorsk seien kaum bereit, zu den Waffen zu greifen, um ihre russisch geprägten Regionen zu verteidigen.

“Ich hätte nie gedacht, dass sich in der ganzen Region nicht einmal 1000 Männer finden, die bereit sind, ihr Leben zu riskieren”, sagte Strelkow. Er appellierte in einer Videobotschaft an die Bevölkerung, sich dem Aufstand gegen die ukrainische Regierung in Kiew schleunigst anzuschließen – und das “russische Volk” zu retten. Er forderte insbesondere Frauen auf, sich den Reihen der schwer bewaffneten Uniformierten anzuschließen.

Strelkow steht im Verdacht, im Auftrag des russischen Militärgeheimdienstes GRU zu handeln. Ermittler in Kiew vermuten, dass Strelkows bürgerlicher Familienname Girkin ist. Strelkow ist demnach abgeleitet von Strelok, dem russischen Wort für Schütze.

Russische Militäreinheiten in den westlichen Regionen an der Grenze zur Ukraine haben nach Angaben des Verteidigungsministeriums ihre geplanten Manöver abgeschlossen. Die Truppen würden nun, wie von Präsident Wladimir Putin angeordnet, ihre Lager in den Regionen Rostow, Belgorod und Brjansk abbauen. Der Rückzug erfolge in Etappen und per Zug, hieß es. Seitens der NATO hieß es dazu heute erneut, ein Rückzug sei nicht zu erkennen.