რატომ არ რეაგირებს პოლიცია ოჯახური ძალადობის ფაქტებზე?


2222222

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევები ძირიდადად რეგიონებში  ფიქსირდება.გამონაკლისი ამ მხრივ არც ბორჯომის რეგიონია.ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში ცხოვრობს ოჯახი,სადაც ძალადობა მათ ყოველდღიურობას წარმოადგენს.ძალადობა მათ შემთხევაში არის სიტყვიერი,ფიზიკური და უფრო ხშირად სექსუალური ხასიათის,რომელიც 3 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ხორციელდება.

რამდენიმე დღის წინ,როდესაც მეზობლებმა კვლავ გაიგეს ოჯახში არსებული არეულობა,სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიძახეს საპატრულო პოლიცია,რომელიც თითქმის ნახევარი საათის დაგვიანებით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.და მოსვლიდან რამდენიმე წუთში უკან წავიდა,იმ მიზეზით,რომ ეს მათ არ ეხებოდათ.

არადა,ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი,რაც მათ არ გაუკეთებიათ.

გაუგებარია,რატომ ხუჭავს თვალს  შინაგან საქმეთა სამინისტრო  და რატომ არ ახდენს შესაბამის ადეკვატურ რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე.

Advertisements

პრეზიდენტმა იცის რომ პრეზიდენტიაა?


ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უახლოეს წარსულში გადავწყვიტე ჩამეწერა ქვეყნის პრემიერ მინისტრი და მომესმინა მისი შეფასება და სამომავლო გეგმები!!! ჩემ თავს შევპირდი,რომ ამაზე არაფერს დავწერდი,მაგრამ დღეს მომხდარმა ფაქტმა იმდენად გამაღიზიანა,რომ ჩემი თავისთვის მიცემული პირობა დამავიწყა!!!

საქმე იმაშია,რომ რომ როცა დავუკავშირდი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ავუხსენი რა თემაზე მსურდა მასთან საუბარი,ჩვენს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

მე:ბატონო ირაკლი ქვეყანაში მინდინარე პროცესებთან დაკავშირებით მინდა თქვენი ჩაწერა;

ირაკლი: და რა ხდება ქვეყანაში?

მე:შეჩერებულ მშენებლობებზე,გაზრდილ კრიმინალზე,დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობასა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მაინტერესებს თქვენი აზრი;

ირაკლი:დასავლეთთან ურთიერთობაზე უკვე ვესაუბრე რუსთავი 2_სა თუ იმედს აღარ მახსოვს,მასალები აქედან შეგიძლია აიღოთ; კრიმინალთან დაკავშირებით  კი შეგიძლიათ ბატონ ჭიკაიძეს მიმართოთ;

მე:ბატონო ირაკლი თქვენ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ხართ,ასე რომ ალბათ გესმით ,თქვენდამი ინტერესი…

ირაკლი:გასაგებია,მაგრამ მე ეგ არ მეხება!

მე:უკაცრავად,მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები თქვენ არ გეხებათ?

ირაკლი:არა!

მე:აბა ვის შეიძლება ვკითხოთ,თქვენ არ გეხებათ,პრეზიდენტი კი აბსაიტშია!!! მაშინ მითხარით ვის მივმართო?

ირაკლი:ეგ თქვენი გადასაწყვეტია!!!

მე:კარგით,კარგათ ბრძანდებოდეთ…

ირაკლი:კარგათ…

დღეს კი ბატონმა პრემიერმა დიდი სიამაყით გამოაცხადა,რომ ყოველთვის მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას და არასდროს გაურბის მასმედიას!!!

ერთი სიტყვით სასაცილოა სატირალი,რომ არ იყოს!!!

ქვეყანას ყავს პრეზიდენტი,რომელიც ფაქტიურად არ ყავს!!!

ასევე გვყავს პრემიერ მინისტრი,რომლსაც სანამ ტექსტს არ დაუწეერ და კარგად არ დააზეპირებ მანამ არ შეუძლია კითხვაზე პასუხის გაცემა!! და უნამუსოდ ამბობს რომ არ ეხება ის რაც ქვეყანაში ხდება!! მიჩნდება აბსოლიტურად ლოგიკური კითხვა, მისი კონსტიტუციის წიგნს მგელი ახატია და ამიტომ ვერ შლის?

თუ ასეა,მე ვათხოვებ არაა პრობლემა,იქნებ რამე წაიკითხოს და თავის უფლება-მოვალეობეში მაინც გაერკვეს!!!

08.08.2008


downloadimages (30)

სულის შემძვრელია ის ტრაგედია,რომელიც საქართველომ 2008 წლის რუსეთ- საქართველოს იმის პერიოდში გაიარა.ამ ომს შეეწირა ათასობით უდანაშაულო ადამიანი.ღირდა კი ამად? ალბათ ეს კითხვა,რომ პუტინს თავის დროზე თავის თავისთვის დაესვა,ახლა მსგავსი სიტუაცია არ იქნებოდა,პირველ რიგში არ იქნებოდა ამდენი მსხვერპლი,ამდენი უსხლკაროდ დარჩენილი და გაუბედურებული ადამიანი.

ყველაზე დიდი უბედურება კი,რაც ქვეყანაას დაატყდა ეს იყო ტერიტორიების დაკარგვა!!! რომლის დაბრუნებაც,სამწუხაროდ ამჟამინდელი ხელისუფლების გეგმებში რატომღაც არ შედის.არ მინდა ვინმემ მიკერძოებული მიწოდოს,მაგრამ ამის გამო,ვფიქრობ არ ვარ ვალდებული არ ვთქვა ის რაც სათქმელია!!!

სწორედ დღევანდელი ხელისუფლება და ამ ხელისუფლების მწყემსი ბატონი ბიძინა ივანიშვილი  წინასაარჩევნოდ დიდი შემართებით საუბრობდა,რომ ომი საქართველომ დაიწყო,მაშინ როდესაც თავად პუტინმა აღიარა დანაშაული და ხმამაღლა განაცხადა,რომ ომი თავად  დაიწყო ,რადგან ჰქონდა ამის ობიექტური მიზეზი,ხოლო რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს მეზობელი სახელმწიფოს ანექსია და  განადგურების სურვილი ეს კიდევ ცალკე თემაა!!!!!

ასე,რომ გაუგებარია,ვის ან რა მიზნით აფარებდა ხელს ივანიშვილი?ან რატომ ცდილობდა ამ ბრალდებებით  პოლიტიკური ქულების დაწერას?

აი დღეს კი ,ანუ მაშინ როცა ივანიშვილის გუნდი უკვე  ხელისუფლებაშია,არავის გახსენებია ეს ტრაგედია,და სულ მცირე არც ის დაღუპული გმირები,რომლემაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს…

images (14)

მთელი დღეა ვფიქრობ გიორგი ანწუხელიძეზე,რომელიც ვერ დააჩოქა მტერმა!! დიახ ვერ დააჩოქა,რადგან მათ მის სხეულს მიაყენეს შეურაწყოფა,მის სულს კი ვერ მისწვდნენ,ვერ მისწვდნენ რადგან არ არის ადვილი პატრიოტ ადამიანს დაავიწყო სამშობლოს სიყვარული!!!

სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება მსგავსი ღირსეული,პატრიოტი და ჭეშმარიტი მებრძოლი ადამიანები,მტერს ყოველთვის გაუჭირდება ჩვენი ქვეყნის დაჩოქება.მე ვფიქრობ,რომ ამ ომმა ანწუხელიძისა და ყველა იმ გმირი ადამიანის მხრებზე გადაიარა,რომლებიც გმირულად დაეცნენ სამშობლოსთვის.დიდება გმირებს!!!!

რაში სჭირდება საჯარო სამსახურის ბიუროს აპლიკანტის მაინდენტიფიცირებელი ინფორმაციის გასაჯაროება?


Civil Service Bureau

ახლახანს აღმოვაჩინე,რომ საჯარო სამსახურის ბიუროს პორტალზე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული! და მათ შორის მეც!!!

პრობლემა იმაშია,რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს აქვს იმედი,რომ ეს ადამიანები მართლაც დაასაქმებენ.ასე მეგონა მეც!

რამდენიმე დღის წინ კი აღმოვაჩინე,რომ როცა პორტალზე გამოქვეყნებულ ვაკანსიას ეხმაურები და აგზავნი რეზიუმეს,ეს პირდაპირ ნიშნავს იმას,რომ დამსაქმებელს პირდაპირ უგდებ ხელში შენს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.ვგულისხმობ პირად ნომერსა და პირადობის მოწმობის სერიას.მნიშვნელობა არ აქვს,ეს უკანასკნელი აგიყვანს თუ არა თავის გუნდში სამუშაოდ.მთავარია,მას უკვე ხელში აქვს შენი პირადი ინფორმაცია!

საჯარო სამსახურის ბიუროს პოზიცია კი ჩემი აზრით განმაცვიფრებელია! მათი მტკიცებით,ეს ინფორმაცია აუცილებელია,იმისთვის რომ დამსაქმებელს წარმოდგენა შეექმნას აპლიკანტზე.ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ მე და არამარტო მე რეზიუმეში ყოველთვის ვუთითებთ სამუშაო გამოცდილებას,კვალიფიკაციას,განთლებას და ასე შემდეგ! მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა,პირადი ნომ უფრო მნიშვნელოვანია რეზიუმეში თუ ჩვენი კვალიფიკაცია! გავიგეთ,რომ ხელი ადვილად მიუწვდებათ,ჩვენს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე,მაშინ  საჯარო სამსახურის ბიურომ რეზიუმეში ჩასვას მხოლოდ ერთი გრაფა,და მოითხონოს მხოლოდ პირადი ნომრის მითითება.უფრო გაუადვილდებათ მუშაობა,არაა ეს ფორმალური დემოკრატია საჭირო!!!!! კონტროლი გამიგია,მაგრამ ასეთი არა!!!!

 

 

წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი დღეს


წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი დღეს.

რატომ ესხმის თავს სასულიერო პირი მრევლს?


ის,რომ სასულიერო პირები დღეს რიგითი მოქალაქეებივით იქცევიან ეს აღარავის უკვირს,თუმცა არის შემთხვევები,როცა შეუძლებელია ნერვებმა არ გიმტყუნოს.

სამწუხარო რეალობა


ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ობიექტური და მემგონი კარგად გამომდის!!!!

დღეს იმდენად მძიმე რეალობააა,იმდენად უჭირს დემოკრატიას და იმდენად მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა,რომ მართლა გულწფელად მიკვირს,ნუთუ ეს იყო ქათველების ოცნება?ნუთუ ასეთი განუკითხაობა უნდოდა ხალხს?

შსს პირდაპირ მონსტრად და სამართალდმრღვევ ორგანოდ იქცა გადაიქცა,რომლისთვისაც მთავარია ბიძინა ივანიშვილისა და ჰაკიმ ფაშას სურვილების შესრულება და ფაქტიურად დაივიწყეს ადამიანის უფლებები,მხოლოდ ორინეტირებულები არიან შურისძიებაზე!

გუშინ მომხდარმა ამაზრზენმა ფაქტმაკიდევ ერთხელ დამანახა თუ როგორ უჭირს დემოკრატიას! არადა როდესაც “ქართული ოცნება” პოლიტიკაში მოდიოდა და წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა დაპირებებს საფანტივით ისვროდა და მათი ძირითადი გზავნილი იყო სამართლიანობის აღდგენა,და დემოკრატიული ქვეყნის შენება. არადა დემოკრატიული ქვეყნის არსებობის პირობებში დაუშვებელია ადამიანი დევნო პოლიტიკური ნიშნით,შეუზღუდო სიტყვის თავისუფლება.ყოველ დღე მესმის არაერთი დანაშაული,ძირითადად შსს_ს მონაწილეობით. რამდენიმე დღის წინ ხაშურში დააკავეს ე.წ “ჯიბის ქურდი”,რომელიც ხაშურის რაიონის ერთერთი სოფლის რწმუნებულის ბიძაა და ყოველგვარი საპროცესო გარიგების გარეშე მოსთხოვეს 5000 ლარი.აი ეს არის დემოკრატია!
მე მცხვენია,რომ ომის ვეტერანი და უდიდესი პატრიოტი ლაშა რუხაია დღეს განსასჯელის სკამზე ზის და არა მარტო ლაშა,არამედ ბევრი სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტი.

 

“გასაოცარი დემოკრატია”-ანუ როგორ მუშაობს შსს?


გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ,იქ მყოფ პარლამენტის წევრებსა და “თავისუფალი ზონის” წვრებს გაუსწორდნენ ფიზიკურად.სასტიკად  სცემეს ლევან ბეჟაშვილს, დააპატიმრეს კოტე გაბაშვილი, თავისუფალი ზონის წევრები დათო გოგოხია, ალექსანდრე ბედოიძე, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა რუხაია. ლაშა რუხაია სასტიკად სცემეს “სამართალდამცველებმა”, მან გონება დაკარგა და შოკურ მდგომარეობაში ღუდუშაურის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამ მომენტში, რეანიმაციის კარებთან სუსის მობილიზაცია იყო.
პაციენტის მიყვანისთანავე ჯერ მიმღებში ფული მოითხოვეს, ლაშას ხელს არ ჰკიდებდნენ ექიმები მანამ სანამ 120 ლარი არ გადაიხადეს. (ამის ჩანაწერებიც არსებობს, თუ როგორ ევაჭრებათ მიმღებში მორიგე).ლაშა რუხაის აქვს განახლებული თავის ტრამვა და ესაჭიროება წოლითი რეჟიმი.საღამოსვე ეტლით გამოყვანილი რუხაია, სუს-ის თანამშრომლება “თავისუფალი ზონის”წევრების თავდაუზოგავი დაცვის მიუხედავად წაიყვანეს ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში.მისი გართულებული ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო წინასწარი დაკავების იზოლატორმა არ მიიღო,რის შემდეგაც მოათავსეს პოლიციის მანქანაში და მასთან არ უშვებენ ადვიკატს.

აი ეს არის დღევანდელი დემოკრატია!! დემოკრატია,რომელზეც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ოცნებობდნენ.

მე,ერთერთი რიგითი ჟურნალისტი თანადგომას ვუცხადებ ლაშა რუხაიასა და ყველა ამ მთავრობისგან შევიწროვებულ პირს.

რას დაპირდა და მოატყუა მერობის კანდიდატმა ბატონმა დავით ნარმანიამ სარეაბილიტაციო სამსახურში მომუშავე მუშები?


2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო აჩევნების შემდეგ,ბატონი დავით ნარმანია,რომელიც ამჟამად ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატია, იმყოფებოდა ქალაქ თელავში სადაც  შეხვდა “ბატონის ციხეზე” მომუშავე პირებს,რომლებიც იმ მომენტისთის აღარ ასრულებდნენ  მათზე დაკისრებულ მოვალეობას  კუთვნილი ხელფასების დაგვიანების გამო.ბატონი ნარმანია ,მათ შეპირდა,რომ თუკი “ბატონის ციხის'” შემდეგ  “ნადიკვარის ბაღის “სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დაასრულებდნენ ორივე ერთდროულად  აუნაზღაურდებოდათ.მუშებმა 2 ოქტომბერს გააგრძელეს  მუშაობა და პირნათლად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა.თუმცა ბატონ ნარმანიას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი აღარც გახსენებია მუშები და მათი კუთვნილი ხელფასები.სწორედ ეს დრო შესაბამისად გამოიყენეს მშენებლობის ხელმძღვანელებმა და მიიმალნენ. მათ ადგილზე კი სრულიად უცხო პირები მივიდნენ, “ქართული ოცნებიდან”. ამ ადამიანებს მთავრობისგან განსხვავებით ეყოთ პატიოსნება და მაქსიმალურად შეეცადნენ  აღნიშნული პრობლემა არ გაეხმაურებინათ,და არ გამოეტანათ სააშკარაოზე,რათა ვინმეს არ გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისთვის.

სულ რამდენიმე დღის წინ კი, აღნიშნულ სამუშაოზე დასაქმებულმა ბატონმა ოლეგ კილაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა მიმართვა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ბატონ დავით ნარმანიას შეესრულებინა დაპირება და ამისთვის კიდეც მისცა გარკვეული დრო.რასაც  არ მოყოლია  შესაბამისი ადეკვატური რეაქცია მთავრობის მხრიდან. ახლა კი გთავაზობთ აღნიშნულ მიმართვას:

ბატონ დავით ნარმანიას ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს. 

მოგმართავთ ქალაქ თელავში ბატონის ციხეზე, ნადიკვარის ბაღის მშენებლობაზე მომუშავე 67 კაციანი ჯგუფი,რომლებმაც ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულეთ.სამუშაოს ანაზღაურება თითქმის ნახევარის არ მოხერხდა. თითქმის 1წელიწადია ვითხოვთ ხელფასის ანაზღაურებას რაზეც დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ.2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ მუშაობა გავაგძელეთ ნადიკვრის ბაღში,იმ პირობით რომ აგვინაზღაურდებოდა ბატონის ციხეზე ნამუშევარი ხელფასი, მაგრამ როდესაც მივხვდით ხელფასის მოცემას არავინ არ აპირებდა და შევწყვიტეთ მუშაობა დამოვითხოვეთ დაუყონებლივ აენაზღაურებინათ ხელფასი.მშენებლობის ხელმძღვანელობამ მოგვცეს ხელფასის მცირედი ნაწილი..რაც წინა თვის ბინების და მაღაზიების ვალებს არ ეყო.როდესაც თქვენ ჩამობრძანდით ქალაქ თელავში ჩვენ მაშინ მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებდით.რადგან თქვენ პირობა მოგვეცით რომ თუ ჩვენ ნადიკვარის ბაღს დავასრულებდით, ძველი და ახალი ხელფასი ერთად აგინაზღაურდებათო.ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ჩვენი სამუშაო ხოლო ანაზღაურება არსად ჩანს,პირიქით მაშინდელ მშენებლობის ხელმძღვანელებს საშუალება მიეცა ჩვენგან მიმალვისა და ხელმძღვანელობაში ახალი უცხო პირების მოყვანის ,,ქართული ოცნებიდან”..ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ თავი აგვერიდებინა ყოველგვარ საპროტესტო გამოსვლას.არ გვინდოდა ჩვენი გაჭირვება გამოეყენებინა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას პირადი ინტერესებისათვის.მოგმართავთ : ყოველივე ჩვენთაგანი იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში,თითქმის ყველა ოჯახში მოსულია ბანკის სააღმსრულებლო,რომელიც პირადი საცხოვრებელი ადგილების წართმევით იმუქრება.
ბატონო დავით თქვენი პირადი დანაპირების საფუძველზე ჩვენ ყველაფერი პირნათლად შევასრულეთ,რაზეც მივიღეთ ბანკის ვალები თელავის ბინის და მაღაზიის ვალები.ხოლო სამშენებლო კომპანია ადგილობრივი არჩევნების წინ მოახერხა დოლიძის ქ.2 ოფისის გაუქმება და მიმალვა.
გთხოვთ 2014 წლის 30 ივნისისთვის მივიღოთ ამომწურავი პასუხი.
მოხელეების უმრავლესი ნაწილი წამოსული ვართ სამების ტაძრის მშენებლობიდან და უფლის ნებით ვიმედოვნებთ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.
( გვინდა დავამატოთ რომ თელავში ვინც ვმუშაობდით ყველა ამოღებული ვყავართ სიიდან და ჩვენს მაგივრად სრულიად უცნობი პირები ყავთ გაფორმებული).

გთხოვთ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ჩვენს მოთხოვნას.”

საკონტაქტო ნომერი :
551 157 457
555 537 210


უბრალოდ “კარიერისტი” თუ “რეალისტი”?


ინტერნეტში აღმოვაჩინე ქეთა თოფურიას ინტერვიუ,სადაც საუბრობს საქართველო-რუსეთის ომზე,ახლა გთავაზობთ ფრაგმენტს!

– ქეთა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ პერიოდში, დიდი კრიტიკის ტალღა დაგატეხეს თბილისში, რადგან შენც იმ ქართველ ვარსკვლავთა სიაში ჩაგწერეს, რომლებმაც ხმამაღალი განცხადებებით არ დაგმეს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოსკოვის მხრიდან ქართული სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ს ოკუპაცია. რა შეგიძლია ამასთან დაკავშირებით, რომ თქვა?
– რომელიმე ჭკუათმყოფელს 1% მაინც თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ მე ჩემი სამშლობლოს სატკივარს განვიცდი და ვნერვიულობ? სიმართლეს გეტყვი – ძალიან მაღიზიანებს ის ხალხი, რომელიც ცდილობს, რომ ხელოვანი ხალხი პოლიტიკაში გასვარონ, მითუმეტეს მე, ადამიანი რომელიც საერთოდ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში! ამიტომაც სულ ნეიტრალურ პოზიციას ვიაკვებ ხოლმე…
qeta tofuria– ეგ გასაგებია ქეთა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ პოლიტიკაში დიდად გარკვეულება არაა საჭირო იმაში, რომ ერთი სახელმწიფო მეორეს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს და ხალხს ხოცავს…
– კიდევ ვიმეორებ, არავის ეგონოს, რომ ჩემს სამშობლოზე გული არ შემტკივა, მაგრამ მე აქ ვცხოვრობ, რუსეთში ვმოღვაწეობ, მე მიყვარს რუსი ხალხი და რატომ უნდა გავლანძღო ისინი ვერ ვხვდები? იმიტომ, რომ ქართველი ხალხის თვალში ქულები დავიწერო? არასოდეს ამას არ ვიზავ!!! 

– ქეთა, “ევროვიზიის” ქართულ სკანდალზე რას იტყვი? გოგონათა ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თავის დროზე შენ იყავი, “3 გოგოს” ადრე “4 გოგო” ერქვა და პროექტი სწორედაც რომ სტეფანეს და კახუჩელას ეკუთვნოდათ მაშინაც და ახლაც…
– ამ ჯგუფის წევრებიც და სტეფანეც ჩემები არიან და მხოლოდ ამიტომ კომენტარებისგან თავს შევიკავებ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ, რომ ეს სიმღერა “ევროვიზიისთვის” შეკვეთით დაიწერაო… მე თუ დამიჯერებთ – ეს, ასე არ არის! სიმღერა შეკვეთით მართლა არ გაკეთებულა!