გაუჩინარებული 11 ცალი ,,Glock”-ის ტიპის პისტოლეტი გორში


115dachra_iaragi

შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურამ ვერ მიაკვლია იმ იარაღებს, რომელიც 2013 წლის მეორე ნახევარში, ჯერ ოფიციალურად შეძენილ იქნა თბილისში, შემდეგ კი ,,გამოძიებით დაუდგენელ პირებზე” გორში არაოფიციალურად გასაღდა. საუბარია ,,გლოკის” სისტემის პისტოლეტებზე.  პროკურორი გიორგი ქობულაძე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს და გამოავლინეს.

 საქმე იმაშია, რომ 2014 წლის 7 ოქტომბერს, ამ საქმეზე დაკავებულ სამ პირს თეიმურაზ გ-ს, ზურაბ გ-ს და ნიკო კ-ს, 10-მდე ეპიზოდზე, განაჩენი გამოუტანეს. გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

პროკურატურის სქემა ასეთია: კონკრეტული პირები თბილისში ,,გლოკ 17″ და ,,გლოკ 19″ ტიპის იარაღებს ოფიციალურად ყიდულობენ, შემდეგ, გორში, შედარებით დიდ ფასად  ,,არაოფიციალურად” ასაღებდნენ. პროკურატურის მიერ დათვლილი, დაახლოებით 11 ცალი ,,გლოკის” პისტოლეტი ,,დაუდგენელ პირებზე” გასაღდა. მართალია, იარაღის გასაღებაში ბრალდებულებმა  გასაღების ,,არაოფიციალური” ფაქტი აღიარეს, თუმცა 11 ცალი პისტოლეტის შემსყიდველების ვინაობა უცნობი დარჩა.

7 ოქტომბრის განაჩენის მიხედვით, საქმეში სულ 15 ცალი  პისტოლეტი ჩანს, აქედან, პროკურატურამ, საცხოვრებელ სახლებში, მხოლოდ, 4 ცალი ნახა. დანარჩენი ,,გამოძიებით დაუდგენელ პირებზეა”.

ასე მაგალითად:

1. ეპიზოდი

2013 წლის 28 ნოემბერს თეიმურაზ გ-მ გიორგი მ-სგან შეძენილი ,,გლოკ 17″ და ,,გლოკ 19″-ის პისტოლეტები გამოძიებით დაუდგენელ პირზე გაასაღა. პროკურატურის ინფორმაციით, თეიმურაზ გ-მ ეს იარაღი არაოფიციალურად შეიძინა და ასევე არაოფიციალურად გაასაღა.

2. ეპიზოდი

2013 წლის 16 დეკემბერს თეიმურაზ გ-მ არაოფიციალურად დავით ხ-სგან ,,გლოკ 17″ და ,,გლოკ 19″-ის პისტოლეტები შეიძინა და, იმავე დღესვე”  გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გაასაღა.

3. ეპიზოდი

2013 წლის 24 ივნისს თეიმურაზ გ-მ არაოფიციალურად ზაქარია ბ-სგან შეიძინა ორი ცალი ,,გლოკ 19″-ის პისტოლეტი და იმავე დღესვე გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გაასაღა.

4. ეპიზოდი

2013 წლის 17 დეკემბერს თეიმურაზ გ-მ არაოფიციალურად ლაშა ა-სგან შეიძინა ,,გლოკ 17″ და ,,გლოკ 19″-ის პისტოლეტები და, იმავე დღესვე, არაოფიციალურად გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გაასაღა.

5. ეპიზოდი

2013 წლის 1 აგვისტოს თეიმურაზ გ-მ ბეჟან მ-სგან შეიძინა ერთი ცალი ,,გლოკ 19″-ის პისტოლეტი და, იმავე დღეს, გამოძიებით დაუდგენელ პირზე გაასაღა.

6. ეპიზოდი

2013 წლის 13 ივნისს თეიმურაზ გ-მ გამოძიებით დაუდგენელი პირისგან შეძენილი ,,გლოკ 17″ და ,,სტეჩკინ აპს” გაასაღა, ასევე,  გამოძიებით დაუდგენელ პირებზე.

როგორც ვნახეთ, აღნიშნულ 6 ეპიზოდზე ,,გამოძიებით დაუდგენელ პირებზე” გასაღებულია 11 ცალი პისტოლეტი.

რაც შეეხება დანარჩენ იმ 4 პისტოლეტს, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს,  პროკურატურის მტკიცებით, ამოღებულია ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან. ამ შემთხვევაში, ცნობილი ისაა, რომ 4 პისტოლეტი შეძენილია თბილისში ზურაბ გ-ს და ნიკო კ-ს მიერ, რომლებმაც შემდეგ თეიმურაზ გ-ს არაოფიციალურად 500-500 დოლარად  მიჰყიდეს. აღნიშნულ საქმეზე  ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნინო შავშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია. ,,რა უტყუარი მტკიცებულებებიც არსებობს საქმეში, კერძოდ, საუბარია, ნივთმტკიცებად ამოღებულ და ფიზიკურად არსებულ იარაღზე, ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ განაჩენი სამართლიანია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ბრალი აღიარეს და იყო გარკვეული შემამსუბუქებელი გარემოებებიც. რაც შეეხება გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გადაცემულ იარაღებს, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და გამოძიების საქმეა თავისთავად” – გვითხრა ნინო შავშიშვილმა.

Advertisements

კრიმინალის დონე საქართველოში


სამწუხაროა,მაგრამ დღეს კრიმინალის დონე საქართველოში მართლაც საგანგაშოა და მოითხოვს სწრაფ რეაგირებას.აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლება და ამბობს,რომ ეს უბრალოდ გაზვიადებაა.პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას თქმით კი კრიმინალი კი არ გაიზარდა,არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა ჩვენს ქვეყანაში.

რეალობა კი სხვაა და მათი მონათხრობიდან მკვეთრად განსხვავებული.

საგანგაშოა ის ფაქტიც,რომ ყოველი მეორე დამნაშავე ამნისტირებული პირია.ხელისუფლება პრობლემას ვერც ამაში ხედავს.და განმარტავს,რომ ნასამართლევ და

 

 

ტრაგედია თუ მკვლელობა,-რა მოხდა კასპში?


ytf8

6 ოქტომბერს,  კასპში აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები 73 წლის მედიკო ზაქარაშვილი ოჯახის ახლობლებმა საცხოვრებელი ბინის ეზოში  გარდაცვლილი ნახეს.

მეზობლების თქმით, 75 წლის კონსტანტინე ნონიაშვილმა მეუღლეს ბლაგვი საგნით მიაყენა თავის არეში დაზიანებები, რის შედეგადაც მედიკო ზაქარაშვილი გარდაიცვალა.

პოლიციის განცხადებით კი,მოხუცი კიბიდან დაგორდა რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო კითხვებს არ პასუხობს.

თბილისში კრიმინალური პოლიციის უფროსი დააყაჩაღეს


h

კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ორთაჭალაში მოხდა. თავდამსხმელებმა კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელს ვანო პაპიაშვილს ფული და პირადი ნივთები წაართვეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ზესტაფონში მცხოვრები: პოლიციელი მწერდა, თუ პაემანზე არ შემხვდები, ქმარს დაგიჭერო


images (9)

ზესტაფონში მცხოვრები ფიქრია საყვარელიძე სამართალდაცმველებს პროკურატურაში უჩივის. მისი თქმით, მეუღლე თამაზ გორგაძე სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს და სცემეს.

„სოციალურ ქსელში და ტელეფონზე მწერდა ზესტაფონის რაიონული პოლიციის თანამშრომელი მამუკა კამლაძე, პაემანზე შემხვდიო. მე მტკიცე უარი განვუცხადე. ამის შემდეგ კი მითხრა, მაშინ შენს ოჯახს პრობლემები შეექმნება. ცოტა ხანი გავიდა და ქმარი 10-მდე სამართალდამცველმა დააკავა, თვითონ კამლაძე კი დაკავების დროს ჩემს ქმარს სახეში ბოთლს ურტყამდა. მე და ჩემმა მეუღლემ უკვე მივმართეთ პროკურატურას”, – აცხადებს საყვარელიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თამაზ გორგაძის ცემა არ დასტურდება, ხოლო პოლიციელის მხრიდან ფიქრია საყვარელიძის მისამართით გაკეთებულ შეტყობინებებზე გენინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

რატომ არ რეაგირებს პოლიცია ოჯახური ძალადობის ფაქტებზე?


2222222

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევები ძირიდადად რეგიონებში  ფიქსირდება.გამონაკლისი ამ მხრივ არც ბორჯომის რეგიონია.ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში ცხოვრობს ოჯახი,სადაც ძალადობა მათ ყოველდღიურობას წარმოადგენს.ძალადობა მათ შემთხევაში არის სიტყვიერი,ფიზიკური და უფრო ხშირად სექსუალური ხასიათის,რომელიც 3 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ხორციელდება.

რამდენიმე დღის წინ,როდესაც მეზობლებმა კვლავ გაიგეს ოჯახში არსებული არეულობა,სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიძახეს საპატრულო პოლიცია,რომელიც თითქმის ნახევარი საათის დაგვიანებით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.და მოსვლიდან რამდენიმე წუთში უკან წავიდა,იმ მიზეზით,რომ ეს მათ არ ეხებოდათ.

არადა,ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი,რაც მათ არ გაუკეთებიათ.

გაუგებარია,რატომ ხუჭავს თვალს  შინაგან საქმეთა სამინისტრო  და რატომ არ ახდენს შესაბამის ადეკვატურ რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე.

“გასაოცარი დემოკრატია”-ანუ როგორ მუშაობს შსს?


გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ,იქ მყოფ პარლამენტის წევრებსა და “თავისუფალი ზონის” წვრებს გაუსწორდნენ ფიზიკურად.სასტიკად  სცემეს ლევან ბეჟაშვილს, დააპატიმრეს კოტე გაბაშვილი, თავისუფალი ზონის წევრები დათო გოგოხია, ალექსანდრე ბედოიძე, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა რუხაია. ლაშა რუხაია სასტიკად სცემეს “სამართალდამცველებმა”, მან გონება დაკარგა და შოკურ მდგომარეობაში ღუდუშაურის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამ მომენტში, რეანიმაციის კარებთან სუსის მობილიზაცია იყო.
პაციენტის მიყვანისთანავე ჯერ მიმღებში ფული მოითხოვეს, ლაშას ხელს არ ჰკიდებდნენ ექიმები მანამ სანამ 120 ლარი არ გადაიხადეს. (ამის ჩანაწერებიც არსებობს, თუ როგორ ევაჭრებათ მიმღებში მორიგე).ლაშა რუხაის აქვს განახლებული თავის ტრამვა და ესაჭიროება წოლითი რეჟიმი.საღამოსვე ეტლით გამოყვანილი რუხაია, სუს-ის თანამშრომლება “თავისუფალი ზონის”წევრების თავდაუზოგავი დაცვის მიუხედავად წაიყვანეს ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში.მისი გართულებული ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო წინასწარი დაკავების იზოლატორმა არ მიიღო,რის შემდეგაც მოათავსეს პოლიციის მანქანაში და მასთან არ უშვებენ ადვიკატს.

აი ეს არის დღევანდელი დემოკრატია!! დემოკრატია,რომელზეც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ოცნებობდნენ.

მე,ერთერთი რიგითი ჟურნალისტი თანადგომას ვუცხადებ ლაშა რუხაიასა და ყველა ამ მთავრობისგან შევიწროვებულ პირს.

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა-ანუ რას გვატყუებს შსს?


10460113_516693095099361_5545884807046889405_n

მას შემდეგ,რაც საქართველოში მთავრობა მშვიდობიანი გზით შეიცვალა 2012 წლის 1ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად,ასევე მკვეთრად შეიცვალა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობაც.რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან.

ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე,ხაზგასმით აღნიშნავს,რომ დაუღალავად ებრძვის მისი უწყება კრიმინალს ,რომ გაატარეს არაერთი რეფორმა დანაშაულის წინააღმდეგ და რაც მთავარია  დანაშაულის რიცხვმა  მკვეთრად იკლო.რაც შეეხება მის წინა მორბედს,ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ისიც  დიდი სიამაყით აცხადებს,რომ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში,რომ დღევანდელი პოლიცია დეპოლიტიზირებულია და სრულიად თავისუფალია პოლიტ-დაკვეთებისგან. ბატონი ღარიბაშვილი ასევე იწონებს თავს იმით,რომ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე გაიხსნა მისი მინისტრობის პერიოდში და  მოსახეობას დაუბრუნდა რწმენა.ეს გახლავთ მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრება,რაც შეეხება რეალობას ის კიდევ სხვაა და მათი მონათხრობისგან მკვეთრად განსხვავებული.მე ვესაუბრე მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსებს და მათ ერთხმად დაადასტურეს,რომ მათ რეგიონებში მდგომარება კრიმინალის თვალსაზრისით მართლაც საგანგაშოა,რაც ითხოვს სწრაფ რეაგირებას.სულ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა „რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა“, რაც ჩემი აზრით კიდევ ერთი სიცრუეა.ახლა კი გთავაზობთ აღნიშნულ მონაცემებს და დასკვნები კი თავად გამოიტანეთ.

1

2

3

4

5

შსს_მ ე.წ “ბიო”-ს შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა


8483shss_logo_SL

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლუკა ს. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 135 ცალი ფირფიტა ე.წ. „ბიო“, „ელ-ეს-დე“-ს ანალოგი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ფენეთილამინის ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).