პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებისთვის გაგზავნილ წერილებს ასაჯაროებს


images

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთოთ საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში არიან მიცემულნი თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები, რომელთაც ბრალად ედებად 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბოლო დროს  თავდაცვის სამინისტროს ყოფილი  მაღალი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის და ბრალდებულების ადვოკატების მიერ, მედია  საშუალებებით მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია პროკურატურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პროკურატურის დისკრედიტაცია.  ხსენებული პირები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოსდა მათ შესაძლებლობა არ აქვთ გაეცნონ ხსენებული საქმის მასალებს და ამ მიზნით ყველა საშუალებით ცდილობენ დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ყოველივე აღნიშნული ცალსახად მიუთითებს ხსენებული საქმით დაინტერესებული პირთა ჯგუფის ზრახვას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და შესაბამისად საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა ცალსახა პოზიცია და სრული სიცხადისათვის გვსურს კიდევ ერთხელ მივაწოდოთ საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ პროკურატურა მათ საქმის მასალების გაცნობის საშუალებას არ აძლევს არის სიცრუე. უწყების მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა, სადაც საზოგადოებისთვის განმარტებული იქნა მიზეზი თუ რატომ არ ხდება დაცვის მხარისთვის მასალების გადაცემა და ასევე ახსნილი იქნა, თუ რა სახით არის შესაძლებელი საქმის მასალების შესწავლა. აღნიშნულს ადასტურებს უწყების მხრიდან დაცვის მხარისთვის გაგზავნილი არაერთი ოფიციალური წერილი და მეტი თვალსაჩინოებისთვის პროკურატურა აღნიშნულ დოკუმენტებს ასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს მხოლოდ იმიტომ ადევს საიდუმლო გრიფი, რომ საქმეში არსებულ მასალებს თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს მიერ მიენიჭა საიდუმლო გრიფი და ეხება ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, 2014 წლის 29 ოქტომბერს ხუთივე ბრალდებულს და მათ ადვოკატებს  დროებითი მოთავსების იზოლატორში წარედგინათ საქმის მასალები. ვინაიდან არცერთ ადვოკატს არ ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების უფლება და შესაბამისად არ ჰქონდათ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის  შენახვის სათანადო პირობები (იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული, სათანადოდ დაცული იზოლირებული სადგომი, დოკუმენტების შესანახადსეიფი ან/და რკინის კარადა), ადვოკატებს განემარტათ, რომ ვერ მოხდებოდა მათთვის საიდუმლო მასალების გადაცემა. გამომძიებლის მიერ თითოეული ადვოკატი გაფრთხილებული იქნა სახელმწიფო საიდუმლოების  გაუმჟღავნებლობაზე და მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქმის მასალებს, რაზეც ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს უარი იმ მოტივით, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო სათანადო პირობები დოკუმენტაციის გასაცნობად და მოითხოვეს დოკუმენტების მათთვის ხელზე გადაცემა.

იმავე დღეს და ასევე 30 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების განხილვამდე, გამომძიებლის მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ბრალდებულების ადვოკატებთან და კვლავ მიეცათ შესაძლებლობა მოსულიყვნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში და მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში, მშვიდ ვითარებაში სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, რაზეც მათ ასევე დაუსაბუთებლად განაცხადეს უარი და კვლავ ითხოვდნენ საქმის მასალების გადაცემას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფოსაიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა წარმოადგენს დანაშაულს, რისკენაც გვიბიძგებდნენ ადვოკატები, რამეთუ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, მათ შენახვის სათანადო პირობები არ ჰქონდათ, რაც ავტომატურად ჩაითვლებოდა პროკურატურის მხრიდან კანონის დარღვევად.

აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ 2014 წლის 31 ოქტომბერს ბრალდებულების ადვოკატებს, ლევან სამუშიას, გიორგი სამუშიას, თეიმურაზ ნემსაძეს, მალხაზ ჯანგირაშვილს, დავით კორკოტაშვილს, თამარ გიგინეიშვილს და ლევან ვეფხვაძეს, ასევე იოსებ ბარათაშვილს 2014 წლის 5 ნოემბერს მას შემდეგ რაც წარმოადგინა ორდერი,  გაეგზავნათ წერილი და მათ მიეცათ შეთავაზება მიემართათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვევრის დეპარტამენტისთვის,  რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შემჭიდროებულ ვადაში უზრუნველყოფდა ადვოკატებისათვის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების უფლებას. ხსენებული პროცედურების გავლისთანავე  ბრალდების მხარე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდა საქმის მასალების სრულად გადაცემას დაცვის მხარისათვის. აღნიშნული შეთავაზებაც ადვოკატებმა დატოვეს რეაგირების გარეშე. დამატებით 2014 წლის 5 ნოემბერს  ბრალდებულებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს გაეგზავნათ წერილი და განემარტათ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს ბრალდებულების ყოფნის ადგილას (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში) მიეცემოდათ საშუალება, მათი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად სპეციალურ გამოყოფილ ოთახებში, სრულყოფილად გაცნობოდნენ საქმის მასალებს და ასევე ექნებოდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ მათთვის სასურველი ჩანაწერები, მაგრამ  მიუხედავად ბრალდების მხარის არაერთი შეთავაზებისა, არც ერთ ადვოკატს არ გამოუთქვამს თანხმობა. 2014 წლის 11 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში ბრალდების მხარე შეხვდა ხუთივე ბრალდებულს მათ ადვოკატებთან ერთად და წარედგინათ საქმის მასალები, რათა გაცნობოდნენ მას და გაეკეთებინათ მათთვის სასურველი ჩანაწერები, აღნიშნული მოქმედების დროს ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა რომელმაც დაიწყო დოკუმენტების გაცნობა, ადვოკატ გიორგი სამუშიას მითითებით, შეწყვიტა საქმის მასალების გაცნობა, რაზეც გამომძიებლის მიერ შედგა შესაბამისი ოქმი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ ადვოკატების თვითმიზანი არ ყოფილა საქმის მასალების გაცნობა, რამეთუ მათ არაერთხელ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ჯიუტად არ სარგებლობენ მიცემული შესაძლებლობით. მსგავსი ქმედებებით ისინი ცდილობენ თავი წარმოაჩინონ უფლებადარღვეულებად, რაც როგორც ჩანს არის მათი არჩეული ტაქტიკა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტაქტიკა, რომელიც მიმართულია პროკურატურის დისკრედიტაციისკენ, პირველ რიგში აზიანებს ბრალდებულის ინტერესებს, ვინაიდან ადვოკატები არ ზრუნავენ ბრალდებულების რეალურ დაცვაზე, რის გამოც ისინი მოკლებულები არიან საკუთარი დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობას.

ამდენად, საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებებისგან, რათა ხელი არ შეეშალოს პროკურატურის ნორმალურ საქმიანობას და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. აქვე გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საიდუმლო გრიფის მოხსნის საკითხის გადასაწყვეტად საქმის მასალები მიაწოდა თავდაცვის სამინისტროს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელთაგან შესაბამისი დასკვნის მიღების შემთხვევაში საქმის მასალებს მოეხსნებათ საიდუმლო გრიფი.

აქვე გვსურს საზოგადოებას ვუჩვენოთ, თუ რა პირობებში სთავაზობს საქართველოს პროკურატურა ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობას. კერძოდ, მათ სარგებლობაში გადაეცემათ ოთახები, საქმის მასალებით, სადაც მათ ექნებათ სრული თავისუფლება გაეცნონ ამ მასალებს და გააკეთონ ამონაწერები 24-საათიან შეუზღუდავ რეჟიმში. ერთადერთი მათი შეზღუდვა იქნება ის, რომ მათ არ მიეცემათ საშუალება ეს მასალები გაიტანონ სამუშაო ოთახიდან და მოახდინონ ასლების გადაღება, ვინაიდან აღნიშნული იკრძალება კანონით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s