ვინ არის კაცი,რომელიც დათა ახალაიას უმძიმეს ბრალს უყენებს?


download

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გაზეთ ,,ალიასთან’’ ინტერვიუში დეტალურად ყვება,თუ როგორ აწამებდა დათა ახალაია ადამიანებს.გთავაზზობთ ამონარიდს,აღნიშნული ინტერვიუდან:

,,როგორ ხდებოდა ადამიანების წამება კაიფში მყოფი დათა ახალაიასგან, ეს ბევრმა არ იცის. ისეთი მეთოდების შესახებ გეტყვით, რომელიც მხოლოდ სულიერად ავადმყოფმა შეიძლება ჩაიდინოს. მაგალითად, დათა ახლაიამ რკინის ხელჯოხით საკუთარ კაბინეტში გიორგი ჩეჩელაშვილს სცემა.(ჩეჩელაშვილი 2010 წლის 2 ივნისს, ნარკოტრაფიკში მონაწილეობისთვის სპეცოპერაციის დროს დააკავეს) ახალაია მას რკინის ჯოხით წვივებზე, კოჭებში და მუხლებში სცემდა, თან რას აკეთებდა იცით? აი, ფილმებში რომ სადისტები აკეთებენ, თან ურტყამდა და თან ხმამაღლა იცინოდა, შეშლილივით. ფეხებიდან სისხლი, რომ სდიოდა ჩეჩელაშვილს, ამაზე ახალაია სიცილს ვერ იკავებდა. გორგოლაჭებიანი სკამი რომ არის საკანცელარიო ხომ იცით? ამ სკამზე იჯდა, მაგიდას წიხლს მიარტყამდა, გაგორდებოდა დაარტყამდა წაქცეულს და უკანვე გასრიალდებოდა. თან იცინოდა, ჩვეულებრივი მანიაკები რომ არიან ისე.

ასევე აწამა მევლუდ სვანიძეც, რომელიც ხეზე ფეხებით დაკიდეს და უმოწყალოდ სცემეს. მერე ეუბნებოდნენ, გაიქეციო, ესეც გაიქცეოდა, ახალაია ჰაერში გაისროდა, ვითომ მოკლა ეს ადამიანი. სვანიძე ყველა გასროლაზე ძირს ეცემოდა, როდესაც მიხვდებოდა, რომ ტყვია არ მოხვდა და ცოცხალი იყო, ისევ წამოდგებოდა, შემდეგ კიდევ ,,ესროდნენ’’ და ა.შ. ხომ ხვდებით, რა დონის ფსიქოლოგიურ ტერორსა და წამებას ჰქონდა ადგილი. ამ დროს დათა ახალაია მუდმივად კაიფში იყო და რას აკეთებდა ვეღარ აზროვნებდა. წამლის ზემოქმედება იმდენად დიდი იყო, რომ ჩვეულებრივი მანიაკისა და სადისტის მეთოდებით უსწორდებოდა ადმიანებს.
ხალხს, რომ აწამებდნენ და კაბინეტებში სისხლის გუბეები დგებოდა. ხოლო თოფურიძე, საორგანიზაციო საქმეებს აგვარებდა, ანუ გააყვანინებდა ნაწამებ ადამიანებს სხვა ოთახში, დამლაგებელს გამოიძახებდა და ა.შ. ასეთი საქმეების კურირება დათა ახალაიასგან სოსო თოფურიძეს ჰქონდა დავალებული’’.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s