ჯარიმები საქართველოში


რამდენიმე დღის წინ პენსიონერი ქალბატონი ლუდის სმისთვის დააჯარიმა პოლიციამ,რასაც დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება მოყვა მეზობლების მხრიდან.საქმე იმაშია,რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობას ალკოჰოლური სასმელების სმისათვის შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში:

1. სტადიონზე,

2.  სკვერში,

3. პარკში,

4.ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში,

5. სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.  სხვა საზოგადოებრივ ადგილში იგულისხმება – საჯარო სივრცეში (მაგ. ქუჩა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი, ხიდი, გვირაბი, სადარბაზოები და სხვ.), ორი ან ორზე მეტი პირის შეკრების ადგილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნინო გიორგობიანმა,აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გააკეთა კომენტარი და საზოგადოება დაამშვიდა,რომ ეს კანონი არ ეხება პაემანსა და კოცნას.

nino

გვიან ღამით ხმაურზე ჯარიმების დაწესების შესახებ პროექტი კი უკვე მზადდება და მას თბილისის საკრებულო მომავალ კვირაში განიხილავს,ამასთან დაკავშირებით საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.მისი თქმით : “ურბანულ და იურიდიულ საკითხთა კომისია მუშაობს ახლა ამ პროექტის მომზადებაზე და იმ კვირის დასაწყისში სავარაუდოდ უკვე მზად იქნება. ამის შემდეგ წარავდგენთ ამას უკვე განსახილველად და ყველა დაინტერესებულ მხარეს დავპატიჟებთ, როგორც ხმაურით შეწუხებულ ხალხს, ასევე ხმაურის ორგანიზატორებსაც, რესტორნებისა და ბარების მეპატრონეებს. იქნება საჯარო განხილვა. ჯარიმა ამაზე უნდა იყოს ძალიან სოლიდური, არანაკლებ 1000 ლარისა,23:00 საათის შემდეგ ადამიანებს აქვთ უფლება, მშვიდად დაიძინონ და არ იყვნენ დასტერესილ, დანერვოზებულები სხვადასხვა ტიპის ხმაურით. რესტორნებისა და ბარების მფლობელებმა ან ხმის იზოლაციაზე იზრუნონ შენობის შიგნით, ან ცოცხალი მუსიკა და კონცერტები 11 საათამდე გამართონ, 11-ის მერე კეთილი ინებონ და სცენ ადამიანებს პატივი, არც მოტოციკლეტები აბღუილონ, არც ფეიერვერკები აბუთქუნონ და არც მუსიკით შეაწუხონ ხალხი “,- განაცხადა ელისაშვილმა.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s