საჯარო ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვის წესი


იმისავის, რომ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია უნდა მივმართოთ შესაბამის საჯარო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით, განცხადებაში უნდა მიეთითოს:

1. დაწესებულების დასახელება ან თანამდებობის პირის ვინაობა, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
2. მოთხოვნა;
3. თანდართული დოკუმენტების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი;
5. განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.

პირმა შეიძლება ზეპირი ფორმით მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია. მას უარი არ უნდა ეთქვას ინფორმაციის გაცემაზე, ასეთ შემთხვევაში ზეპირი მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს წერილობით.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახელებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უფასოდ. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა უნდა ემთხვეოდეს ასლის გადაღების თვითღირებულებას.

  • განმცხადებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს ასლის გადაღების საფასური საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას;
  • კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას ან ინფორმაციის ელექტრონულად გადაგზავნისას;
  • საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულება უარს ამბობს ინფორმაციის მოწოდებაზე ან არასრულად აწვდის ინფორმაციას, განმცხადებელს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება უარის მიღებიდან, ერთი თვის ვადაში, გადაწყვეტილება ჯერ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ადმინისტრაციულ ორგანოში, საჩივრის არდაკმაყოფილების შემთხვევაში იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ პროცედურების გავლის გარეშე სასამართლო სარჩელს არ მიიღებს. გამონაკლის წარმოადგენს შემთვევა, როდესაც არ არსებობს აქტის გამომცემი პირის ზემდგომი.

სასამართლოში სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით წყდება და მიეკუთვნება არაქონებრივ დავებს, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენს 100 ლარს, სააპელაციოში – 150 ლარს, ხოლო საკასაციოში – 300 ლარს. მოსარჩელის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის შემთხვევაში სახელწიფო ბაჟი სრულად უბრუნდება მოსარჩელეს. საპროცესო ხარჯების ანაზღაურება ხდება თვით მხარეების მიერ, ხოლო იმ შემთხვევაშ თუ მხარე რამოდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება ხარჯები მათ შორის თანაბრად ნაწილდება.

საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის, აგრეთვე შესაბამისი მასალების მიღების წესი განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით.

იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი მოდელი ინფრომაციის გამოთხოვის.ეს გახლავთ ელექტრონული ფორმა,ეს სერვისი მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში ელქტრონულად გააგზავნოს ნებისმიერი სახის წერილი, მოთხოვნა და/ან საჩივარი და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხი.  აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მოქალაქის პორტალიდან MY.GOV.GE.

ელექტრონულად წარმოებულ კორესპონდენციაზე საჯარო ორგანიზაციიდან პასუხის მიღების შესახებ მოქალაქეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით.  საჯარო ორგანიზაციის პასუხის სრულად ნახვა კი მოქალაქეს შეეძლება  მოქალაქის პორტალზე – „შესრულებული დავალებების“ სექციაში.  მომხმარებელს აქვე ექნება საშუალება დაათვალიეროს მის მიერ სხვადასხვა დროს ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში გაგზავნილი წერილები და მიღებული პასუხები.

მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მოქალაქის პორტალზე.

პორტალზე მოქმედებს რეგისტრაციის 2 მეთოდი:

  1. რეგისტრაცია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში;
  2. ონლაინ რეჟიმში ახალი პირადობის მოწმობის გამოყენებით.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s