20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მოქალაქეები პირადობის მოწმობებს 15 ლარად მიიღებენ


20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მოქალაქეები პირადობის მოწმობებს 15 ლარად მიიღებენ. პირადობის ახალი მოწმობის  მიღების მსურველები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგანაც. აქციით სარგებლობის საშუალება  ნებისმიერ მსურველს, სრულწლოვან თუ არასრულწლოვან მოქალაქეს აქვს.

ახალი პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა, მოქალაქემ უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი. თუ მოქალაქე არ იცვლის მისამართს და სურს ახალი პირადობის მოწმობის მიღება, ამ შემთხვევაში მას შეუძლია, სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ან საზოგადოებრივ ცენტრებს მიმართოს. ამავე აქციით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი.

აქციის დასრულების შემდგომ, ახალი პირადობის მოწმობის ღირებულება ისევ 34 ლარი იქნება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s