რატომ სჯერა პოლიციელის დაგინების გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი მდინარაძეს?


ფერსცვალების დღასასწაულისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებას ბახმაროში ,პოლიციის თანამშრომლებმა სასულიერო პირები არ დაასწრეს.აღნიშნულ ინფრომაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.მათ ჩაწერეს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ბატონი გიორგი მდინარაძე,რომელიც კატეგორიულად უარყოფს მომხდრს.

სტატიას გთავაზობთ უცვლელად:

წირვის შემდეგ მივედით და უკან გამოგვაბრუნეს, დაგვიანებულები ხართ და ვერ შეგიშვებთო, _ გვითხრა რამდენიმე სასულიერო პირმა.
ღონისძიებას ვერც შემოქმედის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე იოსები დაესწრო, რომელიც მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს  უფროსი გიორგი მდინარაძე:
_ არ ვიცი… მასეთი რამ არ გამიგია. გამორიცხულია, მასეთი რამ არ მოხდებოდა, _ გვითხრა მდინარაძემ.
_ ბატონო გიორგი, დაზუსტებულ ინფორმაციას გეუბნებით… შეგიძლიათ მეუფესთანაც გადაამოწმოთ.
_ შანსი არაა.
_ გინდა გვითხრათ, რომ მღვდლებმა მოგვატყუეს?
_ დამიზუსტეთ, ვინ გითხრათ, რომ ასე მოხდა?!
_ რესპონდენტების ვინაობას მათივე თხოვნით ვერ გავამხელთ … თქვენ კი შეგიძლიათ მეუფეს ჰკითხოთ…
_  ინტრიგანია ის მამაო, ვინც ეს გითხრათ.
_ ვერ დაგეთანხმებით… ამ ფაქტს მოძღვრების გარდა ბევრი თვითმხილველი ჰყავს…
_ გამორიცხულია..
_ ის შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ იყო დღესასწაულზე არცერთი სასულიერო პირი? ისინი ყოველ წელს ესწრებოდნენ ღონისძიებას… წლევანდელი  წელი იყო გამონაკლისი…
_ მე რა ვიცი, რატომ არ იყვნენ. იტყუებით!
_ შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ… ვცდილობ, თქვენთან გადავამოწმო ფაქტი, რომელსაც ძალიან ბევრი თვითმხილველი ჰყავს და რომლის ჩანაწერებიც გვაქვს… თქვენ მთავარი პოლიციელი ბრძანდებით და თუ არ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუნდაც მიტროპოლიტთან…
_ მე არ ვაპირებ, ეს ინფორმაცია რომელიმე მათგანთან გადავამოწმო. თუ უნდათ, თავად დამირეკონ, იციან ჩემი ტელეფონის ნომერი. გამორიცხულია ეგ მომხდარიყო. 2011 წელი კი არ არის, ვინმე არ შეეშვათ ბახმაროში.
_ 2011 წელს კი არა, 2012 წელს მოხდა ეგ ფაქტი… სხვათა შორის, ის პოლიციელები იცავდნენ წესრიგს ბახმაროში, რომლებმაც  მაშინ, სააკაშვილის ბრძანებით “ქართული ოცნების”  წევრები არ შეუშვეს კურორტზე…
_ კარგით, კარგით,  _ გვითხრა მდინარაძემ და უფრო მეტი დაზუსტებისთვის ინფორმაციის გადამოწმებას თანამშრომლებთან დაიწყო.
_ “კასკას” დამიძახეთ! _ ბრძანება გასცა მდინარაძემ და განგვიმარტა, რომ ჩოხატაურის პოლიციის უფროსს ეძახდა.
რამდენიმეწუთიან საქმის გარკვევას, ტრადიციულად, დედის გინება მოჰყვა.
_ ჩემი დედა მო….ან თუ მასეთი რამე მომხდარიყო, ბო…ის შვილი ვიყო _ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში პოლიციელების გინება  კარგად ისმის.
_ ბატონო გიორგი, მინიმუმ, უხერხულია, რასაც ეხლა ვისმენთ… უმჯობესი იქნება, თქვენმა თანამშრომლებმა სიტუაცია გარკვევა დედის გინების გარეშე შეძლონ და შემდეგ დაგირეკავთ…
_ აბა, სხვანაირად როგორ უნდა მითხრან, რომ ასე არ ყოფილა…
_  ბატონო გიორგი, რას ამბობთ?!! თანამშრომელი თუ დაიგინებს, ე.ი. სიმართლეს გეუბნებათ?  სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ვესაუბრებით!  _ აქ ჩვენი საუბარი შეწყდა.
მოგვიანებით მდინარაძემ დაგვირეკა და განმარტება სცადა:
_ იმიტომ იგინებოდნენ, რომ მასეთი რამ არ მომხდარა, _ გვითხრა მდინარაძემ.
19 აგვისტოს საღამოს შემდგარი ამ საუბრის შემდეგ, 20 აგვისტოს, მდინარაძე თავად დაგვიკავშირდა:
_ გუშინ რომ ერთი ამბავი ამიტეხეთ, ვინ გითხრათ, რომ ბახმაროში არ შეუშვეს მღვდლები? _ ისევ წყაროს ვინაობით დაინტერესდა მდინარაძე.
_ ჩვენ არ გვითქვამს,  რომ ბახმაროში არ შეუშვეს; გარკვევით გკითხეთ, რატომ არ დაასწრეს დოღს…
_ დოღი დაწყებული იყო, აღარ შეუშვეს. ჩახერგილი იყო იქაურობა. დოღი როცა დაწყებული იყო, წყალზე არ გაატარებდნენ.
_ გუშინ დედის გინებით გვიმტკიცებდით, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა…
_ თქვენ მითხარით, რომ ბახმაროში არ შემოუშვეს…
_ არა, კონკრეტული ფაქტი გითხარით. როგორც ჩანს, ძალიან ნასვამი იყავით და არ გახსოვთ საუბარი…
_ ჯერ ერთი, დედის გინება ჩემი პირიდან თქვენ არ გაგიგიათ და ტელეფონის მიღმა თუკი ვინმე რამეს დაამტკიცებს, ეს არც შენი საქმეა და არც ჩემი. ტელეფონს მიღმა თუ ვინმე შეიგინება რა?!…
_ გინება თქვენი თანამშრომლებისგან გავიგონეთ იმის დასტურად, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
_ მე რა ვქნა ახლა, ვიღაცა რაღაცას შეიგინებს, ასეთი რამ არ ყოფილაო, ეგ არ არის ჩემი საქმე და არც თქვენი. რაც შეეხება დოღს; რას ჰქვია დოღზე არდასწრება, შიგნით რომ ლოჟაა, იქ უნდა შემოსულიყვნენ მღვდლები თუ სხვა მხრიდან არ იყურება დოღისთვის?
_ დოღი ყოველთვის მეუფის კურთხევით იწყებოდა. 19 აგვისტოს საეკლესიო დღესასწაულს _ ფერისცვალებას აღნიშნავენ. წირვის შემდეგ, ღონისძიებას ყოველ წელს ესწრებოდნენ სასულიერო პირები…
_ მე, პოლიციელი, არ ვარ ვალდებული, რომ მაგას მივაქციო ყურადღება. ეგ არის ადგილობრივი გამგეობის გადასაწყვეტი.
_ პოლიციელი რომ სასულიერო პირებს არ უშვებს, ეს გამგეობამ უნდა გადაწყვიტოს?
_ მე გადავამოწმე; მამაოებს ვესაუბრე. შემოქმედის მამაო და რამდენიმე სოფლის მამაო მაშინ მიბრძანებულან, როცა დოღი უკვე დაწყებული იყო და ცხენები ჯირითობდნენ. მაგ დროს მამაოები კი არა, მე თვითონ ვერ გადავიდოდი, რადგან ჩაკეტილი იყო, _ დააზუსტა მდინარაძემ.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s