პრეზიდენტმა იცის რომ პრეზიდენტიაა?


ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უახლოეს წარსულში გადავწყვიტე ჩამეწერა ქვეყნის პრემიერ მინისტრი და მომესმინა მისი შეფასება და სამომავლო გეგმები!!! ჩემ თავს შევპირდი,რომ ამაზე არაფერს დავწერდი,მაგრამ დღეს მომხდარმა ფაქტმა იმდენად გამაღიზიანა,რომ ჩემი თავისთვის მიცემული პირობა დამავიწყა!!!

საქმე იმაშია,რომ რომ როცა დავუკავშირდი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ავუხსენი რა თემაზე მსურდა მასთან საუბარი,ჩვენს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

მე:ბატონო ირაკლი ქვეყანაში მინდინარე პროცესებთან დაკავშირებით მინდა თქვენი ჩაწერა;

ირაკლი: და რა ხდება ქვეყანაში?

მე:შეჩერებულ მშენებლობებზე,გაზრდილ კრიმინალზე,დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობასა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მაინტერესებს თქვენი აზრი;

ირაკლი:დასავლეთთან ურთიერთობაზე უკვე ვესაუბრე რუსთავი 2_სა თუ იმედს აღარ მახსოვს,მასალები აქედან შეგიძლია აიღოთ; კრიმინალთან დაკავშირებით  კი შეგიძლიათ ბატონ ჭიკაიძეს მიმართოთ;

მე:ბატონო ირაკლი თქვენ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ხართ,ასე რომ ალბათ გესმით ,თქვენდამი ინტერესი…

ირაკლი:გასაგებია,მაგრამ მე ეგ არ მეხება!

მე:უკაცრავად,მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები თქვენ არ გეხებათ?

ირაკლი:არა!

მე:აბა ვის შეიძლება ვკითხოთ,თქვენ არ გეხებათ,პრეზიდენტი კი აბსაიტშია!!! მაშინ მითხარით ვის მივმართო?

ირაკლი:ეგ თქვენი გადასაწყვეტია!!!

მე:კარგით,კარგათ ბრძანდებოდეთ…

ირაკლი:კარგათ…

დღეს კი ბატონმა პრემიერმა დიდი სიამაყით გამოაცხადა,რომ ყოველთვის მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას და არასდროს გაურბის მასმედიას!!!

ერთი სიტყვით სასაცილოა სატირალი,რომ არ იყოს!!!

ქვეყანას ყავს პრეზიდენტი,რომელიც ფაქტიურად არ ყავს!!!

ასევე გვყავს პრემიერ მინისტრი,რომლსაც სანამ ტექსტს არ დაუწეერ და კარგად არ დააზეპირებ მანამ არ შეუძლია კითხვაზე პასუხის გაცემა!! და უნამუსოდ ამბობს რომ არ ეხება ის რაც ქვეყანაში ხდება!! მიჩნდება აბსოლიტურად ლოგიკური კითხვა, მისი კონსტიტუციის წიგნს მგელი ახატია და ამიტომ ვერ შლის?

თუ ასეა,მე ვათხოვებ არაა პრობლემა,იქნებ რამე წაიკითხოს და თავის უფლება-მოვალეობეში მაინც გაერკვეს!!!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s