რაში სჭირდება საჯარო სამსახურის ბიუროს აპლიკანტის მაინდენტიფიცირებელი ინფორმაციის გასაჯაროება?


Civil Service Bureau

ახლახანს აღმოვაჩინე,რომ საჯარო სამსახურის ბიუროს პორტალზე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული! და მათ შორის მეც!!!

პრობლემა იმაშია,რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს აქვს იმედი,რომ ეს ადამიანები მართლაც დაასაქმებენ.ასე მეგონა მეც!

რამდენიმე დღის წინ კი აღმოვაჩინე,რომ როცა პორტალზე გამოქვეყნებულ ვაკანსიას ეხმაურები და აგზავნი რეზიუმეს,ეს პირდაპირ ნიშნავს იმას,რომ დამსაქმებელს პირდაპირ უგდებ ხელში შენს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.ვგულისხმობ პირად ნომერსა და პირადობის მოწმობის სერიას.მნიშვნელობა არ აქვს,ეს უკანასკნელი აგიყვანს თუ არა თავის გუნდში სამუშაოდ.მთავარია,მას უკვე ხელში აქვს შენი პირადი ინფორმაცია!

საჯარო სამსახურის ბიუროს პოზიცია კი ჩემი აზრით განმაცვიფრებელია! მათი მტკიცებით,ეს ინფორმაცია აუცილებელია,იმისთვის რომ დამსაქმებელს წარმოდგენა შეექმნას აპლიკანტზე.ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ მე და არამარტო მე რეზიუმეში ყოველთვის ვუთითებთ სამუშაო გამოცდილებას,კვალიფიკაციას,განთლებას და ასე შემდეგ! მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა,პირადი ნომ უფრო მნიშვნელოვანია რეზიუმეში თუ ჩვენი კვალიფიკაცია! გავიგეთ,რომ ხელი ადვილად მიუწვდებათ,ჩვენს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე,მაშინ  საჯარო სამსახურის ბიურომ რეზიუმეში ჩასვას მხოლოდ ერთი გრაფა,და მოითხონოს მხოლოდ პირადი ნომრის მითითება.უფრო გაუადვილდებათ მუშაობა,არაა ეს ფორმალური დემოკრატია საჭირო!!!!! კონტროლი გამიგია,მაგრამ ასეთი არა!!!!

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s