რა რაოდენობის შემოწირულობები მიიღეს პარტიებმა არჩევნების შემდეგ-მონიტორინგის შედეგები


პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ყველაზე მეტი ფულადი შემოწირულობა „ქართულ ოცნებას“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ აქვთ მიღებული. უწყების ცნობით, 2014 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ შემოწირულობის სახით 243 022.00 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 51 008.50 ლარი, „ნაციონალურ მოძრაობამ“ კი 24 020.00 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. რაც შეეხება სხვა პარტიების შემოწირულობას, 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, მათ შემოწირულობის სახით ჯამში 335 071.66 ლარი მიიღეს. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობამ“ – 8 731.16 ლარი; „საქართველოს გზამ“ – 6 900.00 ლარი; „ხალხის პარტიამ“ – 1 000.00 ლარი; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველომ“ – 300.00 ლარი, „მწვანეთა პარტიამ“კი – 90.00 ლარი მიიღეს.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე მსხვილი შემომწირველი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძეა. „ნაციონალური მოძრაობას“ 30 ივნისის ჩათვლით, კახა ბენდუქიძემ 5 555 ლარის ოდენობის თანხა 5-ჯერ (15 მაისს, 13 ივნისს, 14 ივნისს, 16 ივნისს და 20 ივნისს) გადაურიცხა. ბენდუქიძის მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირულმა თანხამ 27 775.00 ლარი შეადგინა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s