კახი კალაძე-ირმა ნადირაშვილს ბაქოდან წამოსვლისას ჩანთაში 350 ათასი შავი ფული ედო


ირმა ნადირაშვილს ბაქოდან წამოსვლისას ჩანთაში 350 ათასი შავი ფული ედო. ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა “პოლიტიკის დროში ” საუბრისას გააკეთა. კახი კალაძემ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის იმ ბრალდებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მისი და კრიმინალური ავტორიტეტების ურთიერთობას ეხება. კალაძის განცხადებით, ბრალდება იმის შესახებ, რომ ის პირადად კურირებდა ე.წ. კანონიერი ქურდის “რემენას” არ დაკავებას, სიმართლეს არ შეესაბამება. ” ეს არის აფსურდი და სიცრუე, “ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს თავის ტყუილს,ეს მათი სტილია, რომელიც დაფუძნებულია დემაგოგიაზე და სიცრუეზე. ეს არის შავი პიარის გაგრძელება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ 2012 წელს აგორდა,”-განაცხადა კახი კალაძემ. რაც სეეხება ბაქოში მომხდარ ინციდენტს, ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინფორმაცია იმის სესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბაქოდან “შავი ფულის”მილიონი დოლარის გადმოტანას ცდილბდნენ სრული სიმართლეა.

“არანაირი კავშირი არ ამქვს რემენასთან არ ვიცნობ ამ ადამიანს და ეს არის გაგრძელება 2012-ი წლის შავი პიარის. მეც შემიძლია დავასახელო სანომრე ნიშანი და განვაცხადო,რომ ნადირაშვილს და ბატონ ჯაფარიძეს მოჰქონდათ შავი ფული, რის გამოც ისინი დააკავეს ბაქოში.ისიც სემიზლია ვუთხრა ქალბატონ ნადირაშვილს რამდეი ედო ჩანთაში, მას 350 ათასი ედო ჩანთაში.ეს ყველაფერი მიჩუმათდა, რადგან ეს იყო საახელმწიფოების ურთიერთობების თემა, ჩვენც არ მივყევით ბოლომდე . თქვენ გახსოვთ, როდესაც ისინი ჩამოვიდნენ აეროპორტში ჯაფარიძემ გააკეთა განცხადება, რომ ბაქოსი თითქოს ისინი მარნეულში არსებულ ვითარებას განიხილავდნენ. ჩვენ როდესაც მოვხსენით კანდიდატურა ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავდა ეთნიკურ ნიშნით არეულობას მარნეულში. სწორედ ამიტომ მოვხსენით კანდიდატურა. რომ დავუბრუნდეთ ისევ იმ თემას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირ “რემენას” არ ვიცნობ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო თუ შეხედავთ ამ ქალბატონს მიხვდებით და ყველაფერი ნათელი იქნება,”-განაცხადა კალაძემ.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s