რას დაპირდა და მოატყუა მერობის კანდიდატმა ბატონმა დავით ნარმანიამ სარეაბილიტაციო სამსახურში მომუშავე მუშები?


2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო აჩევნების შემდეგ,ბატონი დავით ნარმანია,რომელიც ამჟამად ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატია, იმყოფებოდა ქალაქ თელავში სადაც  შეხვდა “ბატონის ციხეზე” მომუშავე პირებს,რომლებიც იმ მომენტისთის აღარ ასრულებდნენ  მათზე დაკისრებულ მოვალეობას  კუთვნილი ხელფასების დაგვიანების გამო.ბატონი ნარმანია ,მათ შეპირდა,რომ თუკი “ბატონის ციხის'” შემდეგ  “ნადიკვარის ბაღის “სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დაასრულებდნენ ორივე ერთდროულად  აუნაზღაურდებოდათ.მუშებმა 2 ოქტომბერს გააგრძელეს  მუშაობა და პირნათლად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა.თუმცა ბატონ ნარმანიას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი აღარც გახსენებია მუშები და მათი კუთვნილი ხელფასები.სწორედ ეს დრო შესაბამისად გამოიყენეს მშენებლობის ხელმძღვანელებმა და მიიმალნენ. მათ ადგილზე კი სრულიად უცხო პირები მივიდნენ, “ქართული ოცნებიდან”. ამ ადამიანებს მთავრობისგან განსხვავებით ეყოთ პატიოსნება და მაქსიმალურად შეეცადნენ  აღნიშნული პრობლემა არ გაეხმაურებინათ,და არ გამოეტანათ სააშკარაოზე,რათა ვინმეს არ გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისთვის.

სულ რამდენიმე დღის წინ კი, აღნიშნულ სამუშაოზე დასაქმებულმა ბატონმა ოლეგ კილაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა მიმართვა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ბატონ დავით ნარმანიას შეესრულებინა დაპირება და ამისთვის კიდეც მისცა გარკვეული დრო.რასაც  არ მოყოლია  შესაბამისი ადეკვატური რეაქცია მთავრობის მხრიდან. ახლა კი გთავაზობთ აღნიშნულ მიმართვას:

ბატონ დავით ნარმანიას ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს. 

მოგმართავთ ქალაქ თელავში ბატონის ციხეზე, ნადიკვარის ბაღის მშენებლობაზე მომუშავე 67 კაციანი ჯგუფი,რომლებმაც ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულეთ.სამუშაოს ანაზღაურება თითქმის ნახევარის არ მოხერხდა. თითქმის 1წელიწადია ვითხოვთ ხელფასის ანაზღაურებას რაზეც დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ.2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ მუშაობა გავაგძელეთ ნადიკვრის ბაღში,იმ პირობით რომ აგვინაზღაურდებოდა ბატონის ციხეზე ნამუშევარი ხელფასი, მაგრამ როდესაც მივხვდით ხელფასის მოცემას არავინ არ აპირებდა და შევწყვიტეთ მუშაობა დამოვითხოვეთ დაუყონებლივ აენაზღაურებინათ ხელფასი.მშენებლობის ხელმძღვანელობამ მოგვცეს ხელფასის მცირედი ნაწილი..რაც წინა თვის ბინების და მაღაზიების ვალებს არ ეყო.როდესაც თქვენ ჩამობრძანდით ქალაქ თელავში ჩვენ მაშინ მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებდით.რადგან თქვენ პირობა მოგვეცით რომ თუ ჩვენ ნადიკვარის ბაღს დავასრულებდით, ძველი და ახალი ხელფასი ერთად აგინაზღაურდებათო.ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ჩვენი სამუშაო ხოლო ანაზღაურება არსად ჩანს,პირიქით მაშინდელ მშენებლობის ხელმძღვანელებს საშუალება მიეცა ჩვენგან მიმალვისა და ხელმძღვანელობაში ახალი უცხო პირების მოყვანის ,,ქართული ოცნებიდან”..ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ თავი აგვერიდებინა ყოველგვარ საპროტესტო გამოსვლას.არ გვინდოდა ჩვენი გაჭირვება გამოეყენებინა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას პირადი ინტერესებისათვის.მოგმართავთ : ყოველივე ჩვენთაგანი იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში,თითქმის ყველა ოჯახში მოსულია ბანკის სააღმსრულებლო,რომელიც პირადი საცხოვრებელი ადგილების წართმევით იმუქრება.
ბატონო დავით თქვენი პირადი დანაპირების საფუძველზე ჩვენ ყველაფერი პირნათლად შევასრულეთ,რაზეც მივიღეთ ბანკის ვალები თელავის ბინის და მაღაზიის ვალები.ხოლო სამშენებლო კომპანია ადგილობრივი არჩევნების წინ მოახერხა დოლიძის ქ.2 ოფისის გაუქმება და მიმალვა.
გთხოვთ 2014 წლის 30 ივნისისთვის მივიღოთ ამომწურავი პასუხი.
მოხელეების უმრავლესი ნაწილი წამოსული ვართ სამების ტაძრის მშენებლობიდან და უფლის ნებით ვიმედოვნებთ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.
( გვინდა დავამატოთ რომ თელავში ვინც ვმუშაობდით ყველა ამოღებული ვყავართ სიიდან და ჩვენს მაგივრად სრულიად უცნობი პირები ყავთ გაფორმებული).

გთხოვთ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ჩვენს მოთხოვნას.”

საკონტაქტო ნომერი :
551 157 457
555 537 210


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s