რას საქმიანობს რეალურად ხაშურის 35_ე საოლქო საარჩევნო კომისია?


nnn

2014 წლის 15 ივნისის არჩევებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა,რათქმაუნდა გაყალბების მხრივ.რჩება შთაბეჭდილება,რომ ეს ვინმემ გამიზნულად გააკეთა ,რაშიც ხელი საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეუწყვეს და  უდიდესი წვლილი შეიტანეს შედეგების ტოტალურად გაყალბებაში.მინდა ყურადღება გავამახვილო ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიაზე,რომელიც წლების განმავლობაში რეგიონის მოსახლეობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაქვემდებარებაში ეგონა.დღეს კი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. აღნიშნულმა ოლქმა თვალი დახუჭა და გახდა ამ დანაშაულის  თანამზრახველი,ხელაღებით გააბათილა 2000-მდე ბიულეტენი.აღნიშნულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ ასევე იმ დამკვირვებლებს,რომლებიც საოლქოდან იყვნენ წარდგენილები სააჩევნო უბნებზე.ასევე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ასევე აღნიშნული ოლქის მუდმივი წევრების დაკომპლექტების სქემა,რომელიც არ მოდის შესაბამისობაში კანონთან.

ხაშურის მოსახლეობის მტკიცებით,არჩევნების გაყალბებასა და დანაშაულის მიჩქმალვაში დიდი წვლილი შეიტანა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხაშურის რაიონული ორგანიზაციიის თვმჯდომარემ ბატონმა როინ მახარობლიძემ,რომელიც დღემდე  აღნიშნულ თანამდებობაზე რჩება და  ამის მიუხედავად ასრულებს ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი ვალერი გელაშვილის მითითებებს.

imedo



35-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი იმედო ლაცაბიძე გახლავთ,რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების პერიოდშიც არაერთი სკანდალით დაამახსოვრდა რეგიონის მოსახლეობას.სკანდალი იმდენადად მასშაბური იყო,რომ მასში მოსახლეობასთან ერთად   სამღვდელოებაც ფიგურირებდა.ზოგადად სამღვდელოება,რომ მეტისმეტი ჩართულობით გამოირჩეოდა პოლიტიკაში 2012 წელს და მის შემდეგ,ეს არავისთვისაა უცხო!! მაგრამ დაპირისპირება კი იმ დონემდე მივიდა,რომ მკაფიო მუქარის მესიჯები იგზავნებოდა ერთმანეთის მისამართით იმედო ლაცაბიძესა და ერთერთ სასულიერო პირს შორის.

ზოგადად რთულია ამ გადმოსახედიდან ისაუბრო ვინმეს ბრალეულობაზე,თუმცა ერთი რამ ფაქტია,რომ აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაიწყონ მოკვლევა.მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას და არ გავიშვერ თითს ადამიანისკენ,რომლის ბრალეულობაც არ არის ჯერ დადასტურებული,ასე რომ ,მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მზად ვარ დიდი მოთმინებით დაველოდო გამოძიების დასრულებას,რომელიც ობიექტურად და სრული  კანონის დაცვით იქნება წარმართული,ყოველშემთხვევაში მე ამის იმედი მაქ!!!

ამ საქმის ობიექტურად გამოძიება, ჩემი აზრით ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი მთელი უწყების პრესტიჟის საქმეა!!!!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s