უბრალოდ “კარიერისტი” თუ “რეალისტი”?


ინტერნეტში აღმოვაჩინე ქეთა თოფურიას ინტერვიუ,სადაც საუბრობს საქართველო-რუსეთის ომზე,ახლა გთავაზობთ ფრაგმენტს!

– ქეთა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ პერიოდში, დიდი კრიტიკის ტალღა დაგატეხეს თბილისში, რადგან შენც იმ ქართველ ვარსკვლავთა სიაში ჩაგწერეს, რომლებმაც ხმამაღალი განცხადებებით არ დაგმეს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოსკოვის მხრიდან ქართული სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ს ოკუპაცია. რა შეგიძლია ამასთან დაკავშირებით, რომ თქვა?
– რომელიმე ჭკუათმყოფელს 1% მაინც თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ მე ჩემი სამშლობლოს სატკივარს განვიცდი და ვნერვიულობ? სიმართლეს გეტყვი – ძალიან მაღიზიანებს ის ხალხი, რომელიც ცდილობს, რომ ხელოვანი ხალხი პოლიტიკაში გასვარონ, მითუმეტეს მე, ადამიანი რომელიც საერთოდ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში! ამიტომაც სულ ნეიტრალურ პოზიციას ვიაკვებ ხოლმე…
qeta tofuria– ეგ გასაგებია ქეთა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ პოლიტიკაში დიდად გარკვეულება არაა საჭირო იმაში, რომ ერთი სახელმწიფო მეორეს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს და ხალხს ხოცავს…
– კიდევ ვიმეორებ, არავის ეგონოს, რომ ჩემს სამშობლოზე გული არ შემტკივა, მაგრამ მე აქ ვცხოვრობ, რუსეთში ვმოღვაწეობ, მე მიყვარს რუსი ხალხი და რატომ უნდა გავლანძღო ისინი ვერ ვხვდები? იმიტომ, რომ ქართველი ხალხის თვალში ქულები დავიწერო? არასოდეს ამას არ ვიზავ!!! 

– ქეთა, “ევროვიზიის” ქართულ სკანდალზე რას იტყვი? გოგონათა ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თავის დროზე შენ იყავი, “3 გოგოს” ადრე “4 გოგო” ერქვა და პროექტი სწორედაც რომ სტეფანეს და კახუჩელას ეკუთვნოდათ მაშინაც და ახლაც…
– ამ ჯგუფის წევრებიც და სტეფანეც ჩემები არიან და მხოლოდ ამიტომ კომენტარებისგან თავს შევიკავებ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ, რომ ეს სიმღერა “ევროვიზიისთვის” შეკვეთით დაიწერაო… მე თუ დამიჯერებთ – ეს, ასე არ არის! სიმღერა შეკვეთით მართლა არ გაკეთებულა!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s