“ვაი ჟურნალისტები”


დღესდღეობით საქართველოში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა,და ყველამ იცის რომ მათი უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების შვილობილი ორგანიზაციებია.ძალიან კი ცდილობენ მათი წარმომავლობისა თუ მფარველის დაფარვას,მაგრამ რამდენად გამოსდით  ეს კიდევ ცალკე განსახილველი თემაა.ყველაზე დიდი პრობლემას რაც წარმოადგენს არის ის,რომ ეს არასამთავრობო  ორგანიზაციები იბრალებენ ჟურნალისტობას და ქმნიან ღია ბლოგებს,სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს გამოაქვეყნოს ინფორმაცია,რომელიც მხოლოდ იმათზეა დაწერილი,ვინც აღნიშნულ ორგანიზაციებს ლობირებს.

ჩემი აზრით ეს არ არის ჟურნალისტიკა,რადგან ჟურნალისტიკის პრინციპები ხელაღებით კრძალავს მხოლოდ ერთი მხარის არაობიექტურად გაშუქებას.მიუღებელი და წარმოუდგენელია მხოლოდ ერთ მხარეს მისცე აზრის გამოთქმის უფლება და არ მოუსმინო მეორე თუ მესამე მხარეს.ამ გზით ამტკიცებენ რომ არიან მიკერძოებულები და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის პოლიტიკის გამტარებლები.

 

 

images

 

სწორედ ამ ტიპის ჟურნალისტები და ნიუს პორტალები უტეხავენ სახელს ობიექტურ ჟურნალისტებს.დამეთანხმებით არაა ადვილი მოიპოვო ინფორმაცია,ეს ზოგადად საკმაოდ რთული პროცესია,მაგრამ როდესაც კიდებ საქმეს ხელს უნდა მიიყვანო ბოლომდე და თანაც ისე,რომ შენს მიმართ არცერთ მოქალაქეს,პოლიტიკურ პარტიას,დამკვეთსა თუ რედაქტორს შენი მისამართით პრეტენზია არ გაუჩნდეს. პრობლემა იმაშია,რომ ჟურნალისტებს პირდაპირ ქუჩიდან კრეფენ,კრეფენ იმიტომ,რომ უკვე კარგად გაწაფული და საკუთარ პროფესიაში დახელოვნებული ჟურნალისტი არასდროს არ იკადრებს იყოს მიკეძოებული და არაობოექტური.მან უკვე კარგად იცის,როგორ ასახოს რეალობა გამჭვირვალედ.არსებულ ორგანიზაციებს კი მსგავსი გამოცდილი კადრი არ ჭირდებათ,იმ მარტივი და უბრალო მიზეზის გამო,რომ ისინი არასდროს დაკარგავენ აუდიტორიის ნდობას,რადგან ნდობა არის ის რაც ყველა ჟურნალისტისთვის ჰაერივით სასიცოცხლოდ აუცილებელია!!!

უბრალოდ მინდა მსგავს ორგანიზაციებში დასაქმებულ ჟურნალისტებს ვურჩიო,გაითვალისწინონ ის მარტივი თეორემა,რომ სადაც არ უნდა წავიდნენ ყოველთვის გაახსენებენ იმ მძიმნე წარსულს,წარსულს როცა “ვაი ჟურნალისტები” ერქვათ!!!!!

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s