პოლიციის უუნარობა


images (9)

„ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, შემაკავებელი ორდერების გაცემის სტატისტიკა საეჭვოდ დაბალია – 2013 წელს, 5447 გამოძახებიდან 212 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. პოლიციელები თავს არიდებენ დაარეგისტრირონ დანაშაული და დაიწყონ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით“, – ამის შესახებ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ მომზადებულ პეტიციაშია ნათქვამი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე მომზადებულ პეტიციაში ნათქვამია, რომ პოლიცია ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლაში კვლავ უუნაროა.

„ბოლო დროს ქალებზე ძალადობა უკიდურესად გამწვავდა საქართველოში. სულ უფრო ხშირად გვესმის თუ როგორ მოკლა ან დაასახიჩრა ქმარმა თუ ყოფილმა ქმარმა ქალი; როგორ მოიტაცეს, იძულებით გაათხოვეს ან გააუპატიურეს გოგონები.

პოლიცია უუნარო რჩება ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ათასობით ზარი შედის პოლიციის ცხელ ხაზზე ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, შემაკავებელი ორდერების გაცემის სტატისტიკა საეჭვოდ დაბალია. შსს-ს რეაგირება მხოლოდ სიტყვიერი ან წერილობით გაფრთხილებით შემოიფარგლება. ოჯახში ძალადობის პრობლემა კი სულ უფრო მწვავდება“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც ამ დროისთვის 1000 ხელმომწერი ჰყავს.

download

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ მას აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ადამიანები ძალადობისგან, მათ შორის ოჯახში ძალადობისგან.

„როდესაც სახელმწიფომ იცის ოჯახში ძალადობის შესახებ და ეფექტურად ვერ ახდენს მოსალოდნელი დანაშაულის პრევენციას, ის უშუალოდ პასუხისმგებელი ხდება მომხდარ დანაშაულზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პეტიციის ხელმომწერები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვენ:

„შეიქმნას გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დანაშაულს გამოავლენს და გაითვალისწინებს მსხვერპლი ქალების მდგომარეობას და საჭიროებებს; შეიქმნას სპეციალური განყოფილება შსს, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობაზე; პოლიციელებმა აქტიურად გამოიყენონ შემაკავებელი ორდერები, როგორც დანაშაულის პრევენციის და მსხერპლის დაცვის ერთ-ერთი საშუალება; დანაშაულის ნიშნების არსებობისას, გამოიყენონ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და მე-11 პრიმა მუხლები და დაიწყონ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება. ნუ შემოიფარგლებიან სიტყვიერი გაფრთხილებებით; უბნის ინსპექტორებმა ყურადღება მიაქციონ ოჯახურ კონფიქტებს და მოახდინონ პრევენციული ჩარევა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით; შსს-მ შეიმუშაოს ყველა ის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დეტალურად გაუწერს პოლიციელს თუ როგორ მოახდინოს ოჯახში ძალადობის დანაშაულის იდენტიფიცირება და როგორ გამოიყენოს შემაკავებელი ორდერი ან სხვა ეფექტური საშუალება“.

პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია აქ

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s