,,ოდნოკლასნიკზე” დადებულ კომენტარებს თანასოფლელებს შორის ცემა-ტყეპა მოჰყვა


დღეს სოციალური ქსელები,რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს,ამაზე აღარ ვდავობთ,მაგრამ ბოლო პერიოდში მათზე დამოკიდებულთა რიცხვის მატებამ კი არაერთი უსიამოვნება გამოიწვია საზოგადოებაში.ერთერთი მათგანია ახლახანს გორში მომხდარი ინციდენტი,რაც სწორედ სოციალური ქსელის ფონზე განვითარდა!

გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მეზობლებს შორის ჩხუბი სოციალურ ქსელზე (,,ოდნოკლასნიკი.რუ”) გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა. ამის შესახებ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს და პოლიციას 3 პირი ჰყავს ბრალდებული. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა პირმა თანასოფლელ გოგოს, ფოტოზე ჯერ უხამსი და გინების კომენტარები დაუდო, შემდეგ კი, საქმის გარჩევის დროს მის მეუღლეს, სხვა ორი თანასოფლელის დახმარებით, სასტიკად სცემა. გოგოს მეუღლეს თვალებიდან მხედველობა დააკლდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.

დღეს, გორის რაიონულ სასამართლოში ის გოგონა დაიკითხა, რომელსაც ფოტოზე უხამსი კომენტარები დაუდეს.

,,ჩვენმა თანასოფლელმა, ჩემს საიტზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, უხამსი კომენტარები დადო და იგინა. მიზეზი დღემდე არ ვიცით. ამის შემდეგ ის ჩემს ქმარს მეზობლებმა მოუყვანეს, დაელაპარაკე, რა პრეტენზიები გაქვს მასთანო და ჩვენის სახლის გარეთ დაიწყეს საუბარი. საუბარი ჩხუბში გადაიზარდა. ყვირილის ხმაზე როცა სახლიდან გავედი, სამივე ჩემს ქმარს წიხლებს ურტყავდა. იძულებულები გავხდით პოლიცია გამოგვეძახებინა. ჩემს ქმარს იმის შემდეგ მხედველობა დააკლდა და პრობლემები აქვს თავის არეში” – განაცხადა მან.

3 ბრალდებულიდან 2 გირაოთია გათავისუფლებული. მესამეს კი პატიმრობა სხვა დანაშაულის გამო შეუფარდეს.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s