თამაზ თამაზაშვილის კახეთში ქეიფი ქვეყანას 2350 ლარი დაუჯდა


ქეიფი ბიუჯეტის ხარჯზე – თამაზ თამაზაშვილის დასახვედრად რესტორანში 2350 ლარი დაიხარჯა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – ეკონომიკური სამსახურის უფროსის არსენ ბუღრიძის განმარტებით, საფინანსო სამსახურში არ აქვთ ინფორმაცია სტუმრების ვინაობის, ვიზიტის მიზანის და მენიუს შესახებ.

„გამგებლის ბრძანებით დაგვევალა თანხის გადარიცხვა ინდმეწარმე „ომარ ნონიაშვილისთვის“ 2350 ლარის ოდენობით და გადავრიცხეთ. „ომარ ნონიაშვილისგან“ მხოლოდ ზედნადები გვაქვს მიღებული, სადაც მითითებულია, რომ თანხა სარესტორნე მომსახურებისთვის უნდა ჩაგვერიცხა“, – აღნიშნა არსენ ბუღრიძემ.

ინდმეწარმე ომარ ნონიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუმარტა, რომ 4 აპრილს გამგეობიდან შემდეგი შეკვეთა მიიღო: 41 შემწვარი წიწილა; 41 ღორის მწვადი, გოჭის ხორცი, ცხვრის ჩაქაფული, ხბოს ხორცის ჩაშუშული, ალაზნის ლოქო, სალათები, პური, ღვინო და ა.შ. კითხვაზე, რატომ არ მიაწოდა გამგეობას მენიუ, ომარ ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის მენიუს მიწოდება და პროდუქტის გაშიფვრა არ მოუთხოვიათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი, 4 აპრილს, ახმეტაში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით დაესწრო. თამაზ თამაზაშვილი 1998-1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის  გამართული შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო. პრემიერის სიმამრს თან ახლდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, ასევე ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.

ოფიციალური ინფორმაციით, 2013 – 2014 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 74 298 ლარი დაიხარჯა სარესტორნე მომსახურებისთვის, საჩუქრების შესაძენად, სტუმრების საპატივსაცემოდ.

871 ლარია დახარჯული ბიუჯეტიდან 2 მაისს, სოფელ ქვემო ალვანში თუშური ფოლკლორის საღამოზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისათვის. თანხა სარესტორნე მომსახურებისათვის შპს „ჭადარს“ ჩაერიცხა. სტუმრების ვინაობის შესახებ ინფორმაცია და მენიუ გამგეობიდან ამ შემთხვევაშიც ვერ მივიღეთ იმ მიზეზით, რომ არ აქვთ.

2014 წელს 1468 ლარი აქვს გამგეობას გადახდილი ინდმეწარმე „მარიამ ბექურიძისთვის“. დანიშნულებაში მითითებულია რომ სტუმრებისთვის კვების პროდუქტები შეიძინეს. გაურკვეველია რა პროდუქტები და ვისთვის შეიძინა გამგეობამ.

7 მარტს, ახმეტაში სტუმრად მყოფი პარლამენტის წევრების საქეიფოდ ინდმეწარმე „ზაზა გონჯილაშვილის“ რესტორანს გამგეობამ 400 ლარი ჩაურიცხა. სტუმრების ვინაობა და მენიუ გამგეობამ არ მოგვაწოდა.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ 1 ივნისს, ბავშვა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, გამგეობამ ინდმეწარმე „მ. კობახიძეს“ პიროტექნიკის შესაძენად 1500 ლარი ჩაურიცხა. ბავშვთა დაცვის დღე ახმეტაში 1–ლი ივნისის ნაცვლად 2 ივნისს აღნიშნეს. 2 ივნისს არის დაბადებული „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. დეპუტატის საპატივსაცემოდ ახმეტაში 2 ივნისს მომღერლებმა იმღერეს, საღამო კი რესტორანში გაგრძელდა. ახმეტის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მათთვის თანხის გამოყოფის მოთხოვნის შესახებ ჯერ არ მიუმართავთ.

2013 წლის 4 ოქტომბერს, ბიძინაობის დღესასწაულზე სტუმრად მყოფი პირების რესტორანში გამასპინძლებისათვის ინდმეწარმე „ზაზა გონჯილაშვილს“ გამგეობამ ჩაურიცხა 4500 ლარი. იგივე რესტორანს 9 ოქტომბერს ისევ ბიძინაობის დღესასწაულზე სტუმრად მყოფი პირების მასპინძლობის მიზეზით 470 ლარი.

შპს „ელგის“ რესტორანს ჩაერიცხა 1036 ლარი სოფელ ბირკიანში საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით მიწვეული სტუმრების საქეიფოდ; 18 ოქტომბერს 1000 ლარი ჩაერიცხა ინდმეწარმე „ზაზა გონჯილაშვილის“ რესტორანს ლაგოდეხის ნაკრძალში ჩატარებული ღონისძიების მონაწილეთა საქეიფოდ. 25 ოქტომბერს ზაზა გონჯილაშვილის რესტორანში იქეიფეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რის გამოც ბიუჯეტიდან 625 ლარი გადაირიცხა. 1509 ლარი დაიხარჯა ახმეტაში მშენებარე ეკლესიის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტის მონაწილე მომღერლების გამასპინძლებაზე ინდმეწარმე „ნოიკოლოზ კობიაშვილის“ რესტორანში. ნიკოლოზ კობიაშვილის რესტორანს გამგეობამ 27 დეკემბერს ჩაურიცხა 394 ლარი სპორტის სამინისტროს თანამშრომლების საქეიფოდ; 27 დეკემბერს 480 ლარი ჩაერიცხა ზაზა გონჯილაშვილის რესტორანს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლების საქეიფოდ.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s