რატომ დააკავეს გიგი უგულავას ქვისლი ?


8483shss_logo_SL

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გიორგი ღონიაშვილი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ის გიგი უგულავას ქვისლია.

“გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ გიორგი ღონიაშვილისათვის ცნობილი იყო რა, რომ შპს „გუდაური სქი რესორტის“ მფლობელს (ამ კოპმანიაზე ქვემოთ დეტალურად გვექნება საუბარი) ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია „BROOKTRADE“, შესთავაზა მას წინასარჩევნოდ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ დ. კეზერაშვილის ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან თანხები ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ გადაირიცხებოდა კომპანია „BROOKTRADE“-ში, საიდანაც უკვე ასევე ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოირიცხებოდა საქართველოში, შემდგომში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

შეთანხმებისამებრ გადმორიცხული თანხების ნამდვილი დანიშნულების შენიღბვისა და მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ოფშორულ ზონაში ბრიტანეთის ვირჯინიის კუძულებზე რეგისტრირებულ დავით კეზერაშვილის კომპანიას „EXIMUS HOLDING“- სა და ობშორულ კომპანია „BROOKTRADE“-ს შორის გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს ამ უკანასკნლეს უნდა გაეწია საკონსულტაციო მომსახურება „EXIMUS HOLDING“-თვის კასპიის ზღვის ქვეყნებში ენერგო მატარებლების ვაჭრობასთან დაკავშირებით. ხსენებული ყალბი ხელშეკრულებით საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება განისაზღვა ჯამში 1 500 000 აშშ დოლარით.

სწორედ აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ კომპანია „EXIMUS HOLDING“-იდან კომპანია „BROOKTRADE“-ის ანგარიშზე გადაირიცხა საერთო ჯამში 760 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდგომში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის გამოყენებით ჩამოირიცხა საქართველოში და კონვერტაციის შემდგომ გადაცემული იქნა გიორგი ღონიაშვილზე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. გადმორიცხული თანხიდან, მხოლოდ ერთჯერადად 2014 წლის 14 მაისს გ.ღონიაშვილის მითითებით ხსენებული თანხის ნაწილი 85 000 აშშ დოლარი გადაირიცხა ქ. ლონდონში, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის შვილის ანგარიშზე.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი იქნა ხსენებული დანაშაულებრივი სქემა და მორიგი თანხის ჩამორიცხვისა და კონვერტაციის დასრულების შემდეგ, დღეს დაკავებული იქნა გ.ღონიაშვილი, რომლისგანაც პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 160 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარებში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის 12 ივლისს ქ.თბილისის მერიასა და შპს „გუდაური სქი რესორტს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა ე.წ. „თბილისის ზღვის“ მიმდებარედ არსებული 200 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. მასვე საპრივატიზაციო პირობად განესაზღვრა 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება 5 (ხუთი) წლის ვადაში. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შესრულდა, თბილისის მერიამ შპს „გუდაური სქი რესორტს“ დააკისრა ჯარიმა პირგასამტეხლოს სახით 193 500 (ასოთხმოცდაცამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით.

მას შემდეგ, რაც გიორგი ღონიაშვილმა შეიტყო აღნიშნული ფაქტის შესახებ, „გუდაური სქაი რეზორტის“ ერთ-ერთ მფლობელს შესთავაზა, რომ 50 000 ლარის სანაცვლოდ, მისი ქვისლის, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას დახმარებით მერიას გააუქმებინებდა მის მიერვე გამოტანილ დადგენილებას საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საწარმოს 193 000 ათასი დოლარით დაჯარიმების შესახებ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის ხელმოწერილი თბილისის მთავრობის 2014 წლის 25 აპრილის დადგენილებით შპს „გუდაური სქი რესორტი“ 193 000 ათასი დოლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან მართლაც განთავისუფლდა, რის სანაცვლოდაც, შეთანხმებსამებრ გ.ღონიაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელისგან აიღო შეპირებული თანხა 50 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 3391-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

აქვე საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გამოძიება ინტენსიურად გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s