პრეზიდენტ სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები


prezidentis administracia2013 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 128-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სულ ოფიციალურ ვიზიტებზე გასული წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1 863 768.54 ლარი. ამ თანხის 82% – 1 533 222.35 ლარი მოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზე. prezidentis administraciis mivlinebebi 2013   2013 წლის განმავლობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 41 ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. IDFI-მ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტის შესახებ. ქვემოთ წარმოგიდგენთ მიღებული ინფორმაციის დეტალურ ანალიზს.   პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატები საჯარო მოხელეების მივლინებებისთვის ხარჯების ანაზღაურება განსაზღვრულიათითოეული ქვეყნის შესაბამისად. მაგ. სინგაპურის შემთხვევაში დღიური ნორმა შეადგენს 64 სინგაპურულ დოლარს, საბერძნეთში – 39 ევროს, ავსტრიაში – 49 ევროს და ა.შ. ამას გარდა, მაღალ თანამდებობის პირებზე ვრცელდება დანამატი სადღეღამისო ნორმაზე, რაც საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში 300 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენს. ამასთან, ბრძანებულების თანახმად, შესაძლებელია განისაზღვროს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის განსხვავებული ოდენობა. როგორც მიღებული საჯარო ინფორმაციით გახდა ცნობილი, „ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №14/09/10განკარგულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვრა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. სწორედ აღნიშნული განკარგულებით დაწესდა საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი 2013 წლის ვიზიტების უმეტესობისთვის, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულად ძვირადღირებული ვიზიტისას – საბერძნეთში, ავსტრიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (20-24 ივლისი), სინგაპურში, აშშ-სა და იტალიაში. saakashvili-sadgegamiso-danamati 2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებაში, საიდანაც დღიური ნორმა აღებული აქვს 106 დღისთვის – სულ დაახლოებით 87 500 დოლარი. აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 5300 დოლარი შეადგენს განსაზღვრულ ნორმას კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 82 200 დოლარი ყოფილმა პრეზიდენტმა აიღო სადღეღამისო ნორმის დანამატის სახით. saakashvili-sadgegamiso-2013 როგორც მოყვანილი მონაცემებით ჩანს, მივლინებების განმავლობაში სადღეღამისო ნორმის დანამატი არც თუ ისე მცირე თანხას შეადგენს. აღნიშნული კითხვებს აჩენს ერთი მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი და მიზანმიმართული განკარგვის, ხოლო მეორე მხრივ, თანამდებობის პირების შემოსავლების გამჭვირვალობის კუთხით. პრეზიდენტის სასტუმროს ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტის მიზანმიმართულ განკარგვასთან დაკავშირებით კითხვები ოფიციალური ვიზიტების დროს გაწეული სასტუმროს ხარჯების შემთხვევაშიც ჩნდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არა იმდენად თავად ნომრების საფასური, რამდენადაც გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი ოდენობა. 2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების ფარგლებში სასტუმროსთვის გადახდილმა თანხებმა ჯამში შეადგინა დაახლოებით 362 000 დოლარი. მათ შორის ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, დაახლოებით 43 300 დოლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის ცხრა დღიანი ვიზიტი აშშ-ში. აშშ-ს ვიზიტის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაჩერდა იყო სასტუმრო Peninsula New York-ში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ერთ ღამეში 3500 დოლარი გადაიხადა. სულ 2013 წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სასტუმროში გადახდილია 10 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში შედის ორი ღამის საფასური (2 X 3500 დოლარი) და ნომრიდან დაგვიანებით გამოსვლის საფასური (3500 დოლარი). როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, აშშ-ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი მეორედაც გაჩერდა იმავე სასტუმროში, 2013 წლის 2 მაისს, და ერთ ნომერში გადაიხადა 950 დოლარი. ამას გარდა Peninsula New York-ში ჯამში 2521,26 დოლარი იქნა გადახდილი – გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სულ სასტუმროშიPeninsula New York-ში ორი გაჩერებისას – 28-30 აპრილსა და 2-3 მაისს – პრეზიდენტმა გადაიხადა 15 721.26 დოლარი.  მთლიანობაში, აშშ-ში 9-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მხოლოდსასტუმროს ნომრებში გადახდილი თანხა მერყეობს 950 დოლარიდან 3500 დოლარამდე, ხოლო საშუალო თანხა დაახლოებით 2400 დოლარია. შესაბამისად, 10 ღამისთვის სასტუმროს ხარჯები მაქსიმუმ 23 500 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნომრიდან გვიან გასვლის საფასურისა და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი რაოდენობის გამო მთლიანობაში გადახდილია 43 804.74 დოლარი – თითქმის ორჯერ მეტი. განსაკუთრებით საინტერესოა ქ. სედონას Enchantment Resort-ის შემთხვევა, სადაც 25 აპრილიდან 27 აპრილამდე ოთახის ხარჯმა შეადგინა 2 328,94 დოლარი, ხოლო დამატებითმა გადასახადებმა 4,25-ჯერ მეტი – 9 899,35 დოლარი. saakashvili-usa-hotels 2013 წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი ხუთჯერ იმყოფებოდა ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. IDFI-მ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ორი ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტის შესახებ, რომლებიც შედგა 26-27 მაისსა და 20-24 ივლისს. აღნიშნული ვიზიტებისას ქვეყნის ყოფილი პირველი პირი გაჩერდა სასტუმრო „One and Only Royal Mirage Jumeira Beach“-ში. 2013 წლის 26-27 მაისის ვიზიტი დუბაიში სახელმწიფო ბიუჯეტს სულ დაახლოებით 33 000 დოლარი დაუჯდა. ორი ღამის საფასურმა „One and Only Royal Mirage Jumeira Beach“-ში შეადგინა 7 000-მდე დოლარი. რაც შეეხება დუბაიში 2013 წლის ივლისის ვიზიტს, მისმა მთლიანმა ხარჯმა დაახლოებით 25 000 დოლარი შეადგინა, საიდანაც სასტუმროს ხარჯები იყო დაახლოებით 12 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში 2 ღამის საფასურის გარდა შედის 4 000 დოლარი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და 2 800 დოლარი ნომრიდან გვიან გამოსვლისთვის. one-and-only-prince-suite-arabian-court დუბაიში ვიზიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირით გაემგზავრა სინგაპურში, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 41 000 დოლარი. სინგაპურში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი ორ სხვადასხვა სასტუმროში გაჩერდა – „Marina Bay Sands Singapore“-სა და „Mandarin Oriental Singapore“-ში. „Marina Bay Sands Singapore“-ში ნომრის ერთი ღამის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 3000 დოლარი გადასახადების ჩათვლით. ამას გარდა დაახლოებით 2400 დოლარი გადაიხადა ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულ სასტუმროში გაუთვალისწინებელი ხარჯების სახით. რაც შეეხება  „Mandarin Oriental Singapore“-ს, ერთ ღამეში ქვეყნის პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 2500 დოლარი გადასახადების ჩათვლით, ხოლო გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა დამატებით 2100 დოლარი შეადგინა. სულ სინგაპურში ყოფნისას სასტუმროში განთავსება დაახლოებით 21 300 დოლარი დაჯდა. რომში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი სარგებლობდა „Jumeirah Grand Hotel Via Veneto“-ს მომსახურებით, სადაც 15-16 ივნისის სტუმრობისას პრეზიდენტმა გადაიხადა 7 000 დოლარი. აღნიშნული თანხიდან ოთახის ხარჯმა შეადგინა 900 დოლარი, დამატებით 3 500 დოლარი იქნა გადახდილი სასტუმროს პაკეტისთვის, ხოლო 1900 დოლარი დაემატა ოთახიდან გვიან გასვლისთვის. ავსტრიაში ყოფილი პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია დაახლოებით 11200 დოლარი, საიდანაც სასტუმროსხარჯებმა შეადგინა 6200 დოლარი. ერთ ღამეში სასტუმრო „Hotel Sacher Wien“-ში გაჩერებაში ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 4100 დოლარი, ხოლო დამატებით 2100 დოლარი შეადგინა ნომრიდან გვიან გასვლის ხარჯმა. რაც შეეხება საბერძნეთში ვიზიტს, მისი მთლიანი ხარჯი იყო დაახლოებით 9500 დოლარი. საბერძნეთში ორი ღამით გასაჩერებლად ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა სასტუმრო „Divani Apollon Palace & SPA“ აირჩია, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 3200 დოლარამდე შეადგინა. დასკვნა 2013 წლის ზემოთ მოყვანილი 7 ვიზიტის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თუკი სასტუმროს ნომრის ხარჯი შეადგენდა დაახლოებით 61 000 დოლარს, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ნომრიდან გვიან გამოსვლის საფასური კიდევ დამატებით 39 000 დოლარი იყო. სხვა სიტყვებით, აღნიშნული ვიზიტების შემთხვევაში სასტუმროს ნომრის ღირებულების 64%-ის ოდენობა სასტუმროს დამატებით მომსახურებებაზე იქნა გადახდილი. როგორც სასტუმროსა და სადღეღამისო ნორმების შესახებ ინფორმაციიდან შეიძლება დავასკვნათ, 2013 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოური ვიზიტების დროს არ ხდებოდა სახელისუფლებო სახსრების რაციონალური ხარჯვა, და იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა ბიუჯეტის თანხების დაზოგვა პრეზიდენტის რანგის შესაფერის მომსახურებაზე უარის თქმის გარეშე. ამასთან, ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობის მიუხედავად სამივლინებო დანამატები არ მიიჩნევა თანამდებობის პირების შემოსავლად, ასევე სათანადო ყურადღებას საჭიროებს. აუცილებელია, რომ ნებისმიერ თანამდებობის პირზე საბიუჯეტო თანხების გაცემა იყოს მიზნობრივი და გამჭვირვალე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s