“ჩვენ პატიოსანი მოქალაქეები ვართ, ის კი გეია” – არასრულწლოვნები დაკითხვაზე იმყოფებიან


 (photo: )

ინციდენტი მოხდა რუსთაველზე, “სმარტის” შენობასთან. სექსუალური უმცირესობის არასრულწლოვან წარმომადგენელს სახლში დასაბრუნებლად პოლიციის გამოძახება დასჭირდა.

მას ასევე არასრულწლოვანი ბიჭები ცემით დაემუქრნენ, ამიტომ ის მაღაზიაში შევიდა. ბიჭები კი გარეთ  ელოდებოდნენ, რის გამოც სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებდა, ამიტომ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC წარმომადგენლები. როგორც ორგანიზაციის წევრი თამთა მიქელაძე ამბობს, პოლიციამ ბიჭის მიმართ არაეთიკური დამოკიდებულება გამოავლინა. “არასრულწლოვანს შეეკითხნენ ქალბატონოთი მოგმართოთ თუ ბატონოთიო, შემდეგ კი უთხრეს რომ პოლიცია მისი ტაქსი არ არის და როცა იცოდა დღეს ასეთი მდგომარეობა იქნებოდა, სახლიდან არ უნდა გამოსულიყო”, – ყვება მიქელაძე.   მოგვიანებით პოლიციამ არაეთიკური ტონი შეცვალა.

ადგილზე იმყოფებოდა “ლიბერალის” ჟურნალისტი სოფო აფციაური, რომელიც გარეთ მდგომ ბიჭებთან საუბარს შეეცადა, თუმცა მხოლოდ ერთადერთი პასუხი მიიღო – “ჩვენ პატიოსანი მოქალაქეები ვართ, ის კი გეია”.

პოლიციელებმა არასრულწლოვნები დაკითხვაზე გადაიყვანეს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s