უზნეობის აღლუმი


 (photo: )

გასული წლის განმავლობაში, ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი სისუსტის და უპრინციპობის, ხოლო მეორე მხრივ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გაღვივებული ჰომოფობიური სიძულვილის გამო, დღესაც არ მოგვეცა შეკრების და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 

განვლილი დღეები განმავლობაში მრავალი კომენტარი გაკეთდა.  ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლების მაამებლური დამოკიდებულება მოძალადე ეკლესიის სიძულვილის რეტორიკის მიმართ კრიტიკას ვერ უძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა ერთხმად მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ანტიდისკრიმინაციული პრინციპების ერთგულებას სულაც არ აპირებს. სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სხვა მინისტრები და პარლამენტარები, მცირე გამონაკლისის გარდა, ლგბტ ადამიანთა დაწიხვლაში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. უმრავლესობის ლიდერები უხვად დაიხარჯნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანების დარწმუნებაში, რომ საქართველოში არასოდეს იქნება დაშვებული “ერთსქესიანი ქორწინება” და იმ ადამიანთა სრული თავისუფლება, რომელთა ორიენტაციის განმეორებით ხსენებაც იუსტიციის მინისტრს თურმე ზიზღს ჰგვრის. 

რასაკვირველია, ჩვენ შეგვეძლო გვეცადა 17 მაისის საჯაროდ აღნიშვნა და ამისთვის აგვერჩია თვით  და  – სხვების – მკვლელობის გზა, მაგრამ ასე არ მოვიქეცით. ამიტომ, “იდენტობას” სახელით, ყველა ლგბტ და მეგობრულად განწყობილ ადამიანს ვუცხადებთ თანადგომას, ვისაც ამ დღეს სურდა ხმა ამოეღო ჩაგვრის წინააღმდეგ მაგრამ ფიზიკურად ვერ მოახერხა ამის გაკეთება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “იდენტობას” გადაწყვეტილება – არ დახმარებოდა დატერორების მიდრეკილებების მქონე ჯგუფებს ადამიანის უფლების დღის ცირკად და სასაკლაოდ გადაქცევაში – მაინც გამართლებული აღმოჩნდა.  ჩვენი მონაწილეობის გარეშე, კრისტალივით დახვეწილად გამოჩნდა ჰომოფობთა გონებრივი უმწიფრობა და რწმენის სიყალბე

შესაბამისად, “იდენტობა” ამ დღეს მაინც პოზიტიურად აფასებს, რადგან მრავალჯერადი მუქარის მიუხედავად, ექსტრემისტულმა რელიგიურმა ძალებმა სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობა მაინც ვერ მოახერხეს. უკანასკნელ პერიოდებში, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ათი-ათასობით ადამიანის გამოყვანით და ზოგჯერ რევოლუციითაც კი იმუქრებოდნენ. წინასწარ გავრცელებული ბროშურების, პამფლეტებისა და ტექსტური შეტყობინენებით მეშვეობით ისინი მრევლს  აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა დაპირებული მასობრივი პროტესტის განცდის შექმნა ვერ მოახერხეს. 

ეს მიუთითებს, რომ “ქართველი ერის სახელით” გაკეთებული განცხადებები სულაც არ გამოხატავს “საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის პოზიციას, რაც თავის მხრივ,  ნიშანია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ადამიანის ჩაგვრა მიუღებელია ნებისმიერი ნიშნით, ხოლო გარკვეული ძალები ამ მხრივ სიტუაციას ხელოვნურად ამწვავებენ. 

როგორც ევროვიზიის კონკურსზე, დრეგ-ქვინ შემსრულებელ კონჩიტასთვის საქართველოდან ანონიმურად მიცემული ხმების რაოდენობამ ცხადყო, მოქალაქეები სიძულვილს თავისი ნებით არ ირჩევენ და მათი უდიდესი უმრავლესობა სხვების ჩაგვრის გზას მხოლოდ კონფორმიზმის თუ თანასწორთა ზეწოლის გამო ადგება. თურმე, როდესაც “დიდი ძმა” არ აკონტროლებს, ქართველთა  დიდი ნაწილი თავის ხმას წვერებიან ქალს, კონჩიტას  უთმობს. 

ასევე დადასტურდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონისა და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნის მოწინააღმდეგეთა რიგებს ისეთი საეჭვო რეპუტაციის ადამიანები უდგანან სათავეში, რომლებიც პოლიტიკურად გაკოტრებულნი, მაღალი რეიტინგის მქონე ორგანიზაციასთან (საპატრიარქოს) მიტმასნით ცდილობენ მოახლოებულ არჩევნებში ხმების მოპოვებას. 

90-იანი წლების სამოქალაქო ომის შემოქმედის, თბილისის დამანგრეველი გვარდიელი  თენგიზ კიტოვანის გამოჩენამ სიტუაციას განუმეორებლად ტრაგი-კომიკური ელფერი შესძინა. საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი კიტოვანი, ადამიანი, რომელიც ამ შენობას ორიოდე ათეული წლის წინ ტანკებით ბომბავდა და ამის გამო დღემდე არ დასჯილა, დღევანდელ განცხადებაში  პარლამენტს დაშლით ემუქრებოდა, ხოლო აქციის მონაწილეებს “ჩემი ბიჭების” სახელით მოიხსენიებდა. საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ჩანს, საერთოდ არ უგრძვნია უხერხულობა რომ მის მხარდამჭერთა შორის სწორედ ასეთი უზნეო ადამიანები დგანან. 

ასევე, დღეს ნათელი გახდა 17 მაისს დაძაბულობის შექმნაში ისეთი პრორუსული ძალების ჩართულობაც, როგორიც ევრაზიის ინსტიტუტია. გამოქვეყნდა მისი წარმომადგენლის, შოთა აფხაიძის და გიორგი ჩხარტიშვილის სატელეფონო საუბარი, საიდანაც შევიტყვეთ რომ ევრაზიული კავშირი თბილისში ყალბი გეი აღლუმის მოწყობის სანაცვლოად ტრანსგენდერ მაცაცოს (გიორგი ჩხარტიშვილს) ვიზასა და ფულს სთავაზობდა. 

ის, რომ აქციაზე ადამიანთა დიდი ნაწილი ხელოვნური ძალისხმევით მიიყვანეს, მედიით გავრცელებული ინტერვიუებით დადასტურდა. ინტერვიუებში კარგად ჩანს: მონაწილეებს არასწორი ინფორმაცია აქვთ ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ და სრულებით ვერ ერკვევიან აქციის მიზნებსა და კანონში, რომლის მიღებასაც სიტყვიერად აპროტესტებენ. 

იმედს ვიტოვებთ, მომდევნო დღეებიც შედარებით უმტკივნეულოდ გადაივლის და რუსეთის სასარგებლოს მომუშავე შინაური მტრების მიერ 26 მაისს სამებასა და 29 მაისს კანცელარიასთან დაანონსებული საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველო მშვიდად მიაღწევს 27 ივნისამდე

ამის გარდა, გვინდა ვთხოვოთ საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს ხელისუფლებას, ნუ ენდობიან “ქართველი ერისა” და “უმრავლესობის” სახელით მოლაპარაკე ადამიანებსა და დაჯგუფებებს. თითოეულ ადამიანი მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავს და მხოლოდ მასზეა პასუხისმგებელი.  ადამიანები თქვენზე ზემოქმედებას, თავის აზრების წარმოსახვით უმრავლესობასთან მიკუთვნებით ცდილობენ. 2014 წლის 17 მაისმა ერთი რამ ნათლად დაადასტურა: ეს  “უმრავლესობა” მოგონილია და სინამდვილეში ის უბრალოდ არ არსებობს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s