საძინებელი – თქვენი სავანე


საძინებელი - თქვენი სავანე

სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი საძინებელია. თქვენი ცხოვრების ერთ მესამედს სწორედ აქ ატარებთ მძინარენი. მშვიდი და კომფორტული ძილი კი ჩვენი ცხოვრების წესს და ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვარვს.

როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის ყველაზე პირადი და ინტიმური ოთახი, რომ თქვენ იქ მშვიდად და დაცულად ვიგძნოთ თავი? პირველ რიგში, იგი უნდა იყოს მყუდრო და თქვენი გემოვნების მიხედვით მოწყობილი. კომფორტული ძილი და დასვენება რომ შეძლოთ, ოთახში სათანადო ყურადღებით უნდა იყოს შერჩეული საწოლი, განათება, ავეჯი, ფერები…

სხვა ოთახებთან შედარებით საძინებლის დიზაინი შედარებით სადა და უბრალოა. საწოლი არც ზედმეტად დიდია საჭირო, არც პატარა, თუმცა გააჩნია ოთახის ზომას. მნიშვნელოვანია საწოლის ადგილმდებარეობაც. თუ მოსახერხებელია, ნუ დადგამთ მას ფანჯარასთან ახლოს. ოთახის შუაგულში, თავით კედლისკენ მშვენიერი პოზიციაა, რადგან საწოლთან მისასვლელი ორივე მხარე თავისუფალია.

ავეჯი რაც შეიძლება ცოტა და ღია ფერის უნდა იყოს. მუქი ფერი მშვიდი ძილის და რელაქსაციისათვის არაა სასურველი. სრულიად ზედმეტია საძინებელში რაიმე სახის ტექნიკა. ისინი არღვევს ოთახის მყუდრო და ინტიმურ ატმოსფეროს.

საძინებელში ორ ან სამ ფერზე მეტი არ უნდა ფიგურირებდეს. კედლები, იატაკი, ავეჯი, ქსოვილები ერთმანეთს გემოვნებით უნდა ეხამებოდეს. მოშიშვლებული იატაკიც არაკომფორტულია, ნურც მთლიან ხალიჩას მოაფენთ, მცირე ზომის ფარდაგები საწოლის ორივე მხარეს საკმარისი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ საძინებელი მოსასვენებელი ოთახია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ განათება სუსტი და მკრთალი უნდა იყოს. დილით აქ ემზადებით და ზოგი ადამიანი საღამოებსაც ამ ოთახში ატარებს. ჭერის განათებასთან ერთად ზედმეტი არ იქნება კედლის ბრა სხვადასხვა ადგილას, საწოლის გვერდებზე კი პატარა მაგიდის ლამფები.

ბევრი სურათებითაც ნუ გადატვირთავთ ოთახს. სურათი, როგორც იცით, გარკვეულ აურას ქმნის, ენერგიის და ინფორმაციის მატარებელია. დაკიდეთ ლამაზი პეიზაჟის ან ყვავილების გამოსახულებიანი სურათი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s