რისი ეშინია ფეხმძიმე ქალს?


რისი ეშინია და რატომ არ უნდა ეშინოდეს ფეხმძიმე ქალს

თითქმის მთელი ფეხმძიმობის პერიოდში ქალს თან სდევს უამრავი ემოცია, მღელვარება და შიში. შიშებს საფუძვლად უდევს გაგონილი ჭორები, მითები, ცრურწმენები და განვლილი გამოცდილებაც კი. მაგრამ თუ მომავალი დედა ფეხმძიმობის პირველივე დღეებიდან მოიძიებს ინფორმაციას ორსულობის შესახებ, გაეცნობა მისი მდგომარეობისათვის საჭირო და აუცილებელ ლიტერატურას და მუდმივი კონსულტაციები ექნება ექიმთან ცოტათი მაინც დაიმშვიდებს ნერვებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრიმესტრების შეცვლასთან ერთად, ეცვლება თქვენი შიშებიც. ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მღელვარება მომავალ დედას მთელი ცხრა თვე გაჰყვება, ბოლო ტრიმესტრში კი ემატება მშობიარობის შიში. რა თქმა უნდა, შიში ბუნებრივია, მითუმეტეს თუ პირველი ფეხმძიმობაა, თუმცა ყველა ფეხმძიმობა განსხვავდება ერთმანეთისგან. სპეციალისტებმა თავი მოუყარეს და გამოიკვლიეს, თუ რა ძირითადი და მთავარი შიშები აქვს ორსულ ქალებს და შეეცადნენ აეხსნათ და დაერწმუნებინათ ისინი, რომ არ ეშინოდეთ

ორსულობის შეწყვეტა – მომავალი დედის ყველაზე მთავარი შიში არის ორსულობის ნაადრევვი შეეწყვეტა, მუცლის მოშლა. ფეხმძიმობის 20% ნაკლები მთავრდება ამ შედეგით, თანაც უმეტეს შემთხვევაში მუცლის მოშლა ორსულობის პირველ რამდენიმე კვირაში ხდება და შეიძლება ქალმა არც კი იცის საერთოდ იყო თუ არა ფეხმძიმედ. 6-8 კვირის შემდეგ, როცა პირველ ტრიმესტრს გაივლით, მუცლის მოშლის რისკი მნიშვნელოვნად იკლებს.

წონაში მომატება – ქალების უმრავლესობა თავიდანვე წუხს, რომ ფეხძიმობის პერიოდში მოიმატებს წონაში. სტატისტიკის მიხედვით დედების მხოლოდ 14-20% აქვს პრობლემა თავდაპირველი წონის დაბრუნების. თუმცა მკაცრი დიეტა და ვარჯიში მათაც ეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.

ბავშვის ჯანმრთელობა – ფეხძიმე ქალთა უმეტესობას პატარას ჯანმრთელობასთნ დაკავშირებით ნეგატიური ფიქრი და ემოცია მთელი ცხრა თვე ახლავს. ჯანმრთელი ბავშვი ჯანრთელი ფეხმძიმობის შემდეგ ჩნდება. ვიტამინები, სწორი და ჯანსაღი კვება, ვარჯიშები, ამაღლებული და ხალისიანი გუნება-განწყობილება – ეხმარება თქვენს პატარას ჯანრმთელი და ძლიერი მოევლინოს ქვეყანას.

გამოუცდელობა – მომავალი და გამოუცდელი დედები იმაზეც წუხან, როგორ მოუვლიან პატარას, იქნებიან თუ არა კარგი მშობლები. ეს შიშიც ნორმალურია და ნიშანია იმისა, რომ თქვენს პატარას შესანიშნავად მოუვლით და ყურადღებას და სითბოს არ მოაკლებთ. დედობრივი მზრუნველობა და გამოცდილება დედობრივი სიყვარულის მსგავსად პატარას დაბადების შემდეგ მოდის.

მშობიარობა – მშობიარობის ყველა მომავალ დედას ეშინია, მითუმეტეს თუ ეს მისთვის პირველია. კითხვები: „რამდენ ხანს გაგრძელდება?“, „ რამდენად ძლიერად მეტკინება?“ განუწყვეტლივ ტრიალებს ყველა ორსულის ტვინში. იმისათვის, რომ შეგიმსუბუქდეთ მშობიარობის პროცესი არსებობს სპეციალური ვარჯიშები, იოგა, ასევე დაგეხმარებათ სამშობიარო ოთახებში თანამედროვე მოწყობილობებიც.

ბავშვს არაფერი ვავნო – როცა საქმე ეხება საკვებს, სასმელს, მედიკამენტებს და სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს მომავალი დედა ყოველთვის სიფრთხილის გამოჩენას ცდილობს. ეშინია, გაუთვითცნობიერებლად და უნებლიედ არ ავნონ ნაყოფს. აუცილებელია ყურადღებით მოეკიდოთ და გაითვალისწინოთ თქვენი ექიმის რჩევა-დარიგებები რა შეიძება და რა არა, იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ და საშიში აღარაფერი იქნება.

საკეისრო კვეთა – ზოგადად საკეისრო სპონტანურად არ კეთდება. ოპერაცია შეთანხმებულად იგეგმება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით: ბავშვის დიდი წონა, პლაცენტის პრობლემები, დედის წინა საკეისრო…ექიმი წინასწარ აგიხსნით საჭიროა თუ არა თქვენთვის ოპერაცია ან რატომაა აუცილებელი და რატომ ვერ გარისკავთ ფიზიოლოგიურ მშობიარობას.

სტრესი და ნერვიულობა – ფეხმძიმე ქალბატონები იმაზეც ღელავენ, რომ მათი ნერვიულობა და სტრესი გადაეცემა ბავშვსაც და ამით მათ ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებენ. როგორც ექსპერტები გვარწმუნებენ, ცოტა ნერვიულობა პირიქით კარგად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე. ზედმეტი ემოცია და სტრესი კი ახალშობილის მცირე წონაზე აისახება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s