“კუდის” აგენტები “ქართულ ოცნებაში”-რას წერს “ქრონიკა+”?


სტატია,რომელსაც “ქრონიკა+” აქვეყნებს 2013 წლის 1 ოქტომბრითაა დათარიღებული.ეს თემა დღესაც საკმაოდ აქტუალურია და დღესაც მიმდიმნარეობს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე,თუმცა უმრავლესობის წევრები მხოლოდ ღიმილით პასუხობენ და “ნაციონალური მოძრაობის”აგორებულ კიდევ ერთ სკანდალს უწოდებენ.

“კუდის” აგენტები “ქართულ ოცნებაში”, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “ქრონიკა+” აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი და ირინა იმერლიშვილი “კუდ”-ის აგენტები იყვნენ.

სკანდალური მასალას “ქრონიკა+” აქვეყნებს, სადაც გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა ხელნაწერების ასლებია მოცემული.

დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის მიხედვით, ირინა იმერლიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან კონფიდენციალობის დაცვით თანამშრომლობაზე თანხმობას აცხადებენ და მზად არიან საინტერესო ობიექტთა შესახებ ოპერატიულად მიაწოდონ ინფორმაცია.

“შსს კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, მე, ზაქარია ომარის ძე ქუცნაშვილი, დაბ. 1972 წლის 13 თებერვალს, პ/ნ 01024023012 , თანახმა ვარ, კონფიდენციალობის დაცვით ვითანამშრომლო საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მივაწოდო საჭირო ინფორმაცია ოპერატიურად საინტერესო ობიექტთა შესახებ”, – აღნიშნულია საიდუმლო დოკუმენტებში.

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s