დანგრეული ოჯახების უცნაური სტატისტიკა


მთელი 10 წლის განმავლობაში ჟურნალისტი და უამრავი წიგნის ავტორი ანელი რუფუსი განქორწინების სტატისტიკას იკვლევდა. შემდეგ კი გამოაქვეყნა თავისი კვლევა, რომელიც ბევრ თქვენგანს უცნაურად მოეჩვენება.
მაგრამ სტატისტიკა ჯიუტია… ასე რომ, იქნებ ღირს მხედველობაში მივიღოთ ის, რაზეც რუფუსი წერს?!

თუ თქვენ ხართ ქალი, რომელმაც 18 წლამდე შექმნა ოჯახი, მაშინ იმის შანსი, რომ თქვენი ქორწინება ოჯახის შექმნიდან 10 წლის შემდეგ დაინგრეს, 48%-ს შეადგენს;

იმ ქალების განქორწინების რისკი კი, ვინც 18-20 წლის ასაკში გათხოვდნენ, 40%-ამდეა ასული; 20-24 წლის ასაკში გათხოვილებს 29% აქვთ შანსი, რომ განქორწინდნენ; ხოლო 25 წლიდან ზევით – 24%.

თუ ქალს მამაკაცზე მეტად უნდა, რომ იყოლიოს შვილი, მაშინ მისი ოჯახის დანგრევის შანსი იმ სიტუაციასთან შედარებით ორმაგდება, როცა ქალსაც და კაცსაც ერთნაირად უნდათ ჰყავდეთ შვილები.

თუ ოჯახში 2 ვაჟია, განქორწინების ალბათობა 36,9%-ა; ხოლო თუ ცოლ-ქმარს 2 ქალიშვილი ჰყავს, მაშინ – 43, 1%.

მამაკაცებს ტესტოსტერონის მაღალი მაჩვენებლით ოჯახი 43%-ით ხშირად ენგრევათ, ვიდრე იმ მამაკაცებს, ვისი ტესტოსტერონის დონეც შედარებით დაბალია. რაც მეტია ტესტოსტერონის დონე, მით მეტი მოთხოვნაა სექსზე. ბევრ ქალს არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს აქტიური პარტნიორის მოთხოვნა.

ასე რომ, ხშირ შემთხვევაში ასეთი მამაკაცები იწყებენ პარალელურ ურთიერთობებს, ღალატი კი – გაქორწინების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ოჯახები, სადაც ჰიპერაქტიური ბავშვები იზრდებიან, განქორწინება 22,7%-ზე მოდის, რადგან ასეთ ოჯახებში გამუდმებული სტრესული სიტუაციებია.

იმ ქალების ოჯახები, რომლებიც ქმრებს ღალატობენ, ორჯერ ხშირად ინგრევა, ვიდრე მათი, ვინც ქმრის ერთგულია.

გამოკითხულთაგან 10% აღმოჩნდა ისეთი, ვინც ბავშვობისდროინდელ ფოტოზე იცინოდა და მომავალში ოჯახი დაენგრა; ხოლო მათი რაოდენობა, ვინც დაღვრემილი იყო ბავშვობის სურათზე და მომავალში განქორწინდა, 31%-ს შეადგენდა.

როგორც ჩანს, მას, ვისაც ფოტოგადაღების დროს ღიმილი არ შეუძლია, მეტად ნეგატიურად აღიქვამს გარემოს. შედეგად, ნაკლებად წარმატებული ურთიერთობები აქვს.

განქორწინების შანსი 40%-ით მაღალი აქვთ დანგრეულ ოჯახებში აღზრდილ ქალებსა და მამაკაცებს, ვიდრე მყარი ურთიერთობების მქონე დედ-მამის შვილებს. და თუ განქორწინების შემდეგ მშობელი ხელმეორედ დაქორწინდა, მაშინ შთამომავლისთვის არშემდგარი ოჯახის ქონის შანსი 91%-მდე იზრდება.

თუ ქალს დაუდგინეს ისეთი მძიმე დაავადება, როგორიც არის კიბო ან გაფანტული სკლეროზი, მაშინ ოჯახის დანგრევის შანსი 6-ჯერ დიდია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქმარს დაუსვეს მსგავსი დიაგნოზი. გასაკვირი არაფერია: ქალებს შეუძლიათ მსხვერპლად შეეწირონ, მამაკაცებს კი, როგორც წესი, აშინებთ სხვისი ავადმყოფობა და პრობლემები.

ასევე, 17%-ის შემთხვევაში ქორწინება კრახით სრულდება, თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთმა თავის ქალის ტრავმა გადაიტანა. ალბათ, იმ შემთხვევაში, თუ ტრავმის შედეგად დარჩა ფსიქოლოგიური დაავადება ან ხასიათი მკვეთრად შეიცვალა.

გოგონას მშობლებს 5%-ით მეტი შანსი აქვთ განქორწინდნენ, ვიდრე ბიჭუნას დედ-მამას.
თუ ცოლ-ქმარს შორის ერთ-ერთი მწეველია, განქორწინების რისკი 75%-ით მაღალია, ვიდრე მწეველ ცოლ-ქმარს შორის.

თუ ცოლი ქმარზე 2-ით ან მეტი წლით უფროსია, განქორწინების ალბათობა 53%-მდე იზრდება, იმ წყვილებთან შედარებით, სადაც ქმარი 1 წლით უმცროსია ცოლზე ან სამი თუ მეტი წლით უფროსი მასზე.

ტყუპის მშობლები 17%-ით ხშირად ეყრებიან ერთმანეთს, ვიდრე ის ცოლ-ქმარი, ვისაც სხვადასხვა ასაკის შვილები ჰყავთ.

ჰომოსექსუალურ წყვილს 50%-ით მეტი შანსი აქვთ განქორწინდნენ, ვიდრე ჰეტეროსექსუალებს. ლესბოსური წყვილების 67%-იც ვერ აწყობს ოჯახურ ურთიერთობას.

გათხოვილი სამხედრო მოსამსახურე ქალების 6,6%-ს ოჯახი ენგრევა. მამაკაც სამხედრო პირებს კი – მხოლოდ 2,6%-ს. მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების ოჯახების დანგრევის პროცენტი 43%-ია, ხოლო მათემატიკოსების – 19%. მასაჟისტების 38% ვერ ინარჩუნებს ოჯახს, სტომატოლოგები კი მხოლოდ 8%-ის შემთხვევაში იყრებიან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s