კოჰაბიტაცია “ნაციონალებსა” და “ქართულ ოცნებას” შორის.ანუ რა ხდება ხაშურში?


download

2012 წლის 1 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და ” ქართულ ოცნებას” შორის არსებულ კოჰაბიტაციაზე დიდ ხანს მიმდინარეობდა მსჯელობა.ზოგს სჯეროდა მათი ბედნიერი თანაცხოვრების,ზოგს კი პირიქით აღიზიანებდა კიდეც ეს ყველაფერი.

თუმცა ეს ყველაფერი,რომ ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამებოდა ცოტამ  თუ იცოდა.ეს ფაქტი მას შემდეგ გამოააშკარავდა,როცა ხაშურის მაჯორიტარ დეპუტატ,ვალერი გელაშვილსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხაშურის ორგანიზაცის თვამჯდომარის ჟღურტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს რომ გასცდა! უკვე ყველამ ნათლად დაინახა არსებული რეალობა,თუმცა აღნიშნულ ფაქტზე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ისევ თვალი დახუჭა.ის რომ ხაშურში არაფერი გაკეთებულა,ამას ყველა ადასტურებს,რათქმაუნდა განწყობაც შესაბამისია.

დღეს, კი უკვე აღარავინ ერიდება ხაშურში გაცრუებულ იმედებსა და მატყუარა დეპუტატზე საუბარს.თუმცა რა შედეგი დაგგება ადგილობრივ არჩევნებზე,ამას მალე გავიგებთ.ბოლო ერთი წლის განმავლობაში,ხაშურში ყველა გახმაურებულ სკანდალში დეპუტატი ვალერი გელაშვილი ფიგურირებდა.ბოლო სკანდალი კი დამანგრეველი აღმოჩნდა,აღნიშნულ საკითხზე “ქრონიკა+” აქტიურად წერს რამდენიმე კვირაა.მათ აღმოაჩინეს ინკოგნიტო პირი,რომელმაც დეპუტატის  არაერთი მამხილებელი ინფრომაცია მიაწოდა “ქრონიკა+”_ს.აღნიშნულ მასალას უცვლელად გთავაზობთ:

“ვალერი გელაშვილმა ხაშურში ავტოსადგური იყიდა. როგორც ამბობენ, მის მფლობელს იაფად გამოსძალა. აგრეთვე ყოფილი დეპუტატის, ბაჩო ქიტიაშვილის წილებს დაეუფლა. საუბარია სპორტსკოლის შენობაზე, რომელიც გაფორმებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ, ვინმე კახა გოცირიძის სახელზე. სინამდვილეში, მისი მფლობელები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი როინ მახარობლიძე და საკრებულოს წევრი, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომან გრიგალაშვილი. ამ ხალხმა წინა ხელისუფლების დროს იაფად ჩაიგდო ხელში ბავშვებისთვის განკუთვნილი შენობა. ახლა ამ შენობის წილში ვალერი გელაშვილიც ჩაჯდა, ბაჩო ქიტიაშვილს წაართვა. რომან გრიგალაშვილს სხვა ბევრი იაფად შეძენილი ფართი ჰქონია ხაშურში, რომლებშიც წილში არიან საკრებულოს თავმჯდომარე,  ყოფილი „ნაციონალი“, გელაშვილის მიერ „გარესპებული“ დავით ლომიძე და როინ მახარობლიძე. როგორც ამბობენ, დავით ლომიძემ ვეტერანებს წაართვა და დაისაკუთრა ფართი ხაშურის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას. მოხუც ვეტერანთა თავმჯდომარეს ამ ფართის სანაცვლოდ 2000 დოლარი მისცა და შემდეგ აუქციონის სახით თვითონ იყიდა და სხვაზე გააფორმა.

„ქრონიკა+“-ისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციით, ერთი კვირის წინ ხაშურის სავაგონო დეპოდან ვალერი გელაშვილმა გაიტანა ბეტონის ფილები – „სიმკარები“. ხალხმა დაინახა, რომ დეპუტატი თვითონაც იქ იმყოფებოდა, როცა ფილები მანქანებით გამოჰქონდათ. გელაშვილი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ქონებას.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა, როინ მახარობლიძემ და ამჟამად საკრებულოს რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ, ამერიკის ათწლიანი ვიზები აიღეს. თეთრ სახლში მიწვევაზე რა გითხრათ, მაგრამ ვალერი გელაშვილს უთქვამს, სანამ მე ვარ, ვერავინ შეგეხებათ და მერე ამერიკის ვიზები კი გაქვთ 10-წლიანი და მიხედეთ თქვენს თავსო.

გელაშვილი ამერიკაში არ წავა, აგერ არის ბალტიისპირეთი. სხვას უკეთებს ვიზებს და თვითონ რა გაუჭირდება? როგორც ამბობენ, ლიტვის ვიზებს 2000 ევროდ აკეთებს. მართალია, უკვე ვწერდით, რომ მევახშეობიდანაც შედის ფული და საროსკიპოდანაც, მაგრამ, მოგეხსენებათ, ოჯახი ხრამიაო და ვიზებში აღებული ფულიც ოჯახის საქმეს წაადგება. მოკლედ, მისი კუთვნილი ფირმიდან, რომელიც ლიტვაშია განთავსებული, მოდის მოწვევები, ეგრევე აძლევენ ხალხს ვიზებს და გელაშვილიც ფულს აკეთებს.

გელაშვილის ჩამოყალიბებულ დასუფთავების სამსახურში მუშაობს ვინმე აჩიკო გოგალაძე. წყაროს ინფორმაციით, თურმე, მთვრალი დარბოდა სახელმწიფო მანქანით, რის გამოც ხუთი დღით წაურთმევიათ მანქანა. საშინელ დღეს აყრის დასუფთავების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით, თურმე, ხმას არ იღებენ. „ნაციონალების“ ლიდერს, მახარობლიძეს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით რაღაც უსიამოვნება ჰქონია სამართალდამცველებთან, რომელიც გელაშვილს მოუგვარებია, თუმცა რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ არ მომხდარიყო, თავი დაუზღვევია და ერთი თვით ეგვიპტეშიც გადაუმალავს. იქ ფარაონთა სამარხებს სწავლობდა, თუ სფინქსის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობდა, ეს უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ხაშურში დაბრუნებული მახარობლიძე არჩევნებზე, თურმე, „ნაციონალებს“ დაახმარს ადგილობრივ რესპუბლიკელებს, რომ ისედაც მყარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარონ”.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s