“შეზღუდული უნარი”…


1545986_677932525563160_1320531000_n

ძალიან რთულია უთხრა ადამიანს,რომ არის “უნარ შეზღუდული”,მაშინ როცა  მას უბრალოდ გადაადგილება არ შეუძლია….

სულ რამდენიმე წუთით რომ დავფიქრდეთ,ადვილი მისახვედრია რას ნიშნავს მათთვის თავისუფლების დაკარგვა! და ამ პრობლემაზე ხაზის გასმა პირდაპირ ჩვენს უსინდისობაზე მეტყველებს,გულწრფელად გითხრათ ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ვართ,რაც ჩემში დიდ გაოცებას იწვევს.. ვგულისხმობ იმას,რომ როცა მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანი აღმოჩნება ჩვენს გარშემო მაშინვე ვცდილობთ რაიმე სახის დახმარება აღმოვუჩინოთ,იმ შემთხვევაშიც კი მას ეს სჭიდება თუ არა! ამაზე კი ეს ადამიანები არაერთგვაროვნად რეაგირებენ,ზოგისთვის ეს სრულიად მისაღები და სასურველია,თუმცა არის კატეგორია,რომლისთვისაც ეს ჩვენი ქმედება მათთვის გამაღიზიანებელიც კია!

ჩემი აზრით, ამ ხალხს ჩვენი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უფრო ჭირდებათ,რათა მათ საზოგადოებისგან გარიყულად არ იგრძნონ თავი.

2012 წელს მე საშუალება მომეცა გამეცნო ადამიანი,რომელსაც უბრალოდ გადაადგიების პრობლემა ჰქონდა.გულწრფელად გეტყვით მე გამაოცა მისმა ენთუზიაზმმა და სიხალისემ.მე მის ადგილზე სულ მცირე სიცოცხლის სურვილს დავკარგავდი.

ის მაქსიმალურად ცდილობდა,იქ მყოფი საზოგადოების გამხიარულებას,და თავისი უშუალო ხასიათის გამო ,ის სიბრალული,რომელიც თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლა მის მისამართით მაშინვე გააქარწყლა. გულწრფელად ვამბობ მე ძალიან მშურს ასეთი ადამიანების,ანუ ადამიანების რომლებისთვისაც ადამინური ღირებულებები უფრო ფასეულია ვიდრე უბრალოდ გადაადგილება და საზოგადოებრივი აზრი…

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s