ნუ პირდაპირ კოშმარია რააა…


არ ვიცი საიდან შეიძლება დავიწყო…

მაგრამ ერთი ნაღდად ვიცი,რომ ამ პოსტში მოღალატე და უსუნდისო ადამიანებს გადავუვლი,როგორც ტრაილერი…

ჯერ ერთი ძალიან მაინტერესებს,როცა ამ ქვეყანაზე არაფერი გადარდებს რატომ უნდა იყო ან გერქვას ცოცხალი?!

და კიდევ როგორ უნდა გაქაჩო ადამიანებთან ურთიერთობა?

მე პირადად,ყოველთვის ვფიქრობდი,რომ არ არის აუცილებელი გაითვალისწინო ვინმეს აზრი,ეს ვინმე ხშირ შემთხვევაში მეზობელი,დეიდაშვილი ან ბიძაშვილია?ან რატომ უნდა მოიქცე ისე,როგორც სხვას უნდა?

ამ შემთხვევაში ხომ მე ის არ ვიქნები ვინც რეალურად ვარ?

მე ხომ მსგავსი საქციელით დავკარგავ ადამიანის სახეს?თუკი რათქმაუნდა საერთოდ შერჩენილი მაქვს?

დღეს ერთმა ქალბატონმა საკუთარი ამბავი მიამბო და მას შემდეგ შოკში ვარ….

ეს ადამიანი ცხოვრობს ცხოველთან ერთად,რომელსაც ქორწინების მოწმობაში მის მეუღლედ მოიხსენიებენ…

ეს ადამიანი უძლებს არაერთ დამცირებას,შეურაწყოფას სიტყვიერს,ფიზიკურს,რომელიც არც მეტი არც ნაკლები 3 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ხორციელდება,უფრო მეტიც ხშირად ეს ძალადობა სექსუალური სახიათისაა….

სულ სამი რამ მაინტერესებს:

1.რატომ გააჩინა 3 შვილი ქალმა,რომელიც გამუდმებით ძალადობის მსხვერპლი იყო?

ეს ხომ ქალის გაუნათლებლობაზე მეტყველებს,ნურავინ შემედავებით,მეც ვიცი შვილები დიდი ბედნიერებაა ქალისთვის თუმცა,ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ოჯახში გაუთავებელი დაპირისპირების გამო პატარებს უნადგურდებათ ფსიქიკა,შემდეგ კი გვიკვირს,საიდან არიან ჩვენი შვილები ასეთი აგრესიულები და დაკომპლექსებულები?

2.რატომ მიაჩნია,რომ თუკი ქმარს გაშორდება ამით ქვეყანა დაინგრევა?

ხომ,ზუსტად მსგავსი რეაქცია ქონდა როდესაც მე ეს კითხვა დავუსვი და პირველი,რაც მე მან  ითხრა იყო ის,რომ ვერ შეძლებდა ამას…

ჩემთვის მართლაც გაუგებარია,რატომ უნდა იყო მაზოხისტი და რატომ უნდა აიტანო ქალმა ძალადობა,როცა შესაძლებელია იყო ბედნიერი მის გარეშე?

რატომ უნდა მიაქციო სხვის აზრს ყურადღება და რატომ უნდა იფიქრო ვინ რას იტყვის შენზე?! და ის სხვები გეხმარებიან,როცა ქმარი სიფატს გიერთიანეებს?აშკარად ლოგიკური კითხვაა,თუმცა ამაზე მსხვერპლ ქალთა 10 პროცენტსაც კი არ აქვს პასუხი?

მესმის ძნელია დაანგრიო ოჯახი,თავიდან დაიწყო ყველაფერი! ისიც მესმის,რომ გადაღლილ და გონებამიხდილ ადამიანებს აღარ შესწევთ ამის ძალა,მაგრამ….. მააგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას, თანაც რაც შეიძლება მალე!!!!

სულ გაქნეულ წიხლზე უნდა დაიკიდო მოძალადე ქმარიც,ჭორიკანა ახლობელ-მეზობლებიჩ და მთელი ძალით შეუტიო ცხოვრებას,რათა ისევ ფეხზე დადგე,რათა ისევ დაგაფასონ და მიგიღონ საზოგადოების სრულფასოვან წევრად!!!

დიახაც უნდა დაიკიდო,რომ იყო ბედნიერი,უნდა დაიკიდო,რომ იგრძნო ის თავისუფალი დღეები,რომელსაც იმ მხეცისგან მოშორებით ატარებ…….

3.და ბოლოს ეს მართლა მაინტერესებს….. რატომ ამბობენ ქალები,ქმარი მცემს მაგრამ მაინც მიყვარსოო?

აი ეს ფრაზა ჭკუიდან მშლის!!! ოღონდ მართლა!!!!

კაცები,რომ უგულო არსებები  არიან ამაზე აქვე შევთანხმდეთ!!!!

მაგრამ ეს არსებები მხოლოდ მაშინ შეიძლება გიყვარდეს,როცა გაფასებს,როცა პატივს გცემს,როცა უყვარხარ და როცა შენზე ისე ზრუნავს,რომ თავი უბედნიერესი ქალი გგონია…

ჩემი აზრით კაცი კარგი ავეჯია ოჯახში,ანუ თუ გაქ კარგია და თუ არა,არც ეგაა კატასტროფა…. ამაზე დარდი ყოველ შემთხვევაში ნაღდად არ ღირს!!!

აი როგორ შეიძლება გიყვარდეს არსება,რომელიც სიფათს დღეში 9ჯერ გიერთიანებს,ამაზე პასუხი არ მაქვს…….

და არც მინდა ამას ძალიან ჩავუღრმავდე,რადგან ვერანაირი მსჯელობით ამ აზრამდე ვერ მივდივარ…

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s