სკანდალი გორში…


,,შარვალ-კოსტუმი რომ ჩაიცვი და ჰალსტუხი გაიკეთე, თავი მერი ხომ არ გგონია უკვე” – ასე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა გორის მერობის კანდიდატს, ნაციონალური მოძრაობიდან არჩილ საბიაშვილს. საკრებულოს წევრების კამათი 2014 წლის 8 მაისს ბიუროს სხდომაზე მოხდა. დაპირისპირება გორში, ლომჭაბუკის ტერიტორიაზე განთავსებულმა ავტოსადგომმა გამოიწვია.

არჩილ საბიაშვილი ამბობს, რომ ტერიტორიაზე, სადაც მწვანე საფარი უნდა იყოს, უკანონოდ განთავსებულია ავტოსადგომი, მანამდე იქ გარევაჭრობა იყო გაჩაღებული. მან საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს და მის მოადგილეს უთხრა, რომ ამ საკითხზე ხმა ამოეღოთ. როსებაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხს წლებია საკრებულოს წინაშე აყენებს. ის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდანაა” წარდგენილი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s