რაში ხარჯავენ “დაზოგილ მილიონებს” წინასაარჩევნოდ გორში?


images (1)

2014 წლის აპრილსა და მაისში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით 1 მლნ 500 ათასს ლარის სამუშაოები უკვე დაგეგმა. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს შესყიდვების სააგენტოში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოაგროვა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, აპრილამდე ჩატარებული ტენდერებიდან, გამგეობას დაახლოებით 2 მლნ ლარი დანაზოგი ჰქონდა.

2014 წლის 7 მაისს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა კომპანია ,,ვერელი +”-სთან, შინდისის გზატკეცილზე (დაახლოებით 1200 გრძივ მეტრზე) მდებარე გაზონების რეაბილიტაციის შესახებ, ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ნინო წეწვაძემ კომპანიის ხელმძღვანელს წერილობით 2 მაისს აცნობა. სამუშაოს ღირებულება 130 ათასი ლარი იქნება. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, #14-დან 26-ე საცხოვრებელი კორპუსების წინ ძველი ბორდიურების დემონტაჟი მოხდება და დამკვეთთან შეთანხმებით ახალი დეკორატიული ბეტონის ბორდიურები მოეწყობა. ასევე ტროტუარებზე ასფალტბეტონიანი საფარი, გაზონებში მცენარეული გრუნტის შეტანა და კოინდარის დათესვა, ონკანების და შტუცერების დაყენება, საპარკე სკამების და ურნების მოწყობა იგეგმება. ასევე სასმელი წყლის სოკო და ელექტრობოძებზე ლამპიონები დაიდგმება. სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს.

2014 წლის 30 აპრილიდან გორის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისია, კომპანია ,,დიკა 2010″-ის დირექტორისგან, გორის საჭიდაო დარბაზის დასრულების სამუშაოებზე დაზუსტებულ ფასების ცხრილს ელოდება. აღნიშნულმა კომპანიამ 126 128 ათას ლარად გორის საჭიდაო დარბაზი 90 დღეში უნდა დაასრულოს. კომპანიას ფასების ცხრილი ჯერ არ წარუდგენია, შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმება გვიანდება.

2014 წლის 7 მაისს გაირკვევა იმ კომპანიის წარმომადგენლების ვინაობა, რომლებიც გორში ერთ-ერთი დიდი პარკის, ,,ახალ ბაღის” ტერიტორიაზე ასფალტის საფარს დააგებენ. სამუშაოების პირველადი ღირებულება 148 360 ლარს შეადგენს. მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა დასრულდეს. სკვერში ასფალტი, ფაქტობრივად, 15 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

2014 წლის 8 მაისს გამოიკვეთება ის კომპანია, რომელიც ქ.გორში გურამიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის და ტროტუარის მოწყობის სამუშაოებს დაიწყებს. სამუშაოების პირველადი ღირებულება 85 ათასი ლარია და მისი ხარჯვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, არხები და ტროტუარები უნდა შეკეთდეს 26 მაისის სანაპიროდან, გადაკვეთოს ქართლის, ამილახვრის, თამარ მეფის და ჭავჭავაძის ქუჩები. სიგრძე 1 კმ-მდე აღწევს.

2014 წლის 8 მაისს გამოიკვეთება ის კომპანია, რომელიც გორში იოსებიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას შეასრულებს. სამუშაოების ღირებულების თავდაპირველი ფასი 800 000 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. იოსებიძის ქუჩაზე, რომლის სიგრძე 849 მ-ზეა გაზომილი, გზასთან ერთად, ტროტუარებიც მოეწყობა, ძველ ხეებს მოაცილებენ, მე-5 სკოლასთან ავტოსადგომს გამართავენ, ჭებს გაასწორებენ, ეზოების შესასვლელებზე თხევად ბითუმს მოასხამენ, გამაფრთხილებენ საგზაო ნიშნებს დააყენებენ და გზებს დახაზავენ. ანალოგიური სამუშაოებს ჯავახიშვილის ქუჩაზეც გეგმავენ.

2014 წლის 8 მაისს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც გორში შადრევნების ექსპლუატაციას განახორციელებს. სამუშაოების თავდაპირველი ღირებულება 12 ათასი ლარია. 6 თვის განმავლობაში გამარჯვებულმა კომპანიამ შემდეგ შადრევნებს უნდა მიაქციოს ყურადღება: სტადიონის ცენტრალური შადრევანი, სტადიონის მიმდებარე შადრევანი, კვერნაკის დასახლებაში მდებარე შადრევანი, შიოს წყაროსთან მდებარე შადრევანი, ბარათაშვილის ძეგლთან მდებარე შადრევანი და თეატრის სკვერში მდებარე შადრევანი.

2014 წლის 18 მაისს გამოვლინდება კომპანია, რომელიც გორის ციხესთან არსებული სკვერისა და დეკორატიული კედლის რეაბილიტაციას განახორციელებს. სამუშაოების თავდაპირველი ღირებულებაა 90 540 ლარი. გამოიცვლება და მოპირკეთდება კედელი, სკვერში დაზიანებული ყორექვის ქვებს გამოცვლიან, აღადგენენ სკამებს, დეკორატიულ ღობეს დააყენებენ, მცენარეულ გრუნს შეიტანენ და კოინდარს დათესენ. დეკორატიულ სამ სანათს დააყენებენ და ა.შ; სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს.

2014 წლის 25 მაისს კი გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც გორში დაზიანებული ასფალტს ორმოულად ამოავსებენ. წინადადებების მიღება 24 აპრილს დაიწყო. ერთ თვიანი ლოდინის შემდეგ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულების თავდაპირველი ფასი 112 600 ლარია. მაისის ბოლოს შემდეგი ქუჩების ორმოები ამოივსება: ,,სტალინის, აღმაშენებლის, გორგასლის, თამარ მეფის, ფარნავაზის, გურამიშვილის, გმირების, სამების, კირიონ მეორის, მშვიდობის, თბილისის, რაზმაძის, რკინიგზის სადგურის, სუხიშვილის, ტყვიავის, ქუთაისის, ყაზბეგის, ყოფიანის, შინდისის, ცაბაძის და რომელაშვილის ქუჩები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s