უთანხმოება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის…


download (1)

ამ წუთებში საპატრიარქოს საგანგებო განცხადება გავრცელდა, რომლითაც წმინდა სინოდი და უმაღლესი სასულიერო იერარქები მართლმადიდებელ მრევლს მარილის შეწირვას სთხოვენ.

“სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა,
ამინ.

დანო და ძმანო, შვილებო,

დედა სამშობოლო და ეკლესია გასაჭირშია. ქუთაისში თავმოყრილი გარყვნილი პარლამენტარები სულ მალე მიიღებენ ანტი-დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ანტი-ქართული და ანტი-ეკლესიურია. ამის შესაჩერებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის შენობის კვეთებულით გამოლოცვა და ბოროტის განდევნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან.

გამოლოცვისათვის საჭიროა ბოროტი გამოიკეტოს ერთ ადგილას, ამ შემთხვევაში – პარლამენტის შენობაში. სწორედ ამიტომ, დღეს, ისე როგორც არასდროს, დედა ეკლესიას ესაჭიროება მისი თითოეული შვილის დახმარება. ბოროტის დასამწყვდევად საჭიროა პარლამენტის შენობას შემოერტყას მარილის წრე. იქიდან გამომდინარე, რომ შენობა დიდია, გვესაჭიროება დიდი რაოდენობის სუფთა მარილი. დედა ეკლესია გაძლევთ კურთხევას, თქვენს სახლებში არსებული მარილი მოაგროვოთ და მიიტანოთ საქართველოს საპატრიარქოსთან ან სამების საკათედრო ტაძართან.”

საპატრიარქოში განაცხადეს, მარილი შეიძლება იყოს როგორც იოდირებული, ასევე არაიოდირებული, მთავარია კეთილი განზრახვითა და გულით იქნეს მიტანილი საერთო საქმისთვი. მარილის მიღება დღეს საღამომდე გაგრძელდება და როგორც კი საჭირო რაოდენობა მოგროვდება მასალის ჯერ კურთხევა, შემდეგ კი ქუთაისში ტრანსპორტირება მოხდება.  როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთადერთი პარლამენტარი, რომელიც მარილის წრის გარეთ დარჩება გედევან ფოფხაძეა. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s