რა ხდება კასპში? საუბნო საარჩევნო კომისიებს დეპუტატი და მაჟორიტარობის კანდიდატი აკომპლექტებენ


download (2)

,,ისეთი ხალხი ჩასვეს უბნის წევრებად, რომლებიც წინა არჩევნებზე ზოგი ბეჭედს, ზოგი ბიულეტინებს ,,კარგავდა”. გამოცდილ და პატიოსან ხალხს კი არ აძლევენ მუშაობის საშუალებას” – აცხადებს თამარ კაჭიური, რომელსაც კასპის მე-3 უბნის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნაზე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი განუცხადა. თამარ კაჭიურმა საჩივარი ცესკოში შეიტანა და იმ კონკრეტულ გვარებს ასახელებს, რომლებმაც, მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიას დასანიშნად საკუთარი სიები მიაწოდეს.

,საუბნო საარჩევნო კომისი ის წევრების სია საოლქო კომისიას ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრო გზირიშვილმა და ასევე დანამდვილებით ვიცი, რომ რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ონოფრიშვილმა წარუდგინეს. თითქმის ყველა არჩევნებზე, შარშან საპრეზიდენტოზე, იმის წინ საპარლამენტოზე კომისიის წევრად ვიყავი. არც ერთი საჩივარი ჩემს წინააღმდეგ არ არსებობდა. უფრო ადრე ჩატარებულ არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან ვიყავი წარმომადგენლად. მაქვს უმაღლესი განათლება და სათანადო ცოდნა იმისა, რომ როგორც კომისიის წევრმა ნებისმიერი საარჩევნო უბნის მუშაობა ნორმალურად და კანონის ფარგლებში ჩატარება უზრუნველყოს. სამწუხაროდ, ჩემს მაგივრად კასპის მესამე უბანზე ისეთი ადამიანები დანიშნეს, რომლებიც მანამდე ხან ბეჭედს იპარავდნენ, ხან რას აკეთებდნენ, ხანს რას. ეს უბანი თავისი დარღვევების გამო ბევრჯერ ჩაშლილა და ამაში იმ ოპოზიციურ წარმომადგენლებს მიუძღვის წვლილი, რომლებიც ამ უბანზე, ჩემი სახით, მუშაობდნენ” – განაცხადა თამარ კაჭიურმა.

ცესკოსთვის წარდგენილ საჩივარში თამარ კაჭიური უთითებს, რომ საუბნო კომისიების ამჟამინდელ წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდომარის ,,სტაჟიორი” მოადგილე სხვების დავალებით არჩევს. 

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გურასპაშვილი ამბობს, რომ საუბნო კომისიების შემადგენლობა საოლქო საარჩევნო კომისიის 13-მა წევრმა შეარჩია: ,,ჩემს გარდა საოლქო კომისიაში 12 კაცია. შერჩევა ხმის მიცემით მოხდა. რატომ არ შეარჩიეს თამარ კაჭიური უბნის წევრად, მათ მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. რა თქმა უნდა, კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქოვდა, ოღონდ ერთმანეთში. ეს კონსულტაციები ეხებოდა იმას, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შესაფერისი წარმომადგენელი ამა თუ იმ უბანზე” – აცხადებს საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

თამარ კაჭიურმა იცის, რომ საოლქო კომისიაში მას ამ ეტაპზე მხარი, მხოლოდ, ექვსმა წევრმა დაუჭირა. ის საჩივართან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილებას ელოდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s