სად გაქრა ვალერი თელია?


7202_610097289022802_70971211_n

 

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი,ბატონი ვალერიან თელია რამდენიმე თვის წინ გადააყენეს დაკავებული თანამდებობიან.რა გახდა მისი ჩამოშორების მიზეზი,დღემდე არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მის გადაყენებას წინ უძღვოდა,გახმაურებული დაპირისპირება “საია”_სთან.

საბოლოოდ კი გავრცელდა განსხვავებული ვერსია,რომელიც “ქრონიკა +” მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გამოაქვეყნა.სადაც ასევე ფიგურირებს ვალერი თელიას სახელი.სკანდალურ აუდიო ჩანაწერში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძისა და „სახალხო კრების“ წევრის ლაშა ამირეჯიბის შეხვედრის დროსაა გაკეთებული. გაზეთის ინფორმაციით შეხვედრა ნუგზარ ფოფხაძის სახლში შედგა და მას ფოფხაძე და ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილიც ესწრებოდნენ. როგორც გაზეთის რედაქტორის ელისო კილაძის მინაწერიდან ირკვევა, ეს შეხვედრა მაისში შედგა და ჩანაწერი მასთან უკვე ხუთი თვეა ინახება.

გელა ხვდელიძის, ლაშა ამირეჯიბის, ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშვილის შეხვედრის აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე,ბიზნესწილებსა და გავლენებზეა საუბარი. ხშირად სახელდება გიახუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის გვარები- „დღეს არის ასეთი სიტუაცია: ხუხაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი და რამდენიმე კაცი…“ ამბობს ლაშა ამირეჯიბი. ფარულ აუდიო ჩანაწერში ბიზნეს წილების თემაზეა სევე, კვერცხის ბიზნესის შესახებ აქტიურად საუბრობს შეხვედრი სოთხივე მონაწილე:

ლაშა ამირეჯიბი: „მე ერთ რამეს გეტყვი: მე მაქვს გადაწყვეტილი,ხელი შევუშალო გია ხუხაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს,ვიღაცის ბიზნესში აფათურონ ხელი და ფული წაართვან.მე მაგას გავაკეთებ გაზეთებში ყოველდღე.“

ნუგზარ ფოფხაძე: „ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი.მისი გუნდის უბედურებაც და ბედნიერებაც ის არის, ვიღაცებმა ხელი უნდა შეიხოცონ კარგზეც და ცუდზეც.“

ლაშა ამირეჯიბი:“კვერცხების ამბავსაც ხომ წაიკითხავთ? სააღდგომო კვერცხები უნდა ამ ხუხაშვილს…მას უნდა“.

გელა ხვედელიძე:“თბილისი“?

ლაშა ამირეჯიბი: „მთლიანად, ქართული წარმოებაც დაბრიდოს და იმ კვერცხზე იმპორტის რეჯიმში უნდა იმუშაოს“…

ნუგზარ ფოფხაძე „…შენ რომ ხუხაშვილზე და ნაცვლიშვილზე ყვები,რაც მე მაქვს პუბლიკაციები,დაიჭერენ ორივეს.დღეს სიტუაცია არის ისეთი,დასრულდეს ამათ დედაც..და მერე ვინც ოპოზიციაში არ წავიდეს… როცა მინდა ნაცვლიშვილს მაშინ მ…დედას, ხუხაშვილს ვერა,ნაცვლიშვილთან ჩემი ანგარიშები მაქვს ეს არის ნარკომანი, გალეშილი ნაძირალა“…

მთავრი პროკურორის პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ნარკოტიკებთან დამოკიდებულების საკითხს ლაშა ამირეჯიბიც ეხება, მისი ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა ნაცვლიშვილს გაფრთხილებაც მისცა- „რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ეძახის ლაშა ნაცვლიშვილს და ეუბნება,-შენ მო…დედის პრ…ნარკოტიკს არ გაეკარო…“

ფარულ აუდიო ჩანაწერში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნებზეცაა საუბარი, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ არ იყვნენ დაკავებული. ერთ-ერთი ვერსიით მათი და მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ ამ დღეს დაიგეგმა:

„ …იმაში გავერკვიოთ,სოფლის მეურნეობაში რა ხდება დღეს. ის ტრაქტორები სადაც უნდა მოხნულიყო,რომელსაც  მე ვიძიებ ახლა და დავიჭერ რამდენიმე დღეში, რა უნდა მოხნულიყო?ის ვაუჩერები რომ დაარიგეს,საიდან მოდის, როგორ მოდის ეს ფული?60 ლარიან ვაუჩერს ყიდიან…“-ამბობს გელა ხვედელიძე, შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით მიმდინარე მოვლენები და საკადრო პოლიტიკა, ხვედელიძის, ამერიჯიბის, ფოფხაძისა და მამაცაშვილის შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემაა:

ლაშა ამირეჯიბი:“…მე ვუთხარი ირაკლი ღარიბაშვილს რომ თელია არის მორფინისტი.მან მიპასუხა,- ვიცი ძალიან კარგად, მაგრამ ტაბატაძემ დამანიშნინაო…“

ნუგზარ ფოფხაძე: „..რაც შეეხება თელიას,იქ როცა დადგმული იყო სპექტაკლი,”საიას”დედა მოვ… მე, არ შეიძლებოდა მისი განთავისუფლება, იმ მომენტში, არ შეიძლებოდა!“

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s