სამართლებრივი ,,ომი” ოქრუაშვილსა და ცესკოს შორის


images

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით  ირაკლი ოქრუაშვილი,გორის მერობის კანდიდატობიდან მოიხსნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება 2014 წლის 22 აპრილს მიიღეს.

ოქრუაშვილმა გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სააღრიცხვო ბარათი 2014 წლის 18 აპრილს შეავსო. 2014 წლის 19 აპრილს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა საბუთები და დოკუმენტაცია შეამოწმა, დარწმუნდა მის სისწორეში და მერობის მსურველი კანდიდატი ოფიციალურად დაარეგისტრირა.მალხაზ მირუაშვილის თქმით,მის კომპეტენციაში არ შედის ინფორმაციის გადამოწმება.რის შემდეგადაც,თავის განკარგულებას ცესკოში გასაჩივრების ერთ დღიანი ვადა მისცა.

19 აპრილის განკარგულება 20 აპრილს ორმა პიროვნებამ, პოლიტიკური გაერთიანება ,,სამართლიანი საქართველოსთვის” სერგო ჯავახაძემ და სახალხო პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ, გაასაჩივრა. საჩივრებში ორივე მათგანი უთითებს, რომ გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ოქრუაშვილის დარეგისტირების ფაქტი საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. კერძოდ:

,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად – მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში” – წერს საჩივარში მამუკა გიორგაძე.

,,ვინაიდან საზღვარგარეთ მცხოვრები ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 2012 წლის ნოემბრის ბოლოს დაბრუნდა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მას ჯერ კიდევ არა აქვს შესრულებული საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების სტაჟი.” – წერს თავის საჩივარში სერგო ჯავახაძე. ამ გარემოებების გათვალისწინებით მამუკა გიორგაძე და სერგო ჯავახაძე ცესკოს სთხოვდნენ, რომ გაეუქმებინათ გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება.

აღნიშნულ საჩივარს,ოქრუაშვილმა განცხადებით უპასუხა:

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანხმად, რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით. ქალაქ თბილისის მერობის არჩევნებისას კი ცესკოს განკარგულებით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება წარმოადგენს გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას. იმ პირობებში, როდესაც დაინტერესებულ პირებს გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის არ წარუდგენიათ საჩივარი ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო რეგისტრაციიდან გაუქმების მოთხოვნით; მასზე (რესგიტრაციის გაუქმების საკითხზე) არ უმსჯელია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და არ მიუღია გადაწყვეტილება, ცესკო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს რეგისტრაციის გაუქების საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება” – სწერს ოქრუაშვილი ცესკოს.

ოქრუაშვილის მიერ მითითებული მუხლი (167-ე მუხლის მე-10 პუნქტი) ამოქმედდა 2014 წლის 7 მარტს. ის კანდიდატის რეგისტრაციის დადგენას, რესგიტრაციის გასაჩივრებას და გაუქმების ახალ წესებს ეხება. ოქრუაშვილის მტკიცებით, რესგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესების დაცვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ამ შემთხვევაში მალხაზ მირუაშვილის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და არა ცესკოს თავმჯდომარის. ამდენად მისი თქმით, რეგისტრაციის გაუქმება მალხაზ მირუაშვილს უნდა მოეხდინა.

საარჩევნო კოდექსში არსებობს კიდევ ერთი მუხლი, 77-ე მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის გადაწყვეტილება ცესკოში საჩივრდება. ეს მუხლი საარჩევნო კოდექსში 2011 წლის 27 დეკემბრიდანაა ძალაშია, მასში ვკითხულობთ:

,,77-ე მუხლი, პუნქტი 4. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.”- ასეთია 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის ფორმულირება.

ოქრუაშვილს მიაჩნია, რომ 77-ე მუხლთან შედარებით უპირატესობა 167-ე მუხლს ენიჭება, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ახალი მიღებულიაო.

რაც შეეხება 167 მუხლს, რომლითაც ოქრუაშვილი აპელირებს,ასე გამოიყურება:

,,რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თ უ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ: ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია; ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის/გამგებლობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის/გამგებლის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები (კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან) და დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის (ამომრჩევლის მოსყიდვა) ან 48-ე მუხლის მოთხოვნები წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ ის საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ის რეგისტრაციაში გაეტარებინა. 167-ე მუხლში წერია, რომ თუკი საბუთებში მითითებული მონაცემები არასწორია, მაშინ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციას აუქმებს. მალხაზ მირუაშვილი ამბობს, რომ მას არავითარი დოკუმენტი ჰქონდა იმის დასამტკიცებლად, რომ ოქრუაშვილის საქართველოში მუდმივად ცხოვრების ფაქტი ,,არასწორად” ჩაეთვალა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s