STOP!!!! პოლიციელია…..


images (4)

ამ ინსტრუქციაში განვიხილავთ სხვადასხვა სავარაუდო სიტუაციებს, რომლებშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ პოლიციის თანამშრომელთან ურთიერთობის დროს.

  • დასაწყისისათვის პოლიციელს მოსთხოვეთ გიჩვენოთძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლობის დამადასტურებელი საბუთი. იყავით ძალიან თავაზიანი, უკიდურეს შემთხვევაში თქვით, რომ ერიდებით თაღლითებს და ამ მიზეზით ინიშნავთ თანამშრომლის მონაცემებს.
    ამავდროულად ამოიღეთ ბლოკნოტისაწერკალამი და ჩაინიშნეთ: წოდება, სახელი–გვარი–მამისსახელი, მოწმობის სერია და ნომერი… ძალიან ხშირად პოლიციელები ფრთხებიან და მხოლოდ გამარჯობა–ნახვამდის თქმით შემოიფარგლებიან.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მაინც გეპატიჟებიან პოლიციის განყოფილებაში, დაემორჩილეთ! თუ გთხოვენ საბუთის წარდგენას, წარადგინეთ!
    არც იფიქროთ, რომ თქვათ: “არ წამოვალ განყოფილებაში”, “არ წარმოვადგენ პასპორტს(მოწმობას)”, და ა.შ. განსაკუთრებით მოწმეების თანდასწრებით. თქვენი მოქმედებები შეიძლება და იქნება მიღებული, როგორც “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა” და თქვენი დაკავება შესაძლებელი გახდება 15 დღემდე ვადით.
  • თუ მოხდება ისე, რომ პოლიციელი გადაწყვეტს თქვენს გაჩხრეკას, ჯიბეებში ხელის ჩაყოფას, შეახსენეთ მას “უცოდინარს”, რომ ჩხრეკა ნებადართულია მხოლოდ 2 “მცოდნეს” თანდასწრებით დააუცილებლად პროტოკოლის შედგენით.
    იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი კაცი დაიწყებს ქალის ჩხრეკას, თამამად გამოეთავისუფლეთ და იყვირეთ: “მიშველეთ, მაუპატიურებენ”. კაკონის მიხედვით ჩხრეკა და პირადი დათვალიერებაუნდა განახორციელოს მხოლოდ იმ სქესის წარმომადგენელმა, რომლის წარმომადგენელიც მოქალაქეა.
  • არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ ეჩხუბოთ პოლიციელს. დაარტყით, ხელი ჰკარით, მოიშორეთ ბიძგით – ყველა ეს მოქმედება შეიზლება და იქნება კვალიფიცირებული (აღქმული) როგორც“წინააღმდეგობის გაწევა” და “პოლიციელზე თავდასხმა”, რომელიც სისხლის სამართლის კანონით ისჯება ვადით 5 წლამდე.
  • საბოლოო ჯამში თუ თქვენ მიგიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, განაგრძეთ კითხვა, რათა გაიგოთ იქ მოქცევის წესი.
    ძალიან თავაზიანად, მაგრამ ამავდროულად დაჟინებით მოითხოვეთ დაკავების პროტოკოლისშედგენა. ყოველგვარი განცხადების წარდგენის გარეშე თქვენი დაკავების უფლება აქვთ 3 საათისგანმავლობაში.
  • აუცილებლად მოაწერეთ ხელი დაკითხვის პროტოკოლს, იმ შემთხვევაში თუ მოგაწოდეს ხელმოწერისათვის. ნუ შეგეშინდებათ, ხელმოწერა მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ იცის იმის შესახებ რაშიც გადანაშაულებენ.
    გრაფაში “კანონდამრღვევის ხელმოწერა”, სიტყვა “დამრღვევის” შეცვალეთ სიტყვით“მოქალაქის”.
    თუ რამეში არ ეთანხმებით, თამამად დაწერეთ: “არ ვეთანხმები”“არ დამირღვევია”“არ დავმთვრალვარ” და ა.შ.
    იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის თანამშრომელი თავად არის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, მოგაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, აუცილებლად მიუთითეთ!
    თვალი ადევნეთ, რომ გრაფაში “მოწმეები” ჩაწერილები იყვნენ ისინი, ვინც იმყოფებოდა იქვე დაკავების მომენტში.
  • მ შემთხვევაში, თუ პროტოკოლში მითითებული იქნება, რომ თქვენ იმყოფებოდით ალკოჰოლური ანნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, არც კი ეცადოთ შეწინააღმდეგება.
    კანონის შესაბამისად გამაბრუებელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა უნდა დააფიქსიროსექიმმა.
    თუ სამედიცინო დასკვნა არ არის, მაშინ ნებისმიერი ადვოკატი ასეთ ბრალდებასყოველთვის.გაასაჩივრებს.
  • იმისათვის, რომ არ დაკარგოთ თქვენი ძვირფასი ნივთები, ზრდილობიანად მოითხოვეთ თქვენთვისჩამორთმეული ნივთების ჩანაწერის შედგენა.
  • იმის შემდეგ, როცა უკვე გამოგიშვეს, დაიქირავეთ ადვოკატები, მიმართეთ პროკურორს, მოძებნეთ მოწმეები. ნუ მიანდობთ ყველაფერს ბედს.

და ბოლოს,გაითვალისწინეთ:

    • მთავარია იყოთ მშვიდად და არ ინერვიულოთ.
    • დაიმახსოვრეთ, თქვენ ყველაფერში უდანაშაულო ხართ.
    • სასურველია ქუჩაში არ გამოჩნდეთ ნასვამ მდგომარეობაში, ან დალიოთ ნორმის ფარგლებში, რათა ენა არ დაგებათ და ყველაფერი ორად არ მოგეჩვენოთ.
    • ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. გამოგადგებათ ნებისმიერი ამ ჩამონათვალიდან: საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საზღვარგარეთის პასპორტი, პირადობის მოწმობა, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლობის საბუთი, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა, ვეტერანის მოწმობა, საპენსიო მოწმობა, უკიდურეს შემთხვევაში სტუდენტური ბილეთიც გამოგადგებათ…
    • ყველა საბუთში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული: ფოტო სურათი, სახელი, გვარი, მამის სახელი, გაცემის თარიღი და საბუთის გამცემი ორგანიზაციის სახელი და დამადასტუებელი სიმბოლო
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s