5 ყველაზე გახმაურებელი ძარცვა


Image

ძარცვა ფრანგულად
ადგილი: ტულონის ბანკი
თარიღი: 1992 წლის 16 დეკემბერი.
თანხა: 30.3 მილიონი დოლარი

1992 წლის 16 დეკემბერს ტულონში სამუშაო დღის ბოლოს მძარცველებმა ბანკში შეაღწიეს და შენობა დანაღმეს.

შენობის აფეთქების მუქარით მძარცველებმა ბანკიდან 30.3 მილიონი დოლარი წაიღეს.

ძარცვა შვეიცარიულად
ადგილი: შვეიცარია, ციურიხის ფოსტა
თარიღი: 1997 წლის 1 სექტემბერი
თანხა: 42.9 მილიონი დოლარი

შვეიცარიულმა ბანკებმა ზესაიმედო რეპუტაცია შეიქმნეს მსოფლიოში. ალბათ ამიტომ მძარცველებმა არა ბანკი, არამედ ფოსტის განყოფილება გაძარცვეს.

ქურდებმა თავი ფოსტის თანამშრომლებად გაასაღეს და ციურიხში ფოსტის განყოფილება შეიპყრეს. შემდეგ საკასო აპარატები გატეხეს, საიდანაც ჯამში 42.9 მილიონი დოლარი წაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ქურდებმა მანქანაში 11 მილიონი დოლარი ვერ ჩაატიეს და ფული გარეთ დატოვეს.

ძარცვა ირლანდიურად
ადგილი: ბელფასტი, Northern Bank
თარიღი: 2004 წლის 20 დეკემბერი
თანხა: 50 მილიონი დოლარი

2004 წელს ბელფასტში Northern Bank-ის მასშტაბური ძარცვა მოხდა. მძარცველებმა მძევლებად ბანკის დირექტორის ოჯახის წევრები აიყვანეს.

ოჯახის დასახსნელად დირექტორმა დეპოზიტები გახსნა და მძარცველებმა 50 მილიონი დოლარი მოიპარეს.

ძარცვა ბრაზილიურად
ადგილი: ფორტალეზი, ცენტრალური ბანკი
თარიღი: 2005 წლის 6 აგვისტო
თანხა: 76.8 მილიონი დოლარი

ბრაზილიაშიც იციან ძარცვა. 2005 წელს მძარცველებმა ბანკთან ახლოს სახლი იქირავეს, მთავარ საცავამდე 80-მეტრიანი გვირაბი გათხარეს და 76.8 მილიონი დოლარი მოიპარეს. 

სხვათაშორის, გვირაბში მძარცველებს ვენტილაცია და ელექტროენერგიაც კი ჰქონდათ.

ძარცვა ინგლისურად
ადგილი: ლონდონი, ბანკი Knightsbridge
თარიღი: 1987 წლის 12 ივლისი.
თანხა: 112,9 მილიონი დოლარი

ეს მოხდა ინგლისში. კონკრეტულად კი 1987 წელს. ლონდონში მდებარე ბანკი Knightsbridge ორმა მძარცველმა შეიპყრო, რომლებმაც დაწესებულებიდან 112.9 მილიონი დოლარი წაიღეს. 

მძარცველებმა დაცვა იარაღის მეშვეობით მოიცილეს, ხოლო ბანკში მყოფი ადამიანების განეიტრალება უფრო ადვილი გამოდგა – წარწერით “დეპოზიტები დროებით არ მუშაობს”.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s