რატომ იცრუა ირაკლი ოქრუაშვილმა და რა მიზნით შეიყვანა შეცდომაში საოლქო საარჩევნო კომისია?


download

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,  ბატონ მალხაზ მირუაშვილის  განცხადებით  ოქრუაშვილმა სააღრიცხვო ბარათში კითხვაზე ,,გიცხოვრიათ თუ არა საქართველოში არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად”, მიუთითა, რომ ის ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა. 

,ჩვენ ვხელმძღღვანელობთ წარმოდგენილი ბარათით, რომელიც ოფიციალური საბუთია და ცესკოს მიერ შედგენილი. ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება, რომ შევამოწმოთ ესა თუ ის კანდიდატი ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა ბოლო 2 წლის თუ 5 წლის განმავლობაში საქართველოში. თუ ვინმე ჩვენს მიერ მიღებული განკარგულებით უკმაყოფილო დარჩება, შეუძლიათ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრონ და რეალობა იქ გაარკვიონ” –განაცხადა  საოლქო საარჩევნო კომისიის თამჯდომარემ.

ოფიციალურ ბლანკში სულ 12 გრაფაა შესავსები. ესენია: სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაბადების თარიღის, სქესის, პარტიულობის (ან უპარტიო), ტელეფონის, სამუშაო ადგილის და კენჭის ყრის თანხმობის გრაფები. დანარჩენ ორ გრაფაში კი კანდიდატი ორ კითხვაზე სცემს პასუხს: ,,ცხოვრობთ თუ არა საქართველოში არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად?” და ,,გიცხოვრიათ თუ არა საქართველოში 5 წელი მაინც?”. ორივე კითხვაზე ოქრუაშვილს დადებითი პასუხი აქვს გაცემული.

სადავო კანდიდატის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააღრიცხვო ბარათი საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 აპრილს წარადგინა. განაცხადის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების ვადა 2 დღეა.

ჯერ-ჯერობით, უცნობია, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების, კანდიდატად დარეგისტირების შემთვევაში, გამსაჩივრებელის ვინაობა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s