23-ე ბატალიონი ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად ჩავიდა


Image

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნეკზე“ საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი სრული შემადგენლობით ჩავიდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ს საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში მომავალი 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე 23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაზა „ლეზერნიკზე“ დასკვნით სწავლებას გადის. ქართველი ჯარისკაცები შემაჯამებელ წვრთნებს ისეთ საკითხებში გადიან, როგორიც არის, თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებების (IED) საწინააღმდეგო მოქმედებები, ნარკოტიკები, რელიგიური თავისებურებები, ნავიგაციის ჩამხშობი სისტემების გამოყენება, უსაფრთხოება და ბრძოლაში ჩართვის წესები. გარდა ამისა, ქართული ბატალიონის მძღოლები დამატებით მომზადებას გადიან ექსტრემალურ პირობებში ჯავშანმანქანა MRAP-ის ე.წ. “Mine-roller”-ით (ჯავშანმანქანის ნაღმსაწინააღმდეგო მოწყობილობა) ტარებაში.

ავღანეთში ჩასვლამდე, ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ქვედანაყოფი მომზადდა სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად: მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s