ტრეფიკინგისა და თაღლითობის ბრალდებით უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს


Image

საქართველოს პროკურატურისა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად,  ორი პირის მიმართ ტრეფიკინგისა და თაღლითობის ორი ეპიზოდის ჩადენის ფაქტზე, დაკავებულია უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ოდინახონ ბობოევა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 16 აპრილს, ოდინახონ ბობოევამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მოლარე ელენე კარტულიდს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსასვლელად მოტყუებით გამოაწერინა 5681 ლარის ღირებულების, ტაშკენტი-ალმაატას და ალმაატა-თბილისის მიმართულების თვითმფრინავის ბილეთები, რის შემდეგაც  2013 წლის 18 აპრილს, უზრუნველყო უზბეკეთის რესპუბლიკიდან ნილუფარ ხაიტოვასა და მოჰირაჰონ სიბიროვას ჩამოყვანა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში და საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ სასტუმროში. ამის შემდგომ ოდინახონ ბობოევამ მათ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით, მოახდინა ხსენებული პირების გადაბირება, პროსტიტუციაში ჩაბმა და 2013 წლის 13 ოქტომბრამდე მათ მიმართ ახორციელებდა ტრეფიკინგს.
2013 წლის აგვისტოში, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N5-ში არსებულ შპს „ნათელა“-ში ოდინახონ ბობოევა ტრეფიკინგის მსხვერპლთა პასპორტების გამოყენებით მოტყუებით დაეუფლა ხსენებული ფირმის დილერის სონია ისხნელიძის კუთვნილ 6646 ლარის ღირებულების ორ ოქროს ძეწკვსა და სამაჯურს.
ოდინახონ ბობოევას წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4-7 წლამდე და 11-15 წლამდე ვადით.  საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s