კასპის სოფელში 77 წლის მოხუცი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს


klara-ananiashvili

დღეს საღამოს დაახლოებით 18 საათზე კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში 77 წლის გიორგი ანანიაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივებმა განუცხადეს. მათი თქმით, საქონელი, რომელსაც მოხუცი აძოვებდა, მავთულხლართებთან ძალიან ახლოს იყო.

,,3 სული საქონელი ჰყავდა თავისი. აძოვებდა და მავთულხლართებთან ახლოს მივიდა. საკუთარი თვალით დავინახეთ, როგორ წაიყვანეს” – გვითხრა ადგილობრივმა.

მოხუცის მეუღლე კლარა ანანიაშვილი ამბობს, რომ გიორგი ანანიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ,,ჩვენმა სოფლელებმა დაინახეს, რომ საქონელს მავთულხლართების სიახლოვეს ძოვდა. ალბათ უნდა გამოერეკა და მაშინ დააკავეს. მავთულხლართებში ის ვერ გაძვრებოდა” – ამბობს კლარა ანანიაშვილი.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s