ზესტაფონის მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომლის დაკავების დეტალებზე თვითმხილველები საუბრობენ


N1397321945170078

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი ქავთარაძის ბიუროს თანამშრომელი დავით კამკამიძე ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ დააკავეს. დავით კამკამიძის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა თანხაზეა საუბარი და რის სანაცვლოდ აიღო კამკამიძემ ქრთამი.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს ზესტაფონის მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელი იმ დროს დააკავეს, როცა ბანკომატიდან თანხას იღებდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ქრთამი მას ბანკში დაურიცხეს და დაკავებისას ბანკომატიდან სწორედ აღნიშნული თანხა გამოჰქონდა.

“როგორც ადგილზე თქვეს, 1500 ლარი ჩაურიცხეს ქრთამის სახით და გამოტანისას დააკავეს. ადგილზე ზესტაფონის და ქუთაისის პოლიცია იყო მობილიზებული” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატისთვის გოგი ქავთარაძისთვის მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა ის “ბნელი ძალების” ჩარევაზე საუბრობს. ქავთარაძე აღნიშნავს, რომ კამკამიძეს შესაძლოა, პროვოკაცია მოუწყვეს

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s