ცვლილებები სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში


Image

 

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კანონში სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის განხილვა დაიწყო 2 აპრილიდან.

 კანონპროექტი, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ევრკომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით, ახლებურად ჩამოყალიბდა.

კერძოდ, ევროკომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით, კანონპროექტი დაიხვეწა და იქ დეტალურად გაიწერა ტერმინთა განმარტებები.კერძოდ, განიმარტა ისეთი ტერმინები, როგორიცაა ვეტერინარია, ბიოწარმოება, ცხოველი, შინაური ცხოველი, ხარისხი, ბიზნესოპერატორის აღიარება, ცხოველთა კეთილდღეობა; ასევე განიმარტა ცხოველური და მცენარეული საკვები, რომელიც გულისხმობს ისეთ პროდუქსაც, ადამიანის საკვებად რომ არაა განკუთვნილი.

კოდექსს დაემატა მუხლი, ცხოველის/მცენარეული საკვების ისეთი რეკლამირების, ეტიკეტირების ან წარდგენის დაუშველობის შესახებ, რომელმაც შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს მომხმარებელი. ასევე დაიხვეწა სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მოთხოვნები.

მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი ევროკომისიის ზოგადი მიდგომის გათვალისწინებით სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის, და მცენარეთა დაცვის კოდექსში ყველა მარეგულირებელი ნორმის შეტანის აუცილებლობაა.

კოდექსის მე-13 მუხლში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ცვლილებები შეეხო ბიზნესოპერატორის რეგისტრაციას. ბიზნესოპერატორი გულისხმობს იმ მეწარმეს ან სხვა იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობა სურსათის და ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველის და მცენარეული პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგრიქიმიკატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მომსახურებას უკავშირდება.

პროექტის შესაბამისად, ცვლილება შევიდა იმ მუხლებშიც, რომელიც სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სამინისტროების, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს ეხება. ერთმანეთისგან გაიმიჯნა სახელმწიფო კონტროლის სახეები და მექანიზმები. კოდექსიდან ის თავები ამოიღეს, რომელიც ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის, ნიმუშის აღებისა და დოკუმენტაციის შემოწმებას ეხება. ეს საკითხები კანონქვემდებარე აქტებით დარეგულირდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s