შენიშვნა

….და მაინც რა ჭრელია არა სამყარო? 

და ხანდახან გაუგებარიც კი,თუ რატომ ადვილი მისახვედრია! მოსახლეობის დიდი ნაწილი,რატომღაც განათლებას აუცილებელ ატრიბუტად არ მიიჩნევს და მიაჩნიათ,რომ ადვილია იყო გაუნათლებელი,უფრო ნაკლები პასუხისმგებლობა გეკისრება თურმე ამ დროს!

ღმერთო ჩემო,რატომ დადაბლდა ადამიანთა ცნობიერებაა ასე,ვერ ვხვდები.რატომ ვერ ხედავენ სხვაობას განათლებასა და გაუნათლებლობას შორის?არადა ქართველი ხალხი როგორი ნიჭიერები ვართ,მაგრამ ამბიცია გვაკლია!!! ამბიცია,ხომ ადამიანს ცხოვრების ტემპს კარნახობს!!!

სწორედ გაუნათლებლობის ბრალი მგონია,ისიც,რომ ახალგაზრდები ადრეულ ასაკში ოჯახდებიან.შეიძლება ამის გამო ცეცხლზეც კი დამწვან,თუმცა მე მაინც ვფიქრობ,რომ არ აქვთ საკმარისი ცოდნა დაგამოცდილება ოჯახის შსაქმნელად.

ჩემი აზრით ეს გახლავს,მათი ოჯახის დანგრევის მიზეზიც,რადგან ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ,მათ მიერ გადადგმული ნაბიჟების შედეგს და უფრო მეტიც,ვერ პოულობენ სხვაობას სიყვარულსა და გატაცებას შორის!! 

რაც შეეხევა ძალადობას,ეს კიდევ ერთი მთავარი და გადაუჭრელი პრობლემაა მოსახლეობისთვის!!!

გასაკვირი კი უფრო ის არის,რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ძალადობას ამართლებს ან უკეთეს შემთხვევაში გაუაზრებელი შიშების გამო მალავს… სტატისტიკის მიხედვით,საქართველოში მცხოვრები ყოველი მერვე ქალი,ძალადობის მსხვერპლია.ჩემი აზრით ეს მართლაც საგანგაშო მონაცემებია,ისედაც ძალიან მცირე მოსახლეობისთვის.

ჩნდება,აბსოლიტურად ლოგიკური კითხვა,რატომ იტანენ ქალები ძალადობას?

ამ პრობლემასაც, ჩემი აზრით,ქალების გაუნათლებლობამდე მივყავართ…..თუ რატომ ,არც ესაა ძნელი მისახვედრი! აბა რომელი განათლებული და რეალიზებული ადამიანი გაუძლებს ძალადობას და თვალს დახუჭავს ყველაფერზე.

გაუნათლებლები კი პირიქით,მათ არ აქვთ საკუთარი თავის იმედი,არ შესწევთ ძალა მარტო გაუმკლავდნენ ყოფით პრობლემებს.სწორედ ეს არის მიზეზი,მათი სიჩუმის.

სახელმწიფომ კი ნამდვილად უნდა იზრუნოს ასეთ ადამიანებზე,მაგრამ აქვე დავამატებ,რომ ამ ადამიანთა რიცხვი,ნახევარ მილიონს აჭარბებს!!!

ამიტომ ნამდვილად ჯობია,ჯერ მივიღოთ განათლება,მივაღწიოთ საზოგადოებაში ინტეგრირებას და ამის შემდეგ ვიფიქროთ დაოჯახებაზე!! ამ შემთხვევაში,ძალადობის დაფიქსირების მომენტშივე შევძლებთ,თავის დახსნას მოძალადისგან!

რათქმაუნდა იმედით,რომ ჩვენ წარმატებულები ვართ,და არ ვართ ვინმეზე დამოკიდებულები!!!!!

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s