წინასაარჩევნო პერიოდი შიდა ქართლში


images (1)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები  დრო რჩება. შიდა ქართლში პოლიტიკური პარტიების სამომავლო გეგმები მოსახლეობისთვის დღემდე გაუგებარია.

გორში ადგილობრივმა მოსახლეობამ და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ჯერ ბოლომდე არ იციან, ვის და როგორ ირჩევენ. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ქალაქი ცალკე თვითმმართველი ერთეული იქნება პირდაპირი გზით არჩეული მერით, მაგრამ გაურკვეველია თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხები. პარლამენტი ამ თემაზე აპრილის დასაწყისში იმსჯელებს, გაურკვევლობა კი როგორც ამომრჩეველს, ისე პოლიტიკურ პარტიებს აზარალებს.
პარტიულ ოფისებში შემოვლისას ადგილობრივი ლიდერები მხრებს იჩეჩავდნენ და მხოლოდ ზოგად კომენტარზე თანხმდებოდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ახლა საარჩევნო პროგრამაზე მუშაობენ.

გორის მერობის სურვილი გამოთქვა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, მაგრამ კანონმდებლობა მას ამის საშუალებას არ აძლევს იმის გამო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია. ოქრუაშვილმა საარჩევნო შტაბი მაინც გახსნა და დაპირებებს უხვად არიგებს, ადგილობრივ მედიასთან კი ურთიერთობას ერიდება.

რაც შეეხება ხაშურს, ამ რეგიონში ვითარება აშკარად განსხვავებულია. კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ ჟურნალისტებთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე საუბარს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში კი ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და შესაბამისად ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები არ იმყოფებიან შენობაში და მათი ჩაწერაც დროებით შეუძლებელია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათ რამდენიმე კვირის წინ ჩაატარეს შიდა პრაიმერი, რისი მეშვეობითაც აირჩიეს რაიონის გამგებლის  კანდიდატი ბატონი როინ მახარობლიძე, რომელიც  ერთხელ  უკვეიყო აღნიშნული  რაიონის გამგებელი.

პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო და აღმასრულებელ  ხელისუფლებას, ასევე  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ სწრაფად გადაჭრან ყველა ის საკითხი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, რათა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველამ სრულფასოვნად მოასწროს.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s