მითებიდან ხსნის რელიგიამდე


Image

პირველყოფილი ადამიანები თვლიდნენ,რომბუნებისგან განუყოფელნი იყვნენ.ამას ადასტურებს სხვადასხვა ხალხების მითები,რომ: ადამიანის სისხლი შეიქმნა წყლისგან, ძვლები-ქვებისგან,სუნთქვა-ჰაერისგან და თვალები კი მზისგან. ისინი ბუნებას მიაწერდნენ,ადამიანურ თვისებებს.

ცხოველები,ქვები,ფრინველები,ხეები და წყაროები,მათი აზრით სულიერი არსებები იყვნენ.პირველყოფილი ადამიანები აღმერთებდნენ ბუნებას და მასზე ზემოქმედებას ცდილობდნენ, სხვადასხვა რიტუალების საშუალებით.ისინი მიმართავდნენ მაგიას,რომელიც  პირველყოფილი საზოგადოების დროს  აღმოცენდა.

არქეოლოგიური მონაცემები გადმოგვცემენ მათ  წესჩვეულებებს მიცვალებულებთან დაკავშირებით.მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საიქიო ცხოვრებას.ეს აღიქმებოდა სხვა სამყაროში გადასვლად,რომელიც მიწიერი ცხოვრებისგან არ გაირჩეოდა.ეგვიპტელებს სჯეროდათ,სადღაც დასავლეთში იყო მიცვალებულთა საიდუმლო სამყარო,სადაც  ადამიანები ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობდნენ,როგორც მიწაზე.

ადამიანს იქამდე,რომ მიეღწია უნდა გადაელახა დაბრკოლება და თავი დაეცვა ბოროტი დემონისგან.მიცვალებულისთვის წარმოითქმებოდა მაგიური ფორმულები და შელოცვები,რაც მათი აზრით აადვილებდა ადამიანის მიცვალებულთა სამყაროში გადასვლას.პირველყოფილი ხალხის მთავარი მიზანი იყო,უზრუნველყოთ მიცვალებულთა მატერიალური სიცოცხლის გაგრძელება.ისინი გვამს ათავსებდნენ გულაღმა ქვის ორ ფილას შორის,ან მოკუნტულ მდგომარეობაში სემოკეცილი ფეხებით,მძინარე ადამიანის პოზაში,მის ჩვეულებრივ ტანისამოსში.მას თან ატანდნენ საკუთარ იარაღებსა და სხვადასხვა ნივთებს.მათ ეგონათ,რომ გარდაცვლილი განაგრძობდა ცხოვრებას.ამიტომ მის ნეშტს ღებავდნენ წითლად დასაფლავების დროს,  თხევადი ან ფხვიერი ჟანგმიწით.ეს წესჩვეულება დღემდეა შემორჩენილი,ზოგიერთი ხალხი მიცვალებულებს ახლაც ისეთ კუბოში მარხავს,რომელიც შეღებილია წითლად ,ან დაფარულია წითელი ფერის ქსოვილით.ისინი ცხოველებსაც ხოცავდნენ და მარხავდნენ ადამიანებთან ერთად,რადგან ეგონათ,რომ ისინი კვლავ გამოადგებოდნენ ადამიანს.

საფრანგეთში სამარხის  ახლოს ნახეს  ცხოველის ძვლები,ეს შესაძლოა სამგლოვიარო ნადიმის ნარჩენებიც ყოფილიყო,რომელიც იმ პერიოდისთვის საკმაოდ მიღებული  ქმედება იყო.

ეს ყველაფერი ითქვა,პირველყოფილ ადამიანებზე თუ რა წესჩვეულებები ჰქონდათ მათ ღმერთებთან და მიცვალებულებთან დაკავშირებით.ამ დროს ეს ადამიანები საკმაოდ სუსტი და უძლურნი იყვნენ,ხედავდნენ რაღაც უხილავ ზებუნებრივ ძალას,თუმცა მათი ახსნა არ შეეძლოთ.რაც სეეხება ამ ეპოქაში სარწმუნოების ჩასახვას,ის მოგვიანებით დამკვიდრდა და შემდეგ მყარადაც კი გაიდგა ფესვები მათში.

„მხოლოდ ჩემი რელიგიაა ჭეშმარიტი,ყველა დანარჩენი ყალბია“-ასე მსჯელობს  ბუდისტი ბერი,ყურანის განმმარტებელი და პროტესტანტი მქადაგებელი.ასეთი შეხედულება ადამიანებში უცბათ არ შექმნილა,ის გამომუშავდა დიდი ხნისა და თანდათანობით განვითარების შემდეგ.

როცა ადამიანები ცხოვრებისა და საზოგადოების „საიდუმლოს“ ახსნას ცდილობდნენ.მათ განკარგულებაში ყოველთვის იყო ის განსაკუთრებული საშუალებანი,რომლებიც მათი არსებობის რეალურ პირობებს ასახავდნენ. როცა ადამიანები ჯერ კიდევ მეტად ახლოს იყო ცხოველურ მდგომარეობასთან,მას არ შეეძლო შეემჩნია  საკუთარი არსებობის წინააღმდეგობა და თავისი დამოუკიდებლობა  ბუნების ძალთაგან. ამ ეპოქაში შეუძლებელი იყო რელიგიური ცხოვრების  რაიმე გამოვლენა.საჭირო შეიქმნა  ხანგრძლივი პროცესი,რათა ადამიანს რელიგიურ წარმოდგენაში აესახა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი ფორმები.ბუნების ძალთა მრავალფეროვნება,რომელიც უსუსურ  ადამიანს ჩაგრავდა უხვად წარმოშობდა ღმერთებს. ე.ი ის,რასაც პოლიეთიზმს(რელიგიური განვითარების უფრო ძველი  სტადია) უწოდებენ.და მხოლოდ მას შემდეგ,რაც წარმოიშვნენ პირველი მონათმფლობელური მონარქიები ეგვიპტეში,ასურეთსა და ბაბილონში,მექსიკასა და პერუში, და აღმოსავლეთ აზიის უდიდესი მდინარეების ხეობებში,თანდათანობით ჩამოყალიბდა,პირველი მონოთეისტური რელიგიური წარმოდგენები.

ადამიანებმა თვით შექმნეს  ღმერთები  მსგავსად და ხატად თავისა. ერთი ზეციური უფლის იდეა,ვერ წარმოიშვებოდა იმაზე ადრე,ვიდრე კონკრეტულად არ განმტკიცდებოდა ერთი ხელისუფლების  ბატონობა დედამიწაზე.მაგალითად ეგვიპტელებს სწამდათ ღმერთი „ანებისი“, მიწისქვეშეთის პატრონი,რომელსაც ძაღლის თავი ჰქონდა.ჰეროდოტე წერს ეგვიპტელების უცნაურ  წესჩვეულებებს,რომ ისინი თაყვანს სცემდნენ  ცხოველებს.თემებში,სადაც თაყვანს სცემდნენ  ღმერთ„სობეკს“,მაცხოვრებლები  კვებავდნენ გამორჩეულ ნიანგს ,რომელიც მოშინაურებული იყო და რომელსაც  ჰკიდებდნენ მინისა და ოქროს საყურეებს,ხოლო წინა თითებზე უკეთებდნენ ოქროს ბეჭდებს.

Image

მაგრამ მეზობელ ოლქებში, უკვე სხვა ცხოველებს აღმერთბდნენ,ხოლო ნიანგს კი საკვებად იყენებდნენ და არ თვლიდნენ მათ წმინდა ცხოველებად.

 

ბუნების ძალებს აღმერთებდნენ ბაბილონშიც,სადაც თაყვანს სცემდნენ წყლის ღმერთ „ეას“,რომლელიც გამოისახებოდა ნახევარ თევზად და ნახევარ კაცად.მაგრამ აქ მთვარი ადგილი ეკავა ცის სხეულების გაღმერთებას.ალბათ,იმიტომ,რომ ამ ცივილიზაციის ცხოვრებაში,დიდ როლს თამაშობდა მდინარეების ადიდება და წყალდიდობები.რომელთა დაწყებასაც ქურუმები ვარსკვლავებზე დაკვირვებით გამოითვლიდნენ.

 

  „შიშმა შექმნა ღმერთები“,-ვკითხულობთ ძველი რომაელი პოეტის ერთ-ერთ კარგად ცნობილ  ფარგმენტში.ამ მტკიცებაში უდავოდ არის ჭეშმარიტების მარცვალი,რადგან პირველყოფილ სამყაროში  არ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოცნობის წარმოდგენის უფრო ადრეული ფორმა,ვიდრე შიში.მაშინ როცა პირველყოფილ ადამიანებს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ ბუნებისა და  საზოგადოებრივი მოვლენების ახსნა.მათ რელიგიურ წარმოდგენებში ასე თუ ისე მაინც ხდებოდა გარემომცველი სინამდვილის გაცნობა.თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ,ისინი აღმერთებდნენ  თავიანთ გარშემო მყოფ სულიერ არსებებს.მიუხედავად ამისა, მოკლე ხანში წარმოიშვა ხსნის რელიგია,რომელსაც ინდოეთში ბუდიზმი და ინდუიზმი,ხოლო ჩინეთში კი კონფუციანელობა წარმოადგენდა.

 

ბუდას მოძღვრების ძირითადი ბირთვი შეიცავს 4 ჭეშმარიტებას:ჭეშმარიტებას ტანჯვის შესახებ,მისი წარმოშობის,ტანჯვის ჩახშობისა და ტანჯვის თავიდან აცილების საშუალებათა შესახებ.ასეთია გამოსახულება იმ დროის ადამიანთა უძლურებისა და უუნარობისა მიეღწიათ თავიანთი ძალებით  ბედნიერებისა და სოციალურ-კულტურული  თანასწორობისათვის.როგორც ჩანს,ამგვარი მოძღვრება,რომელიც მორჩილებასა და თავის დამდაბლებას ქადაგებდა,უპასუხებდა არა მარტო  სასოწარკვეთილი მოსახლეობის დაბალი ფენების სულიერ მოთხოვნილებებს,არამედ აგრეთვე პრივილეგიური კლასების  საჭიროებებსაც,რომელთაც ეს მოძღვრება  სავსებით  დამაკმაყოფილებელი იდეოლოგიური ბაზით უზრუნველყოფდა.

 

ბუდისტური ტექსტების გამოკვლევამ და არქეოლოგიური მასალების შესწავლამ  აჩვენა,რომ  მითი რელიგიის ფუძემდებლის  ცხოვრების შესახებ   დამუშავებული იქნა შედარებით გვიან,მორალური აღზრდისა და სხვა მორწმუნეთა შორის რელიგიის გავრცელების მიზნით.ყოველ შემთხვევაში ეს  მოხდა მისი ნავარაუდევი ისტორიული არსებობის ხუთი თუ ექვსი (შესაძლებელია მეტი) საუკუნის შემდეგ.

 

ბუდიზმის ფუძემდებლის უძველესი ბიოგრაფია,რომელიც დღესდღეობით ჩვენს ხელთაა, ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეს ეკუთვნის,იგი ჩვენს სახარებაზე რამდენადმე ახალგაზრდაა.იგი დაიბადა  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეექვსე საუკუნის შუახანებში.მაღალი წრის ოჯახში,რომელიც ფლობდა პატარა მამულს ჩრდილო-დასავლეთ ინდოთის ყველაზე დაშორებულ ნაწილში,დასაც მუდმივად ჩნდებოდნენ  ურიცხვი სამთავროები. ეს სამთავროები მონობის ფორმირებისა და ინდოეთის პირველყოფილი თემის დაშლის პირობებში.

 

ყალიბდებოდნენ,თემისა,რომელიც  დაქუცმაცებული იყო ურიცხვ მესაქონლე და მიწათმოქმედ ტომებად.დაშლის პროცესში მყოფი ეს თემი რელიგიის სფეროში ადგილობრივ ღვთაებათა და წესჩვეულებათა სიუხვით გამოირჩეოდა.

 

ბუდიზმი წინაღუდგომლობისა და ყოველგვარი საზიარო და ინდივიდუალურ საქმიანობაზე უარისთქმის თეორიაა,რომლის გამოც ინდოეთი შემდეგ ხანგრძლივი  პერიოდის მანძილზე,თვით ახლანდელი ეროვნული  აღმავლობით დაწყებამდეც კი,სხვებისგან დამოკიდებულ მდგომარეოპბაში აღმოჩნდა.

 

რელიგიის ისტორია ჯეროვნად აფასებს სახელმწიფო მოღვაწის  კონფუცის პიროვნებას,რომელიც 600 წლით ადრე ხხოვრობდა ქრისტიანობის წარმოშობამდე,ამასთან არ ამცირებს ამ პირველი და ყველაზე სახელგანთქმული ჩინელი ფილოსოფოსის მნიშვნელობას. 

 

ძველი ფეოდალური ჩინეთის გაბატონებული კლასების იცავდნენ ლეგენდას კონფუცის შესახებ,რომელსიც იგი თავისებურ წმინდანად,უზარმაზარ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე  უფრო გავრცელებული რელიგიის  ნახევრად ღვთაებრივ დამფუძნებლად გამოიყურება.მათ შეუქმნეს მას სრული კულტი,რაც ოფიციალურად 1914 წლამდე არსებობდა,მაგრამ ფართო მასებში დღემდეა შემორჩენილი.სინამდვილეში კი კონფუცი,რომელსაც მაო ძე-დუნიც კი თავის პოემებში მოკრძალებით „მასწავლებელს“ უწოდებს,არ იყო რელიგიის დამაარსებელი.

 

კონფუცს ყველაზე მეტად აინტერესებდა შეეგროვებინა და სკოლის სშუალებით გაევრცელებინა,ჩინელ კლასიკოსთა მოძღვრებანი-ჩინელი კლასიკოსები კი შედიან მათ რიცხვში,რომლებიც ცნობილნი არიან  კაცობრიობის უძველესი ისტორიით- და არ ეწეოდნენ საიქიო და ზებუნებრივ ფანტაზიორობას.მას იზიდავდა ადამიანის მორალი და არა მეტაფიზიკური და თეოლოგიური მონაგონი.

 

ყოველივე ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტი,რომ კონფუციანობის დედააზრი  ძირითადად მიმართულია  ამქვეყნიური ცხოვრებისკენ და მოკლებულია იმ მისტიციზმს,რომელსაც მეორე ფილოსოფოსის, მისივე თანამედროვის-ლაო ცზის მიერ დაფუძნებული კულტი დაო,ანუ „წინასწარდასახულობა“ ატარებდა.ლაო ცზიმ საფუძველი ჩაუყარა  ახალ რელიგიას- დაოსიზმს.

 

კონფუცის სახელის ზუსტი ტრანსკრიპციაა კუნ ფუცზე, ე.ი „მასწავლებელი კუნი“,იმ კლანის სახელწოდების მიხედვით,რომელსაც იგი ეკუთვნოდა.კონფუცის მოძღვრებაში მთავარია კანონთა გამოკვლევა,რომელთაც უნდა მოაწესრიგონ ოჯახსა და საზოგადოებაში ურთიერთობა ადამიანებს შორის,რაც დამყარებულია უფროსებისადმი პატივისცემასა და სახელმწიფოს  ხელმძღვანელთა თაყვანისცემაზე.რომ მართო,მიუთითებდა კონფუცი,ეს ნიშნავს ყველას მოუნახო საზოგადოებაში შესაფერი,მისი წარმოშობისა და ღირსების შესატყვისი ადგილი.ყველა ადამიანი ვალდებულია,რამდენადაც ეს მის ძალას  და ღონეს შესწევს,მორალურად სრულყოფილი ხდებოდეს.სახელმწიფოს მეთაური თავის ქვეშევრდომთ უნდა ხელმძღვანელობდეს სამართლიანობისა და ჭეშმარიტების გარკვეული ნორმების შესაბამისად,მაგრამ ამასთან უნდა  ხელმძღვანელობდესს ზეცის ბრძანებებით.

 

ამ პირობებში კონფუციანელობა  ფრიად სწრაფად გარდაიქმნა  რელიგიად,ამით კი იგი მმართველი კლასების იარაღად იქცა,და უკანასკნელ ათწლეულებამდე  გამოყენებული იყო უზარმაზარი ჩინეთის ასეული მილიონობით მამაკაცსა და ქალზე ეკონომიური და სულიერი ზემოქმედებისათვის.

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s