ტერმინ “პოლიტიკური პატიმრის” განმარტება


Image


 ტერმინ “პოლიტპატიმრის” სხვადასხვა განმარტებები საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს “პოლიტიკურ” დანაშაულებებთან დაკავშირებული ცალკე პარაგრაფი. თუმცა, ზოგიერთი დანაშაული პოლიტიკურად ითვლება, მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გარკვეული სახის დარღვევა (სისხლის სამართლის კოდექსის XXIII თავი), საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი რამდენიმე დანაშაული (სსკ XXVII თავი) და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებიც კი (სისხლის სამართლის კოდექსის XXVIII თავი). ბევრი ამ მუხლის გამოყენება იმ ადამიანების წინააღმდეგაც შეიძლებოდა, რომლებიც ვარდების რევოლუციის მსგავს მოვლენებში იღებდა მონაწილეობას და რომლის შედეგად დღევანდელი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, იმ შემთხვევაში, თუ გამომძიებლები და სასამართლო მათ მოქმედებებს შეაფასებდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილების ბლოკირებად (სსკ 222-ე მუხლი), ამბოხად (სსკ 223-ე მუხლი), შეთქმულებად ძალაუფლების ხელში ჩასაგდების მიზნით (სსკ 315-ე მუხლი) და ასე შემდეგ, ხოლო ამ მოქმედებების ჯგუფურად ჩადენა კი დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლებოდა. სსკ-ის 323 მუხლის თანახმად, “ტერორისტული აქტი” ეს არის ნებისმიერი “ქმედება, რაც ქმნის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისგანხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს” და ჩადენილია “ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით”. ასე რომ, თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ოპოზიციის დემონსტრაცია ბლოკავს სატრანსპორტო არტერიებს და სამთავრობო შენობებს, ზეწოლას ახდენს ხელისუფლების ორგანოებზე და ემუქრება საკუთრებას დაზიანებით და/ან სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, მაშინ დემონსტრაციაში მონაწილეები შეიძლება დაისაჯონ როგორც “ტერორისტები”.
 
საერთაშორისო ამნისტია (სა) ტერმინს “პოლიტიკური პატიმარი” ფართო ინტერპრეტაციით იყენებს, რათა მოიცვას ყველა ის საქმე, რომელშიც არის შესამჩნევი პოლიტიკური ელემენტი. მაგალითად, სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელიც ჩადენილია პოლიტიკური მოტივით ან აქვს გამოხატული პოლიტიკური კონტექსტი. ამ დეფინიციის შესაბამისად, სა არ ითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის განთავისუფლებას და არც მთავრობისაგან პოლიტიკური პატიმრებისადმი განსაკუთრებულ მოპყრობას. თუმცა, მთავრობას ავალდებულებს ასეთი სახის პატიმრები უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლიანი სასამართლოთი. სა ეწინააღმდეგება წამების გამოყენებას ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს სისხლის სამართლის თუ პოლიტიკური საქმე ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.2
მისია დაეყრდნო “პოლიტპატიმრის” ევროსაბჭოს დოკუმენტებში მოცემულ განმარტებას. 2001 წელს საბჭოს გენერალურმა მდივანმა შეარჩია ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც დაავალა სომხეთსა და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების იდენტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმების შემუშავება. ეს კრიტერიუმები 2001 წლის 3 მაისს იქნა მიღებული და გამოიყენებოდა 2001-2004 წლებში. “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის” არჩევანი – ევროსაბჭოს განმარტება “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის” ფაქტების დამდგენმა მისიამ გადაწყვიტა საქართველოში პოლიტპატიმრების იდენტიფიცირებისთვის აზერბაიჯანის გამოცდილება გამოეყენებინა; მისიამ საქართველოში არსებული სიტუაციის შესაფასებლად პოლიტპატიმრის ევროსაბჭოს განმარტება აირჩია.
პოლიტიკური პატიმრების საქმეები აზერბაიჯანსა და სომხეთში (24 ოოქტომბერი 2001). მიუხედვად იმისა, რომ ექსპერტთა ჯგუფს საქართველოს შესახებ არ უმსჯელია, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმები საქართველოს არსებულ საქმეებს შეგვიძლია მივუსადაგოთ. ევროპის საბჭოს ექსპერტების თანახმად, “თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად ჩაითვლება თუ:
 
“ა. დაპატიმრება მოხდა “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულიკონვენციისა” და მისი რომელიმე დამატებითი ოქმით გათვალისწინებული რომელიმე ფუნდამენტური უფლების დარღვევით. კერძოდ, თუ დაირღვა აღმსარებლობის თავისუფლება, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება; ბ. თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებითაა განპირობებული და არ არის დაკავშირებული რაიმე დანაშაულის ჩადენასთან; გ. პოლიტიკური მოტივები, პატიმრობის ვადა ან მისი პირობები მკვეთრად არაპროპორციულია ჩადენილ დანაშაულთან შედარებით, რომლისთვისაც ის სასამართლო განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ ან ეჭვმიტანილად; დ. პოლიტიკური მოტივებით, პატიმარი დაკავებულ იქნა სხვა პატიმრებთან შედარებით დისკრიმინაციულ ვითარებაში; ე. დაკავება შედეგია უდავოდ უსამართლო სამართალწარმოაების და ეს ყველაფერი აშკარად უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებს. “ვარაუდი იმის თაობაზე, რომ პირი პოლიტიკური პატიმარია უნდა ემყარებოდეს “prima facie” მტკიცებულებებს; დამკავებელ ხელისუფლებაზე გადადის ტვირთი ამტკიცოს, რომ დაკავება სრულიად შეესაბამედოდა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს, როგორც ამას განმარტავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; რომ მოთხოვნა პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე დაცული იყო; რომ თავისუფლების აღკვეთა სამართლიანი სამართალწარმოების შედეგი იყო”. დეფინიციის შესაბამისობა საქართველოში შესაძლო პოლიტიკური პატიმრების საქმეებთან ევროპის საბჭო ექსპერტთა ჯგუფის მიერ დადგენილი კრიტერიუმები ზოგადად ემთხვევა ქართველი ექსპერტების მიერ გამოყენებულ კრიტერიუმებს. მაგალითად, „ადამანის უფლებათა ცენტრი“ და „ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამანის უფლებებისათვის“ სრულად იზიარებენ ამ (ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებულ) კრიტერიუმებს. სხვა ექსპერტები დამატებით ორ კრიტერიუმს იყენებენ: 1) ადამიანის პოლიტიკურად აქტიურობა და 2) უკანონო სისხლის სამართლის დევნა (უკანონო პატიმრობა).
ეს ორი კრიტერიუმი “საერთაშორისო ამნისტიის” კრიტერიუმებს ემთხვევა. კერძოდ, 1) საქმე შეიცავს “შესამჩნევ პოლიტიკურ ელემენტს” და 2) საქმეზე მთავრობა არ უზრუნველყოფს “საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამართლიან სასამართლოს”. [შესაძლო პოლიტპატიმრის] პოლიტიკური აქტივობასთან კავშირი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, [შესაძლო პოლიტპატიმარი] ფართო გაგებით ის ადამიანია, რომლის მიმართაც ხორციელდება “ფუნდამენტური გარანტიების” დარღვევა, ეს გარანტიები მოცემულია კრიტერიუმში (ა); გარდა ამისა ამ გარანტიებად მიიჩნევა ასევე “მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზის” არსებობა, რომლებზეც საუბარია კრიტერიუმში (ბ) და“პოლიტიკური მოტივების” არსებობა, რომლებიც მოცემულია (გ), (დ) და (ე) კრიტერიუმებში. ამ კრიტერიუმის (კრიტერიუმი 1) ფართო ინტერპრეტაცია არის საჭირო ნორა კვიციანისა და ომარ ქუცნაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რადგან მათი დაპატიმრება შესაძლოა კავშირში იყოს მათი ახლო ნათესავების პოლიტიკურ აქტიურობასთან. ამ კრიტერიუმის ინტერპრეტაციის შედეგად მათი დაპატიმრება შეიძლება მიჩნეულ იქნას მძევლად აყვანის მაგალითად.
მეორე კრიტერიუმი – საქმის არასამართლიანი წარმოება – ყურადღებას ამახვილებს (ბ), (გ), (დ) და (ე) კრიტერიუმების შესაბამისი მოტივაციის არსებობის გამო. მაგალითად, საქართვლოს სახალხო დამცველი პოლიტიკური პატიმრების არსებობის აღიარებისას ხაზს უსვამს პროცედურულ დარღვევებს, რომელსაც პოლიტიკური მოტივის დამადასტურებელ სამხილად მიიჩნევს. “ზოგს ნარკოტიკი ჩაუდეს, ზოგს იარაღი. {….} ნათელია, რომ ყველა მათგანი არის პოლიტიკური პატიმარი. ჩვენმა გამოძიებამ საქმეებში ბევრი პროცედურული დარღვევა აღმოაჩინა”.4
. ევროსაბჭოს კრიტერიუმები ყველა იმ საქმეს მოიცავს, სადაც იკვეთება პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებების ალბათობა: 1. ადამიანს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და საქმე მთლიანად გაყალბებული იყო – კრიტერიუმი (ბ). 2. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ სასჯელი დანაშაულის არაპროპორციული, მკაცრი იყო – კრიტერიუმი (გ)
10
3. ბრალდება მოიცავს როგორც ჩადენილ ასევე გამოგონილ დანაშაულს – კრიტერიუმები (ბ) და (გ). 4. გამომძიებლებისა და სასამართლოს მიერ ბრალდების განხილვა სამართლიანობის პრინციპის დარღვევით – კრიტერიუმი (ე). 5. ადამიანი სხვა პატიმრებთან შედარებით პატიმრობის უარეს პირობებშია – კრიტერიუმი (დ). “პოლიტპატიმრის” განსაზღვრებებს შორის ძირეული განსხვავება არ არსებობს. თუმცა, ევროსაბჭოს კრიტერიუმები უფრო დეტალურია და კარგადაა დასაბუთებული ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის 2001 წლის ანგარიშებში. პოლიტიკური მოტივაციის “Prima Facie” მტკიცებულება ზემოთხსენებული ყველა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია შესაძლო პოლიტპატიმრის დაცვის დროს. თუ [პოლიტპატიმრის] დაცვის მხარემ არ წარმოადგინა პოლიტიკური მოტივაციის დამადასტურებელი სამხილი, მაშინ მტკიცება, რომ “ეს ადამიანი მიტინგის დროს დააპატიმრეს და შესაბამისად ვერ იქნება ნარკომანი” ან “ეს ადამიანი პოლიტიკური პარტიის წევრია და შეუძლებელია დამნაშავე იყოს” მიუღებელია. არ არის აუცილებელი “Prima Facie” მტკიცებულება პირდაპირ იყოს დაკავშირებული ოფიციალურ ბრალდებასთან, რადგან პოლიტიკური მოტივი შესაძლოა დამალული იყოს და არ აისახოს საბრალდებო დასკვნაში ან განაჩენში. თეორიულად ასეთი მტკიცებულება შეიძლება წარმოდგენილ იქნას სასამრთლო პროცესის დროს. მტკიცებულება იმავე სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც სხვა სისხლის სამართლის სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები. ასეთი სახის მტკიცებულება უნდა იყოს დამაჯერებელი და არ უნდა აღძრავდეს ეჭვს მისი უტყუარობის თაობაზე ან იმის შესახებ, თუ რა წყაროდან და რა ვითარებაში იქნა ის მოპოვებული. მსხვერპლის/მოწმის/ექსპერტის ზეპირი და/ან წერილობითი ჩვენება და სხვა მსგავსი დოკუმეტები მისაღებია; მისიამ აღმოაჩინა, რომ ასევე მისაღებია შემდეგი სახის მტკიცებულები: მსჯავრდებულის ადვოკატებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერვიუები; სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების თარგმანები; სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და პუბლიკაციები პრესასა და ინტერნეტში. თუმცა, მისიის ექსპერტების აზრით, არც ერთ მათგანს არ შეიძლება კანონის ძალა ჰქონდეს.
11
წინასწარი მტკიცებულებების მოგროვება უფრო ადვილია თუ პოლიტპატიმარს ჰყავს ადვოკატი და თავად ან ადვოკატის დახმარებით უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რაც ჩვენს მიერ შესწავლილი რვა საქმიდან უმეტესობაში მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფუნდამენტური თავისუფლებების და კანონის დარღვევის შესახებ არსებული მტკიცებულებები უკვე მოგროვებული და სისტემატიზებულია. 2. მისიის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდები იმის გამო, რომ ეს იყო ფედერაციის პირველი მისია საქართველოში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მისიის პირველადი მიზანი იმის გარკვევა იყო შეესაბამებოდა თუ არა შესწავლილი საქმეები პოლიტპატიმრის იდენტიფიკაციისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებს, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ; მისიის მიზანი არ ყოფილა პოლიტიკური პატიმრების სრული სიის შედგენა, ჩვენ მიზანი იმის დადგენა იყო არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები. ეს უნდა დაგვედგინა იმ საქმეების შესწავლის საფუძველზე, რომლებზეც მიაპყრობინეს ყურადღება ფედერაციის მისიის წარმომადგენლებს. მისიის აზრით, შეუძლებელი იყო შესაძლო პოლიტპატიმრების “საბოლოო” სიის შედგენა, რადგან შესაძლო პოლიტპატიმრების საქმეები ბევრი იყო. ამასთან ამგვარი საქმეების რიცხვი იზრდებოდა, როგორც საქართველოში მისიის მუშაობის დროს, ასევე მისიის საქართველოდან წამოსვლის შემდეგაც. მსგავსი საქმეები მათი მთავარი მახასიათებლების მიხედვით გაერთიანდა:
1. ე. წ. ნარკომანები ანუ ნარკოტიკების ტარებაში ბრალდებულები
2. გაქცეული ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც გაქცეულთა დასასჯელად იყვნენ დაპატიმრებულები
3. ე. წ შეთქმულები, რომლებსაც მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულება ედებოდათ ბრალად
4. ეკონომიკურ დანაშაულში ეჭვმიტანილი ბიზნესმენები
5. ჟურნალისტები
მისიამ შეარჩია ერთი ან ორი პატიმარი თითო ჯგუფიდან და შეიყვანა მისიის ე. წ. “საპილოტო სიაში”. პრიორიტეტი მიენიჭა ისეთ საქმეებს, რომლებზეც მისიას
12
ყველაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა და ერთდროულად რამდენიმე კატეგორიაში ჯდებოდა. მისიამ აიღო ინტერვიუები (ინგლისურად და თარჯიმნის დახმარებით) დაპატიმრებულების ოჯახის წევრებისა და მათი ადვოკატებისგან, შეაგროვა ხელმისაწვდომი დოკუმეტები, მოსაზრებები და არგუმენტები ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სახალხო დამცველისგან თითოეულ საპილოტო საქმეზე. მისია ასევე დაესწრო საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეგიდით შექმნილ და მომუშავე ე. წ. სამოქალაქო საზოგადოების ადამიანის უფლებათა კომისიის შეხვედრას. ჩატარებული სამუშაოსა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, მისია ასკვნის, რომ საპილოტო სიის წევრი პატიმრების დაპატიმრების უკან პოლიტიკური მოტივი იკვეთება.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s